აქვს თუ არა 115-ე ბრიგადას საკმარისი შეიარაღება და ვინ თქვა ბრძოლაზე უარი?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

794
VIEWS

24 მაისს რუსულმა პროპაგანდისტულმა პლატფორმებმა (Правда, RT на русском), ასევე რუსულენოვანმა ფეისბუქ გვერდმა (Вежливые люди) და ქართულმა და რუსულმა ინდივიდუალურმა FB ანგარიშებმა (Nutsa javelidze Fantina Georgian, Serg Bard) გაავრცელეს იდენტური შინაარსის ინფორმაცია, რომ უკრაინის 115-ე ბრიგადა საბრძოლო მასალის არარსებობის გამო სევეროდონეცკის დაცვაზე უარს ამბობდა  და  ბრძოლის ველს ტოვებდა. ინფორმაციის მიხედვით, ამის გამო მებრძოლებს დეზერტირობაში დასდეს ბრალი. პოსტებში ასევე აღნიშნულია, რომ ჯარისკაცებმა ზელენსკის დახმარებისთვის არაერთხელ მიმართეს, თუმცა ისინი ორ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში რუსეთის მძიმე არტილერიის წინააღმდეგ მხოლოდ ავტომატებით იბრძოდნენ. 

115-ე ბრიგადასთან დაკავშირებით გავრცებეული ინფორმაცია ნაწილობრივ მცდარია. რეალურად, ვიდეოში უკრაინის სამხედრო ძალების მესამე ბატალიონის 115-ე ბრიგადის მოხალისეების ნაწილია ასახული. ამავე ბრიგადის ერთ-ერთი ქვედანაყოფის მეთაურის თანახმად, უკრაინული მხარე ყველა სახის საბრძოლო იარაღით და ტექნიკით არის აღჭურვილი, სევეროდონეცკში ბრძოლის გაგრძელებაზე უარი კი მოხალისეების ნაწილმა თქვა,  ხოლო 115-ე ბრიგადის მებრძოლების უმრავლესობა ადგილზე რჩება და ქალაქის დაცვას აგრძელებს. 

19 მაისს უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე ბატალიონის 115-ე ბრიგადის მებრძოლებმა გაავრცელეს ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ისინი საბრძოლო დავალების შესრულებაზე უარს ამბობდნენ, რადგან  საკმარისი საბრძოლო და თადაცვითი საშუალება არ ჰქონდათ,  მტრის წინააღმდეგ შიშველი ხელებით იბრძოდნენ. ვიდეომიმართვაში ნათქვამი იყო ისიც, რომ ისინი ასეთ პირობებში ბრძოლის გაგრძელებას ვერ შეძლებდნენ და  115-ე ბრიგადაში სამსახურზე უარს ამბობდნენ.



21 მაისს ჟურნალისტ იური ბუტუსოვის იუთუბ არხზე 115-ე ბრიგადის სხვა წევრების ვიდეომიმართვა გამოქვეყნდა. 115-ე ბრიგადის ერთ-ერთი ქვედანაყოფის მეთაურის ვიკტორ დავიდოვის თქმით,  გავრცელებული ვიდეო სიმართლეს არ შეესაბამება და უკრაინული მხარე ყველა სახის საბრძოლო იარაღით და ტექნიკით არის აღჭურვილი. მეთაურის მიხედვით, ადამიანები, რომლებმაც ეს ვიდეო ჩაწერეს, არა სამხედროები, არამედ მოხალისეები არიან, რომლებსაც თავდაპირველად უკრაინის დაცვა სურდათ, მაგრამ შემდეგ დატვირთვას ვერ გაუძლეს და პოზიციები დატოვეს, რამაც საფრთხე   სხვა მებრძოლებს შეუქმნა. 

ქვედანაყოფის მეთაურის თქმით, მთელი ბრიგადა იარაღით, საკვებით, ტანსაცმლითა და შეიარაღებით არის უზრუნველყოფილი და მათ ყველაფერი აქვთ რაც თავდაცვისთვის სჭირდებათ, მათ შორის, ჯაველინებიც. მიმართვაში ასევე ნათქვამია, რომ ბატალიონის უდიდესი ნაწილი პოზიციებზე რჩება და სევეროდონეცკში ბრძოლას აგრძელებს. 

დავიდ ვიაჩესლავოვიჩი, 115-ე ბრიგადა: „ისინი უზრუნველყოფილი იყვნენ ყველაფრით, საკვებით, ტანსაცმლით, შეიარაღებაზე საერთოდ პრობლემა არ შექმნილა. ოფიციალურად ვაცხადებ, რომ ეს იყო დეზეტრირობა, რადგან მათ მიატოვეს პოზიციები და საფრთხე სხვა 56 სამხედროს შეუქმნეს. მათ ჰქონდათ ორი კვირა  და საკმარისი მასალა სანგრების მოსაწყობად: მორები, დაფები, საკმარისი დრო, მაგრამ ისინი მეთაურის  ბრძანებებს არ ასრულებდნენ. ეგონათ, რომ კურორტზე იყვნენ მოსულები.”

“მითების დეტექტორმა”  რუსეთ-უკრაინის ომი დროს უკრაინელ სამხედროებთან დაკავშირებული სხვა დეზინფორმაციებიც გადაამოწმა, ვრცლად იხილეთ: 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: ნაწილობრივ მცდარი
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist