ფეისბუქზე ირაკლი ტაბლიაშვილის მონოლოგის დარედაქტირებული ვიდეო ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

63
VIEWS

9-10 მაისს ფეისბუქ ანგარიშებმა ,,დაათ ცაბაძე” და Boris Dauri-Giorgadze-მა გაავრცელეს ტელეკომპანია ,,ფორმულას” ჟურნალისტის, ირაკლი ტაბლიაშვილის ვიდეო. ის ტაბლიაშვილის საავტორო გადაცემა ,,კონტექსტის” ფრაგმენტია. ვიდეოს მიხედვით, ჟურნალისტი თითქოს ამბობს, რომ ,,უკრაინას ექნება ლეგიტიმური უფლება დაბომბოს დე იურე საქართველოს ხელისუფლება”.

pheisbuqze irakli tabliashvilis monologis daredaqtirebuli video vrtseldeba ფეისბუქზე ირაკლი ტაბლიაშვილის მონოლოგის დარედაქტირებული ვიდეო ვრცელდება

გავრცელებული ვიდეო რედაქტირებულია და მანიპულაციურად ვრცელდება. 2023 წლის 4 ნოემბერს ირაკლი ტაბლიაშვილმა გადაცემა ,,კონტექსტში” ისაუბრა რუსეთის მიერ ოჩამჩირეში სამხედრო-საზღვაო ფლოტის განთავსების სავარაუდო გეგმაზე. ჟურნალისტის თქმით, თუ ეს მოხდება, უკრაინას ექნება ლეგიტიმური უფლება საქართველოს დე იურე ტერიტორიაზე განთავსებული რუსეთის ფლოტი დაბომბოს. 

2023 წლის 4 ნოემბერს ტელეკომპანია ,,ფორმულას” ეთერში, გადაცემა ,,კონტექსტში”, ირაკლი ტაბლიაშვილმა ე.წ. ედიტორიალი წაიკითხა. ჟურნალისტმა მონოლოგში, ,,რუსეთს ომის იმპორტი სურს!”, ყურადღება გაამახვილა რუსეთის სავარაუდო გეგმაზე ოჩამჩირეში სამხედრო-საზღვაო ფლოტი განათავსოს. ტაბლიაშვილის მონოლოგის მიხედვით, თუ რუსეთი ფლოტს ჩადგამს ოჩამჩირეში, ეს სახიფათო იქნება უკრაინისთვის, რადგან ამავე  ფლოტს უკრაინაზე შეტევის მიტანის შესაძლებლობა ექნება. 

ირაკლი ტაბლიაშვილის მონოლოგი რედაქტირებულ ვიდეოში ირაკლი ტაბლიაშვილის სრული მონოლოგი
,,უკრაინას და ახლა ხაზგასმით ვამბობ ამას, წინა გადაცემაშიც ვთქვი, ექნება ლეგიტიმური, ვიმეორებ, ლეგიტიმური უფლება, დაბომბოს, პირდაპირი მნიშვნელობით, დე იურე საქართველოს ხელისუფლება და ეს შესაძლო ამბები მთლიანად მოარღვევს შავი ზღვის ჩვენს ინფრასტრუქტურას და აწყობილ, ძლივს აწყობილ, ლოჯისტიკურ ხაზებს და კიდევ ბევრ რამეს…”  ,,…ომის იმპორტი შეიძლება მოახდინოს არა არარსებულმა გლობალურმა ომის პარტიამ, არ არსებობს ამგვარი პარტია, ან ოპოზიციამ ან ხელისუფლების ყველაზე მძაფრმა და რადიკალურმა კრიტიკოსებმა, არამედ, გაგიკვირდებათ, კი არა, არ გაგიკვირდებათ, რუსეთმა, რომელიც უკან და უკან იხევს უკრაინაში და სევასტოპოლიდან გაჰყავს საკუთარი ჯარი და ძირითადად ნოვოროსიისკში გადააქვს. ასე მაგალითად, კი არა, კონკრეტულად შავი ზღვის ფლოტი, თუმცა ამ ფლოტის ნაწილი გადმოაქვს ოჩამჩირეშიც, ნაწილი, პატარა ნაწილი, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაწილი, მაგრამ ისეთი და იმგვარად მობილური ნაწილი, რომ ოჩამჩირეში დისლოცირებულ ფლოტს ექნება, გაგიკვირდებათ, და არ გაგიკვირდებათ, უკრაინაზე შეტევების მიტანის შესაძლებლობა, დამხმარე შესაძლებლობა მაინც. შედეგად, უკრაინას და ახლა ხაზგასმით ვამბობ ამას, წინა გადაცემაშიც ვთქვი, ექნება ლეგიტიმური უფლება დაბომბოს, პირდაპირი მნიშვნელობით, დე იურე საქართველოს ტერიტორიაზე დისლოცირებული რუსული ბაზები”. 

სოციალურ ქსელში ხშირად ვრცელდება რედაქტირებული ვიდეოები. წარსულში გავრცელებული ამგვარი ვიდეოების ნაწილი ,,მითების დეტექტორმა” გადაამოწმა. იხილეთ რამდენიმე მაგალითი:

წყაროების შესახებ:

ყალბი ფეისბუქ ანგარიში დაათ ცაბაძე სოციალურ ქსელში 2019 წლიდან აქტიურობს, ის მონაწილეობდა ანტისაოკუპაციო პროტესტის მადისკრედიტირებელ კამპანიაში. დაათ ცაბაძის მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაცია ,,მითების დეტექტორს” წარსულშიც რამდენჯერმე გადაუმოწმებია

ფეისბუქ პროფილი “Boris Dudauri-Giorgadze” პრორუსულ, ანტიუკრაინულ და ანტიდასავლურ ნარატივებს რეგულარულად ავრცელებს. მის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია ,,მითების დეტექტორმა” არაერთხელ გადაამოწმა.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist