ვიდეო, თითქოს ნიუ-იორკში ბილბორდზე უკრაინის მხარდამჭერ ფრაზას “Stand with Israel” ანაცვლებს, ყალბია  

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

211
VIEWS

15 ნოემბერს სოციალურ ქსელ ფეისბუქზე გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ ანაცვლებს ბილბორდზე მოწოდებას “Stand with Ukraine” მოწოდება “Stand with Israel”. ეკრანზე უკრაინის დროშა ქრება და მის ნაცვლად ისრაელის დროშა ჩნდება. ვიდეოს ბოლოს ვხედავთ მედია ABC News-ის ლოგოს, თანდართული წარწერებით “Watch the news”; “Stay in trend” [უყურეთ ახალ ამბებს; დარჩი ტრენდული]. პოსტის ავტორის მტკიცებით, ვიდეო ნიუ-იორკის ქუჩებშია გადაღებული და “ამერიკულ ცვალებად პრიორიტეტებს” ასახავს.   

ვიდეო ასევე გავრცელდა რუსულენოვან ვებ-საიტებზე (1;2;3;4).

Screenshot 2023 11 16 174310 1 ვიდეო, თითქოს ნიუ-იორკში ბილბორდზე უკრაინის მხარდამჭერ ფრაზას “Stand with Israel” ანაცვლებს, ყალბია  

გავრცელებული ვიდეო ყალბია. კომპანიამ, რომელიც აღნიშნულ ბილბორდზე რეკლამების განთავსებაზე არის პასუხისმგებელი, უარყო, რომ უკრაინასა და ისრაელზე მსგავსი შინაარსის რეკლამა აჩვენეს.  

Reuters-ის ინფორმაციით, ბილბორდი, რომელსაც ვიდეოში ვხედავთ, ნიუ-იორკში მდებარეობს (200 W 50th St, New York). ბილბორდის მფლობელი სარეკლამი კომპანია Clear Channel Outdoors-ია, რომელმაც უარყო, რომ მსგავსი შინაარსის ვიდეო აჩვენეს. “რეკლამა ეკრანებზე არასოდეს გამოჩენილა”. – უთხრა Reuters-ს კომპანიის წარმომადგენელმა. 

ასევე, X-ზე (ყოფილი Twitter-ი) 14 ნოემბერს მომხმარებელმა გამოაქვეყნა (არქივის ბმული) ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ ბილბორდზე მხოლოდ მულტფილმ “ტროლების” რეკლამას აჩვენებენ. 

Screenshot 2023 11 16 174318 ვიდეო, თითქოს ნიუ-იორკში ბილბორდზე უკრაინის მხარდამჭერ ფრაზას “Stand with Israel” ანაცვლებს, ყალბია  

აღსანიშნავია ისიც, რომ ვიდეოს ბოლოს ბილბორდზე ჩნდება ფრაზა “Stay in trend” – ფაქტი, რომ წინადადება შეცდომით არის დაწერილი და არ იძებნება ინფორმაცია, რომ ABC News-ს მსგავსი სლოგანი ოდესმე აქვს გამოყენებული, მიუთითებს, რომ რეკლამა გაყალბებულია.  

ვიდეო ასევე გადაამოწმეს და ყალბად შეაფასეს უცხოურმა ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაციებმა (1;2;3).  

“მითების დეტექტორმა” რუსეთ-უკრაინისა და ისრაელ-ჰამასის ომთან დაკავშირებით ნიუ-იორკში განთავსებულ ბანერებზე ინფორმაცია წარსულშიც გადაამოწმა. 

ისრაელ-ჰამასის 2023 წლის ომის დაწყების შემდეგ სოციალურ ქსელში ვრცელდება მტკიცებები, თითქოს დასავლეთი ისრაელის მიზეზით უკრაინის მხარდაჭერას წყვეტს/ასუსტებს. მაგალითად, “მითების დეტექტორმა” 9 ოქტომბერს გადაამოწმა ინფორმაცია, თითქოს აშშ-მა უკრაინისთვის განკუთვნილი დახმარება ისრაელში გადაამისამართა


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

 

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, ისრაელი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist