მანიპულაცია, თითქოს უკრაინულ სუპერმარკეტში ებრაელებს არ უშვებენ

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

1.5k
VIEWS

29 სექტემბერს რუსულენოვანმა გამოცემამ Ukraina.ru მასალა შემდეგი სათაურით გამოაქვეყნა: “ანტისემიტიზმი უკრაინაში: ჰასიდებს ბენზინგასამართ სადგურზე შესვლა აუკრძალეს.” მასალაში ნათქვამია, რომ ლვივის რეგიონის ქალაქ იავროვთან ახლოს ОККО-ს ბენზინგასამართ სადგურზე ჰასიდ ებრაელებს მომსახურებაზე უარი უთხრეს. მოვლენის ამსახველი ერთი და იგივე ვიდეო ქართულ და რუსულენოვანი იდენტური შინაარსის აღწერებით რამდენიმე ფეისბუქ მომხმარებელმაც (1,2,3,4) გამოაქვეყნა. თანდართული აღწერების მიხედვით, “უკრაინულმა სუპერმარკეტმა, ებრაელებს აუკრძალა შესვლა და საქონლის შეძენა. ნებადართულია მხოლოდ არაებრაელებისთვის.” ვიდეოში ჩანს, რომ ებრაელების ჯგუფი შენობაში ვერ შედის მაშინ, როცა იქვე მყოფ სხვა ადამიანებს შესვლისას პრობლემა არ ექმნებათ. 

1 მანიპულაცია, თითქოს უკრაინულ სუპერმარკეტში ებრაელებს არ უშვებენ

მტკიცება იმის შესახებ, რომ ლვივის ოლქში უკრაინულმა სუპერმარკეტმა ებრაელებს პროდუქტის შეძენა აუკრძალა, მანიპულაციურია. რეალურად, გავრცელებული ვიდეო ОККО-ს ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზეა გადაღებული და კომპანიის განამრტებით, ინციდენტის მიზეზი მამაკაცების საპირფარეშოსთან დამდგარი რიგი გახდა, რის გამოც მენეჯერმა კარის დაკეტვა დამატებითი განმარტებების გარეშე დაიწყო. კომპანიამ თანამშრომლის ეს ქმედება დაგმო და მას საყვედური გამოუცხადა. 

ვიდეო 2022 წლის 29 სექტემბერს ორგანიზაციის “ურაკინის ებრაული თემის გაერთიანება” (UJCU) ოფიციალურ ტელეგრამზე გამოქვეყნდა.

2 მანიპულაცია, თითქოს უკრაინულ სუპერმარკეტში ებრაელებს არ უშვებენ

ორგანიზაციის მიერ თანდართული აღწერის მიხედვით, ლვივის ოლქის ქალაქ იავროვთან ახლოს ОККО-ს ბენზინგასამართ სადგურზე ჰასიდი ებრაელების მომსახურებაზე უარი ეროვნული და რელიგიური ნიშნით თქვეს, რაც რასობრივი, ეროვნული, რეგიონული, რელიგიური და სხვა განსხვავებების მიუხედავად, მოქალაქეების თანასწორუფლებიანობის დარღვევაა. ამასთანავე  უკრაინაში ანტისემიტიზმის პრევენციისა და წინააღმდეგობის შესახებ კანონის მიხედვით,  აღნიშნული ქმედება ანტისემიტიზმის გამოვლინებაა. UJCU-ში აცხადებდნენ იმასაც, რომ ამ შემთხვევის შესახებ ინფორმაცია მათ რაბინ ნახმანის სახელობის ფონდმა აცნობა. 

ორგანიზაციამ ინციდენტის შესახებ იმავე დღეს 29 სექტემბრის საღამოსაც დაწერა. ამჯერად UJCU-ს ტელეგრამზე კომპანია ОККО-ს განმარტება გამოაქვეყნა. 

3 მანიპულაცია, თითქოს უკრაინულ სუპერმარკეტში ებრაელებს არ უშვებენ

განმარტების მიხედვით, ლვივის ოლქის ბენზინგასამართ სადგურზე ერთდროულად ბევრმა ადამიანმა მოიყარა თავი და კაცების საპირფარეშოში შესასვლელად ქაოტური რიგი დადგა, რის გამოც კლიენტებისთვის პატარა ჯგუფებად შესვლის შესახებ თხოვნის შემდეგ მენეჯერი არაკორექტულად მოიქცა და სავაჭრო დარბაზის კარის დაკეტვა დამატებითი განმარტებების გაკეთების გარეშე დაიწყო. ОККО-ს განმარტებით, მენეჯერმა ამ ქმედების გამო საყვედური მიიღო. კომპანიამ თანამშრომლის ამ საქციელის გამო ბოდიში მოიხადა. ორგანიზაცია UJCU-მ კომპანიას დროული და კონსტრუქციული განმარტებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ტოლერანტული სახელმწიფოა, სადაც მოქალაქეებს ეროვნებისა და რელიგიური კუთვნილების მიუხედავად თანასწორი უფლებები აქვთ.

29 სექტემბერს უკრაინაში ჰოლოკოსტის პერიოდში მომხდარი ბაბინ იარის ხოცვა-ჟლეტიდან 81 წელი გავიდა. 25-27 სექტემბერს კი უკრაინას ბევრი ებრაელი როშ შაჰანას ტრადიციული დღესასწაულის აღსანიშნავად ეწვია, “მითების დეტექტორმა” აღნიშნული მოვლენის შესახებ გავრცელებული ანტისემიტური შინაარსის დეზინფორმაციული და კონსპირაციული მტკიცებები გადაამოწმა, ვრცლად იხილეთ:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: იდენტობა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ისრაელი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist