განთავსდა თუ არა უკრაინის დროშის ფერებით ბანერი Glory to Urine ნიუ-იორკში?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

1.3k
VIEWS

რუსულენოვანმა  გამოცემებმა ВОЕННОЕ ОБОЗРЕНИЕ, ЦАРЬГРАД, ასევე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ გაავრცელეს ვიდეო, თითქოს გაეროს გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობის მისაღებად აშშ-ში ჩასულ ვოლოდიმირ ზელენსკის ნიუ-იორკში დახვდნენ ბილბორდით, რომელზეც გამოსახული იყო უკრაინის დროშა წარწერით ,,დიდება შარდს” (Glory to Urine), ნაცვლად ,,დიდება უკრაინისა” (Glory to Ukraine). აღნიშნული ვიდეო Fox News Digital-ის ლოგოთი ვრცელდება.

zelenskis bilbordi განთავსდა თუ არა უკრაინის დროშის ფერებით ბანერი Glory to Urine ნიუ-იორკში?

გავრცელებული კადრები ვიდეოფაბრიკაციას შეიცავს. ნიუ-იორკში ბილბორდი მსგავსი წარწერით არ განუთავსებიათ. ასევე კადრებზე გამოყენებული Fox News-ის ლოგოც პროგრამულადაა ჩამატებული.

გავრცელებული კადრები Reuters-მა გადაამოწმა. გეოლოკაციით დადგინდა, რომ ვიდეო მართლაც ნიუ-იორკში, ტაიმ-სკვერზე, 42-ე ქუჩისა და მერვე გამზირის კვეთაზეა გადაღებული.  ვიდეოში წარწერა ,,დიდება შარდს” (Glory to Urine) კი პროგრამულადაა ჩამატებული.  NBC-ის გამომძიებელმა ჟურნალისტმა ადგილზე მისვლით აღმოაჩინა, რომ ბილბორდის მოპირდაპირედ McDonald’s-ის ფილიალია, რაც ვიდეოფაბრიკაციაში არ ჩანს. ჟურნალისტმა ვიდეო X-ზე გამოაქვეყნა. სავარაუდოა, რომ ვიდეოფაბრიკაციისთვის გამოყენებულია 2022 წელს გადაღებული მასალა, მაშინ როდესაც McDonald’s ჯერ კიდევ არ იყო ამ მისამართზე. გარდა ამისა, მარკიან კუზმოვიჩმა, რომელიც Microsoft-ისთვის ციფრულ საფრთხეებს აანალიზებს, 2023 წლის სექტემბერში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, რომელშიც ასევე McDonald’s ჩანს. 

zelenskis bilbordi1 განთავსდა თუ არა უკრაინის დროშის ფერებით ბანერი Glory to Urine ნიუ-იორკში?
42-ე ქუჩისა და მერვე გამზირის კვეთა, ნიუ-იორკი, 2022 წლის აგვისტო
zelenskis bilbordi2 განთავსდა თუ არა უკრაინის დროშის ფერებით ბანერი Glory to Urine ნიუ-იორკში?
42-ე ქუჩისა და მერვე გამზირის კვეთა, ნიუ-იორკი, 2023 წლის სექტემბერი წყარო: Markian Kuzmowyc

ასევე, აღსანიშნავია, რომ ვიდეოფაბრიკაციას Fox News-ის ლოგო ადევს, თუმცა მედიის ოფიციალურ ვებგვერდზე მსგავსი შინაარსის ვიდეო არ იძებნება. Reuters-ს Fox News-მა მეილითაც დაუდასტურა, რომ ვიდეო მათ პლატფორმაზე არ განთავსებულა.

მედიაკომპანია Big Outdoor ფლობს და მართავს ბილბორდების ნაწილს ტაიმს-სკვერზე. მათ შორის მას, რომელიც ვიდეოფაბრიკაციაში ჩანს. Reuters-ის ცნობით, კომპანიის მთავარმა ადვოკატმა, ერინ უოტკინსმა გამოცემას მეილით განუმარტა, რომ გავრცელებული ფოტოები და ვიდეოები 100%-ით ყალბია და მსგავსი ვიდეო მათ ბილბორდზე არ გამოჩენილა. 

ვიდეოფაბრიკაცია, თითქოს ნიუ-იორკში უკრაინის და ზელენსკის საწინააღმდეგო ბილბორდი განათავსეს, წარსულშიც გავრცელდა. ვრცლად, იხილეთ “მითების დეტექტორის” სტატიაში:

მარია ზახაროვას პოსტის არქივი

ЦАРЬГРАД-ის არქივი


თეკლა ხარაზიშვილი

მითების დეტექტორის ლაბორატორია


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist