ჯონ კირბის განცხადება უკრაინის დახმარებაზე უკონტექსტოდ ვრცელდება

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

90
VIEWS

11 ოქტომბერს პორტალის “საქართველო უპირველეს ყოვლისა” ფეისბუკ-გვერდზე Georgia First NEWS თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორის, ჯონ კირბის ციტატა გამოქვეყნდა. ციტატის თანახმად, ჯონ კირბი უკრაინისთვის აშშ-ის დახმარების შესაძლო შეწყვეტაზე საუბრობს: „რთულია სამომავლო გრძელვადიან დახმარებაზე ილაპარაკო მაშინ, როცა უკვე “თოკის ბოლოს“ უახლოვდები და ჩვენ ნამდვილად ვუახლოვდებით „თოკის ბოლოს“ უკრაინის დახმარების საკითხში. კიდევ დამატებით 200 მლნ დოლარი გამოვყავით, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ეს უსასრულოდ ვერ გაგრძელდება.” 

მოგვიანებით, Georgia First NEWS-ზე კირბის ციტატის ამსახველი 24 წამიანი ვიდეოც გამოქვეყნდა.  იდენტური ვიდეო კრემლისტური ტელევიზია “ალტ-ინფოს” ფეისბუქ გვერდმა ალტერინფომაც გაავრცელა

kirbi ჯონ კირბის განცხადება უკრაინის დახმარებაზე უკონტექსტოდ ვრცელდება

სოციალურ ქსელში ჯონ კირბის ციტატა კონტექსტის გარეშე ვრცელდება. ჯონ კირბიმ “თოკის ბოლოზე” აღნიშნული ფრაზა ჟურნალისტის კითხვის პასუხად გააჟღერა, რომელიც კონგრესის მიერ დახმარების ახალი პაკეტის დამტკიცებამდე, აშშ-ის მთავრობის ხელთ არსებულ რესურსებს შეეხებოდა. მისი თქმით, აუცილებელია კონგრესმა სწრაფად მიიღოს გადაწყვეტილება და უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი ბიუჯეტი დაამტკიცოს, რადგან ამ ეტაპისთვის გამოყოფილი ხარჯები თითქმის სრულადაა ათვისებული.

რა განაცხადა ჯონ კირბიმ რეალურად?

11 ოქტომბერს თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ ისრაელში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა. საუბრისას კირბი უკრაინის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ზამთრის მოახლოებასთან ერთად აუცილებელია ყველაფერი გაკეთდეს იმისთვის, რომ უკრაინამ შეძლოს ბრძოლის ველზე წარმატებას მიაღწიოს და რუსული ქვედანაყოფებისგან ტერიტორიის რაც შეიძლება დიდი ნაწილი გაათავისუფლოს. სწორედ ამიტომ, ჯონ კირბიმ ხაზი გაუსვა უკრაინისთვის შეიარაღების მისაწოდებლად კონგრესის მიერ დამატებითი თანხების გამოყოფის აუცილებლობას:

“ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევას, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ კონგრესმა შეასრულოს თავისი ვალდებულება უკრაინელი ხალხის მიმართ და დამატებითი დაფინანსება უზრუნველყოს. კონგრესის წევრებთან აქტიურად განვიხილავთ უკრაინისა და ისრაელისთვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფის საკითხს. კრიტიკულად მნიშვნელოვანია და გვჯერა, რომ კონგრესი მკაფიო სიგნალს გაუგზავნის პუტინს და ასევე მკაფიო იქნება გზავნილი ისრაელელი ხალხის მიმართაც, რომ მათ ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა აქვთ. “ 

რაც შეეხება მანიპულაციურად გავრცელებულ ციტატას, ეს სიტყვები ჯობ კირბიმ კონგრესში დახმარების ახალი პაკეტის დამტკიცებამდე აშშ-ის მთავრობის ხელთ არსებულ რესურსებზე ჟურნალისტის კითხვაზე პასუხად გააჟღერა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ აუცილებელია კონგრესი დახმარების ახალ ბიუჯეტზე სწრაფად შეთანხმდეს, რადგანაც არსებული რესურსები განუსაზღვრელი არაა. შესაბამისად, ციტატის კონტექსტის გარეშე გავრცელება ქმნის მცდარ შთაბეჭდილებას, თითქოს კირბი უკრაინისთვის ამერიკის მხრიდან ზოგად დახმარებაზე ლაპარაკობს და “თოკის ბოლოს” ამას უწოდებს, მაშინ, როდესაც ის კონგრესის ახალი პაკეტის დამტკიცებამდე არსებულ მდგომარეობას განიხილავს.

ჟურნალისტი: “ვიცით, რომ კონგრესის დახმარების ახალი პაკეტი შემუშავების ფაზაშია, თუმცა შეგიძლიათ გვითხრათ თუ რა ვადებში უნდა ველოდოთ გადაწყვეტილებას და ასევე გვითხრათ, რამდენად სწრაფად შეიძლება ამოიწუროს ამ დროისათვის ხელმისაწვდომი რესურსი, სანამ კონგრესის ჩარევა გახდება საჭირო?”

ჯონ კირბი: “ჩვენ გაგვაჩნია რესურსები ისრაელის დასახმარებლად სწრაფი რეაგირებისთვის… თუმცა, კონკრეტული თარიღის განსაზღვრა გამიჭირდება. ეს გარკვეულწილად ხარჯვის და რესურსების შევსების ტემპებზე და [ისრაელის] საჭიროებებზეა დამოკიდებული. 

რესურსები როგორც უკრაინის, ისე ისრაელის დასახმარებლად არსებობს, თუმცა გრძელვადიან გეგმაზე საუბარი რთულია მაშინ, როდესაც ლიმიტს მივუახლოვდით.  უკრაინის შემთხვევაში, უკრაინისთვის [კონგრესის მიერ] გამოყოფილი დახმარება თოკის ბოლოშია. დღეს დახმარების ახალი პაკეტი, 200 მლნ დოლარი გამოვყავით და ჩვენ გავაგრძელებთ დახმარების მიწოდებას იქამდე, სანამ შესაძლებელი იქნება, თუმცა ეს არ იქნება განუსაზღვრელი.”

ისრაელ-ჰამასის ომის ფონზე, უკვე გამოჩნდა დეზინფორმაციული მტკიცებები, თითქოს ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტას გეგმავს. ამ თემაზე დეზინფორმაცია “მითების დეტექტორმა” აქამდეც გადაამოწმა: 

წყაროს შესახებ 

Georgia First NEWS პარტია “ქართული ოცნების” ყოფილი წევრის, ვატო შაქარიშვილის დაფუძნებული პორტალის “საქართველო უპირველეს ყოვლისა” ფეისბუქ-გვერდია. პორტალი ხშირად აქვეყნებს ანტიდასავლური შინაარსის კონტენტს, რომლებიც ევროკავშირის ინსტიტუტების, ნატოს და აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის კრიტიკისკენ არის მიმართული. პორტალს “საქართველო უპირველეს ყოვლისა” წარსულში მცდარი და მანიპულაციური მტკიცებებიც გაუვრცელებია

არქივის ბმული 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: კონტექსტის გარეშე
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist