დეზინფორმაცია, თითქოს უკრაინაში რუსეთის ელჩი ისევ მოქმედია

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

106
VIEWS

4 ივლისს ფეისბუქ მომხმარებელმა ირაკლი ანთიძემ გაავრცელა პოსტი აღწერით: “უკრაინაში რუსეთის ელჩი არავის გამოუგდია დღესაც იქაა”. პოსტზე მასთან ერთად კიდევ 16 ანგარიშია მონიშნული.

Screenshot 2 დეზინფორმაცია, თითქოს უკრაინაში რუსეთის ელჩი ისევ მოქმედია

მტკიცება იმის შესახებ, რომ უკრაინაში რუსეთის ელჩი დღესაც იქ იმყოფება, სიცრუეა. 2022 წლის იანვარ-თებერვალში რუსეთმა უკრაინაში მყოფი ყველა დიპლომატისა და მათი ოჯახების წევრების ევაკუაცია მოახდინა, 24 თებერვალს კი უკრაინამ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები ოფიციალურად გაწყვიტა.

უკრაინაში მყოფი დიპლომატებისა და მათი ოჯახის წევრების ქვეყნიდან გაყვანა რუსეთმა იანვარში დაიწყო. ერთი თვის მანძილზე, როგორც კიევში მდებარე საელჩოდან, ისე ლვივის საკონსულოდან 30 ადამიანი და დიპლომატების ოჯახების 18  წევრი გაემგზავრა ქვეყნიდან. 23 თებერვალს კი უკრაინაში დარჩენილი ყველა დიპლომატის ევაკუაცია განხორციელდა

24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებული შეჭრის შედეგად, უკრაინამ მიიღო გადაწყვეტილება, შეეწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობები აგრესორ ქვეყანასთან. თუმცა, რუსეთში მყოფი უკრაინის მოქალაქეებისა და პოლიტიკური პატიმრების უფლებების დაცვის მიზნით, უკრაინის ხელისუფლებამ გადაწყვიტა შეენარჩუნებინათ საკონსულო ფუნქციები. 

2023 წლის 20 აპრილს, კიევის მერის ვლადიმირ კლიჩკოს განცხადებით, კიევმა რუსეთის საელჩოსთან მიწის საიჯარო ხელშეკრულებაც გაწყვიტა და უკრაინის მინისტრთა კაბინეტს დიპლომატიური დაწესებულების უკრაინის მფლობელობაში დაბრუნების შესახებ მიმართა.

ომის დაწყებიდან უკრაინაში რუსეთის საელჩოს მიერ მუშაობის გაგრძელების შესახებ დეზინფორმაციაზე მითების დეტექტორი ადრეც წერდა. ვრცლად იხილეთ:

აღსანიშნია, რომ რუსეთს უკრაინაში სრულუფლებიანი ელჩი 2016 წლიდან არ ყოლია და ამ ფუნქციას დროებითი მოვალეობის შემსრულებლები ითავსებდნენ. 2022 წლის თებერვლის შუა პერიოდამდე ამ პოზიციას ალექსანდრ ლუკაშიკი იკავებდა, რომელიც იმავე წლის სექტემბრიდან სხვა პოზიციაზე დაინიშნა. რუსეთ-უკრაინის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შემდეგ საელჩოს მეთაურად ითვლება ვლადიმირ ჟეგლოვი, რომელსაც ოფიციალურად ელჩის მრჩევლის სტატუსი უკავია. იგი 2022 წლის აგვისტოში რუსეთის პრეზიდენტმა საპატიო სიგელით დააჯილდოვა. თუმცა, იმის გამო რომ საელჩო უკვე წელიწადზე მეტია აღარ მუშაობს, მისი სტატუსიც ფორმალურია და რუსეთს უკრაინაში ამ ეტაპზე არათუ სრულუფლებიანი ელჩი, არამედ დროებითი წარმომადგენელიც აღარ ყავს.

წყაროს შესახებ:

ირაკლი ანთიძე გამოირჩევა ანტიდასავლური, ანტიუკრაინული და ანტივაქსერული პოსტების გაზიარებით. მისი არაერთი პოსტი ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაციების მიერ ყალბ ინფორმაციად არის მონიშნული. 

Screenshot 3 დეზინფორმაცია, თითქოს უკრაინაში რუსეთის ელჩი ისევ მოქმედია

ირაკლი ანთიძის მირ გაზიარებული დეზინფორმაცია წარსულში მითების დეტექტორმაც გადაამოწმა.

არქივის ბმული: https://archive.ph/QwAWX 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist