საქართველოში ამერიკის ახალი ელჩის, რობინ დანიგანის შესახებ დეზინფორმაცია და ვიზუალური მანიპულაციები ვრცელდება

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

1.2k
VIEWS

28-29 ივლისს ანონიმურმა ფეისბუქ-გვერდმა ბერიძე ნათია, რომელიც Postv-ის ჟურნალისტის სახელით არის შექმნილი, და ანტიოპოზიციურმა ფეისბუქ-ანგარიშებმა წიქარა კოლხი, ლაშა გოლუბიანი და Levan Tavdishvilii პორნოგრაფიული ფილმიდან კადრი გამოაქვეყნეს და აღნიშნეს, რომ ამერიკის ახალი ელჩი საქართველოში, რობინ დანიგანი ყოფილი პორნოვარსკვლავია. პოსტში ასევე ვკითხულობთ: “ჩვენამდე ის არგენტინაში იყო ელჩად და გამოაძევეს მას მერე რაც ლიონელ მესის შეცდენა სცადა”. ფეისბუქ-ანგარიშების ნაწილი აღნიშნულ ინფორმაციას “კონსერვატიული მოძრაობის” დამფუძნებლის, კონსტანტინე მორგოშიას სახელით გამოქვეყნებული პოსტის სქრინშოთზე დაყრდნობით ავრცელებს. მორგოშიას ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე მსგავსი პოსტი არ იძებნება.

გარდა ამისა, ფეისბუქ-ანგარიშმა რაგნარ ლოთბელი მოცეკვავე ქალის ვიდეო გამოაქვეყნა, რომელიც ვიზუალურად რობინ დანიგანს ჰგავს. პოსტის ავტორი წერს, რომ ვიდეოში კელი დეგნანის შემცვლელია ნაჩვენები.

Screenshot 2023 07 31 153908 საქართველოში ამერიკის ახალი ელჩის, რობინ დანიგანის შესახებ დეზინფორმაცია და ვიზუალური მანიპულაციები ვრცელდება Screenshot 2023 07 31 153913 საქართველოში ამერიკის ახალი ელჩის, რობინ დანიგანის შესახებ დეზინფორმაცია და ვიზუალური მანიპულაციები ვრცელდება

დეზინფორმაციაა, თითქოს აშშ-ის ახალი ელჩი საქართველოში, რობინ დანიგანი ყოფილი პორნოვარსკვლავია და ამერიკის ელჩი იყო არგენტინაში, საიდანაც გააძევეს. ფოტო, რომელიც ამ დეზინფორმაციას ახლავს, პორნოგრაფიული ფილმიდანაა ამოჭრილი, რომელზეც პორნოვარსკვლავები – ჯონი სინსი და ქენდრა ლასტი არიან გამოსახული. რაც შეეხება ვიდეოს, რომელშიც თითქოს რობინ დანიგანი ცეკვავს, ის პროგრამულადაა დამუშავებული და რეალურად პორტუგალიელი მოდელის ცეკვას ასახავს.

დეზინფორმაციაა, თითქოს რობინ დანიგანი ყოფილი პორნოვარსკვლავია და არგენტინიდან გამოაძევეს. დანიგანს არგენტინაში აშშ-ის ელჩად არ უმსახურია. ის ავსტრიაში, ვიეტნამში, ჩილეში, თურქეთში, კუბასა და ელ სალვადორში აშშ-ის საელჩოებში მსახურობდა, თუმცა ამერიკის ელჩი არცერთ ზემოთ ჩამოთვლილ ქვეყანაში არ ყოფილა. 

ფოტო კი, რომელიც ამ ინფორმაციასთან ერთად გამოაქვეყნეს, პორნოგრაფიული ვიდეოდანაა ამოჭრილი და მასზე პორნოვარსკვლავები – ჯონი სინსი და ქენდრა ლასტი არიან გამოსახული.

Screenshot 2023 07 31 142520 საქართველოში ამერიკის ახალი ელჩის, რობინ დანიგანის შესახებ დეზინფორმაცია და ვიზუალური მანიპულაციები ვრცელდება

რაც შეეხება ვიდეოს, რომელშიც პოსტის ავტორის მტკიცებით, რობინ დანიგანი ცეკვავს, ის პროგრამულადაა დამუშავებული. ორიგინალი ვიდეო პორტუგალიელმა მოდელმა ტიკტოკის პლატფორმაზე განათავსა, ვიდეოში რობინ დანიგანის სახე სწორედ მისი სახის ნაცვლადაა ჩასმული.

Screenshot 2023 07 31 142528 საქართველოში ამერიკის ახალი ელჩის, რობინ დანიგანის შესახებ დეზინფორმაცია და ვიზუალური მანიპულაციები ვრცელდება

რობინ დანიგანი აშშ-ის სენატმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ელჩად ოფიციალურად 28 ივლისს დაამტკიცა, მის წინააღმდეგ მიმართული ვიზუალური მანიპულაციები სწორედ ამის შემდეგ გავრცელდა.

წყაროების შესახებ

რობინ დანიგანზე ვიზუალური მანიპულაცია და დეზინფორმაცია, თითქოს ის ყოფილი პორნოვარსკვლავია, POSTV-ის ჟურნალისტის ნათია ბერიძის სახელით შექმნილმა ფეისბუქ-გვერდმა გაავრცელა. გვერდი სავარაუდოდ ყალბია, ის ივნისშია შექმნილი და ბერიძის ვერიფიცირებულ ფეისბუქ-ანგარიშთან შედარებით, ამჟამად მხოლოდ 23 ფოლოვერი ჰყავს. ბერიძის ვერიფიცირებულ ფეისბუქ-ანგარიშზე მსგავსი პოსტი არ გამოქვეყნებულა. 

Screenshot 2023 07 31 142523 საქართველოში ამერიკის ახალი ელჩის, რობინ დანიგანის შესახებ დეზინფორმაცია და ვიზუალური მანიპულაციები ვრცელდება

რობინ დანიგანზე ვიზუალური მანიპულაციების შემცველი პოსტების ავტორები ძირითადად ანტიოპოზიციური ფეისბუქ ანგარიშები არიან, რომელთაც დეზინფორმაცია აქამდეც გაუვრცელებიათ.

წიქარა კოლხი:

Levan Tavdishvilii:

ლაშა გოლუბიანი:

Screenshot 2023 07 31 154211 საქართველოში ამერიკის ახალი ელჩის, რობინ დანიგანის შესახებ დეზინფორმაცია და ვიზუალური მანიპულაციები ვრცელდება

რაგნარ ლოთბელი:

Screenshot 2023 07 31 142534 საქართველოში ამერიკის ახალი ელჩის, რობინ დანიგანის შესახებ დეზინფორმაცია და ვიზუალური მანიპულაციები ვრცელდება

სლატშეიმინგი

გენდერულ დეზინფორმაციას, როგორც პოლიტიკურ ინსტურმენტს, სოციალური ქსელების სხვადასხვა ანგარიშები ხშირად მიმართავენ. “მითების დეტექტორმა” 2023 წელს პოლიტიკოსების მიმართ სლატშეიმინგის რამდენიემ შემთხვევა გამოავლინა. ერთ-ერთი, რომელიც რუსული მედიიდან იღებდა სათავეს, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ანალენა ბერბოკის წინააღმდეგ იყო მიმართული:

მას შემდეგ, რაც საქართველოს პრეზიდენტმა პატიმრობაში მყოფი ოპოზიციური “მთავარი არხის” დამფუძნებელი და ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია შეიწყალა, სლაიტშეიმინგს, სექსისტური კომენტარების თანხლებით სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგაც მიმართეს:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist