სოციალურ ქსელში ჯო ბაიდენის გამოსვლის ვიდეოფაბრიკაცია ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

297
VIEWS

22 აგვისტოს ფეისბუკ ანგარიშებმა Georgia Georgia, David Tordia, წიქარა კოლხი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ვიდეო გაავრცელეს. ვიდეოში ნაჩვენებია, როგორ ეძინება ბაიდენს ინტერვიუს დროს, წამყვანი კი მას გაღვიძებისკენ  მოუწოდებს. ამასთანავე, ვიდეოს ხვრინვის ხმა აქვს დართული.

Screenshot 1 6 სოციალურ ქსელში ჯო ბაიდენის გამოსვლის ვიდეოფაბრიკაცია ვრცელდება
სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო პროგრამულად არის დამუშავებული და ორი, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ვიდეოს – მომღერალ ჰარი ბელაფონტეს 2011 წლისა და ჯო ბაიდენის 2020 წლის ინტერვიუების გაერთიანებითაა მიღებული.

ვიდეოს მარცხენა ნაწილი კალიფორნიაში 2011 წელს  არის გადაღებული, რა დროსაც ახალი ამბების წამყვანი, ლეილა სანტიაგო მომღერალ ჰარი ბელაფონტეს ესაუბრებოდა. ჰარი ბელაფონტეს მედიტაციისა და აუდიო პრობლემების გამო წამყვანის ხმა არ ესმის, რის გამოც, ჟურნალისტს რამდენჯერმე მუწევს მომღერალს გაღვიძებისკენ მოუწოდოს.  რამდენიმე წამის შემდეგ ასევე ისმის ლეილა სანტიაგოს ხმა: „შენი გაღვიძების დროა, ჰარი“.

Screenshot 2 7 სოციალურ ქსელში ჯო ბაიდენის გამოსვლის ვიდეოფაბრიკაცია ვრცელდება
სქრინშოთი: KBAK CBS

რაც შეეხება ბაიდენის ვიდეოს, ის 2020 წლის აპრილშია გადაღებული, რა დროსაც იგი ყოფილ სახელმწიფო მდივანს, ჰილარი კლინტონს ესაუბრება.  ვიდეოს გაყალბებულ ვერსიაში გამოყენებულია მომენტი, როცა ჰილარი კლინტონი საუბრობს,  ბაიდენი კი ქვემოთ იყურება. ვიდეოს ორიგინალ ვერსიაში 07:06 წამიდან 3 წამის განმავლობაში ბაიდენი თავს დაბლა ხრის, შემდეგ კი ისევ ჰილარი კლინტონს უყურებს.

Screenshot 3 9 სოციალურ ქსელში ჯო ბაიდენის გამოსვლის ვიდეოფაბრიკაცია ვრცელდება
სქრინშოთი: Joe Biden

აღნიშნული ვიდეო უცხოელმა ფაქტების ანალიტიკოსებმაც გადაამოწმეს. Snopes-ის კვლევის თანახმად, გაყალბებული ვიდეო თავდაპირველად Twitter-ის მომხმარებელმა @damonimani-მა გაავრცელა. მოგვიანებით Twitter-მა ვიდეო საავტორო უფლებების მფლობელის მიერ შეტანილი საჩივრის საპასუხოდ წაშალა.

აღსანიშნავია, რომ ბაიდენის გაყალბებული ვიდეო, თეთრი სახლის იმდროინდელმა სოციალური მედიის დირექტორ დენ სკავინომაც გაავრცელა.

Screenshot 4 10 სოციალურ ქსელში ჯო ბაიდენის გამოსვლის ვიდეოფაბრიკაცია ვრცელდება

დენ სკავინოს პოსტი  CBS Sacramento-ს წამყვანმა ჯონ დაბკოვიჩმა გააზიარა და აღნიშნა, რომ ვიდეო გაყალბებული იყო. პოსტში ნათქვამია ისიც, რომ ჰარი ბელაფონტესთან ინტერვიუს დროს იგი სტუდიაში იმყოფებოდა.

Screenshot 5 10 სოციალურ ქსელში ჯო ბაიდენის გამოსვლის ვიდეოფაბრიკაცია ვრცელდება

ჯო ბაიდენის გაყალბებული ფოტო და ვიდეო მასალა “მითების დეტექტორმა” წარსულშიც გადაამოწმა. ვრცლად იხილეთ:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist