რას ნიშნავს სახელმძღვანელოზე წარწერა “ქართული, როგორც მეორე ენა”?

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

4.4k
VIEWS

10-11 დეკემბერს სოციალურ ქსელში სახელმძღვანელოს “ქართული როგორც მეორე ენა” ფოტო გავრცელდა (1;2;3;4;5;6;7). პოსტის ავტორთა მტკიცებით, სახელმძღვანელოს ასეთი სახელწოდება განათლების და მეცნიერების სამინისტროს მხრიდან ღალატს წარმოადგენს. პოსტის ავტორები მოითხოვენ, რომ ეს წიგნები სკოლებიდან გაქრეს და ყველა პედაგოგს, ვინც “ქართულ ენას” მეორე ენად მიიიჩნევს და ამ წიგნიდან “ბავშვებს წამლავს”, სტატუსი ჩამოერთვას.

qarthul rogorts meore ena რას ნიშნავს სახელმძღვანელოზე წარწერა “ქართული, როგორც მეორე ენა”?

qarthul rogorts meore ena1 რას ნიშნავს სახელმძღვანელოზე წარწერა “ქართული, როგორც მეორე ენა”?

სახელმძღვანელო “ქართული, როგორც მეორე ენა” არაქართულენოვანი სკოლების/სექტორების მოსწავლეებისათვის არის განკუთვნილი. შესაბამისად, სახელმძღვანელოს სათაურში სიტყვა “მეორე” ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის მშობლიური (პირველი) ენის შესწავლის შემდეგ, მეორე ენის (რომელიც სახელმწიფოა და არა მშობლიური) შესწავლას გულისხმობს და “ქართული ენის” როლის დაკნინებას არ ემსახურება. ამ ეტაპზე სახელმძღვანელოს სახელი შეცვლილია და “ქართული ენა არაქართულენოვანი სკოლებისთვის” ჰქვია.

ქართულის, როგორც მეორე ენის სასწავლო პროგრამა არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეებისათვის არის განკუთვნილი. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანახმად, სახელმძღვანელოს მიზანია, რომ მოსწავლემ, რომლისთვისაც ქართული მშობლიური ენა არ არის, შეძლოს სხვადასხვა ტიპის ტექსტების შექმნა და გაგება; ქართული ენობრივ-კულტურული თვითმყოფადობისა და ფასეულობების პატივისცემა;  სახელმწიფოებრივი აზროვნების ჩამოყალიბება; სახელმწიფოში მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის სოციოკულტურულ თავისებურებათა დაფასება და პატივისცემა; სოციოკულტურული მრავალფეროვნების მიმართ პოზიტიური დამოკიდებულების გამოვლენა;  ქართული ენის ცოდნის შემდგომი გაღრმავება და გამდიდრება დამოუკიდებლად; სხვა ენების დამოუკიდებლად შესწავლა.

სახელმძღვანელო, რომლითაც არაქართულენოვანი მოსწავლეები ქართულს სწავლობენ, გამომცემლობების “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობისა” და “ინტელექტის” მიერ არის გამოცემული. სახელმძღვანელოს ერთ-ერთი ავტორის, გიორგი ჭაუჭიძითანახმადქართული ენის შესწავლის გარდა, წიგნი მრავალფეროვან ცოდნას აძლევს მოსწავლეებს, მასში შესული სხვადასხვა მასალა შეეხება უმცირესობათა კულტურულ გარემოს და მათ თავისებურებებს. სახელმძღვანელოში ასევე განხილულია თემატურად და ჟანრობრივად მრავალფეროვანი საკითხები ქართული, კავკასიური და უცხოური კულტურისა და ტრადიციების შესახებ, წარმოდგენილია საკითხები ისტორიის, კულინარიის, ბუნებისმეტყველებისა და ასტრონომიის შესახებ. 

სახელმწიფო ენა ყველა მოქალაქისთვის მშობლიური არ არის, შესაბამისად, მათ თავიანთ მშობლიურ ენაზე უწევთ სახელმწიფო ენის სწავლა. შესაბამისად, მეორე ენა ქართულს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ ჰქვია, რომ არაქართულენოვანი ბავშვებისთვის, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის ქართული არ არის მშობლიური ენა და ქართული ენის შესწავლა მათ პირველი (მშობლიური) ენის სწავლის შემდეგ  ბაღში, სკოლაში, უნივერსიტეტში უწევთ. აღსანიშნავია, რომ ეს წიგნები გამოიყენება მხოლოდ არაქართულენოვან სკოლებსა და სექტორებზე, ანუ ისეთ სექტორებში სადაც ბავშვები დანარჩენ საგნებს მათ მშობლიურ ენაზე სწავლობენ, ხოლო ქართულს სწავლობენ როგორც უცხო ენას. ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, ქართული ენის სწავლება არაქართულენოვანი მოსწავლეებისთვის პირველი კლასიდან იწყება და გრძელდება მეთორმეტე კლასის ჩათვლით. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ “სულაკაურის გამომცემლობის” ახალ სახელმძღვანელოს, რომელსაც 2022 წელს მიენიჭა გრიფირება და რომლითაც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები სწავლობენ, “ქართული ენა (არაქართულენოვანი სკოლებისთვის/სექტორებისთვის)”  ჰქვია.

qarthul rogorts meore ena2 რას ნიშნავს სახელმძღვანელოზე წარწერა “ქართული, როგორც მეორე ენა”?

ის ფაქტი, რომ სახელმწიფო ენას შესაძლოა “მეორე ენა” ეწოდოს ახალი არ არის და მხოლოდ საქართველოში არ გვხვდება. ასეთივე სახელმძღვანელოები სხვა ქვეყნებშიც არსებობს, მაგალითად ინგლისურის, იტალიურის, ფრანგულის შემსწავლელთათვის.

qarthul rogorts meore ena3 რას ნიშნავს სახელმძღვანელოზე წარწერა “ქართული, როგორც მეორე ენა”?

ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ ჩარჩო კონვენციის მე-14 მუხლის თანახმად, ნებისმიერ პირს, რომელიც მიეკუთვნება ეროვნულ უმცირესობებს,  აქვს უფლება ისწავლოს უმცირესობის ენაზე. იმ ადგილებში, სადაც მნიშვნელოვანი რაოდენობით ცხოვრობენ ეროვნული უმცირესობებისადმი კუთვნილი პირები, სათანადო მოთხოვნის არსებობის პირობებში, მხარეებმა უნდა უზრუნველყონ, ეროვნულ უმცირესობებს ჰქონდეთ თავიანთ ენაზე სწავლის ან ამ ენაზე ინსტრუქტაჟის მიღების ადეკვატური შესაძლებლობები.

წყაროების შესახებ:

10 დეკემბერს Art Chikhadze Nino-ს მიერ გამოქვეყნებული პოსტი სოციალური ქსელის მომხმარებელთა ნაწილმა 11 დეკემბერს იდენტური ტექსტითა და ფოტოებით გააზიარა. აღსანიშნავია, რომ ამ ანგარიშების უმრავლესობას სხვადასხვა თემაზე წარსულში მცდარი ინფორმაცია არაერთხელ გაუვრცელებია. რაც შეეხება თავად Chikhadze Nino-ს, ის ანქივაქსერულ დეზინფორმაციას და კონსპირაციულ პოსტებს პერიოდულად აზიარებს.

qarthul rogorts meore ena4 რას ნიშნავს სახელმძღვანელოზე წარწერა “ქართული, როგორც მეორე ენა”?

ფეისბუკ  მომხმარებელი Giorgi Mamisashvili ვაქცინებსა და სხვა თემებზე დეზინფორმაციას ხშირად ავრცელებს. მისი პოსტები “მითების დეტექტორს” წარსულშიც არაერთხელ გადაუმოწმებია (1, 2, 3).

ფეისბუკ გვრდი ა რ ს ე ნ ა ოძელაშვილის კვალდაკვალ 2021 წლის თებერვალში შეიქმნა და გიორგი ოძელაშვილს ეკუთვნის, რომელიც 5 ივლისს  “თბილისი პრაიდის” ოფისზე თავდასხმის ბრალდებით იყო დაკავებული. ოძელაშვილს დეზინფორმაცია წარსულშიც გაუვრცელებია (1, 2, 3).

ფეისბუკ გვერდი საქართველოს უპირველეს ყოვლისა 2019 წლის თებერვალში შეიქმნა და ფეისბუქზე მითითებული ინფორმაციის მიხედვით, ივანე ბედიანაშვილს ეკუთვნის. გვერდი ხშირად არის ყალბი ინფორმაციის გამავრცელებელი.

qarthul rogorts meore ena5 რას ნიშნავს სახელმძღვანელოზე წარწერა “ქართული, როგორც მეორე ენა”?

ფეისბუკ მომხმარებელი Tornike Zhizhbaia ჯგუფის “ადამიანთა გამოთაყვანების წინააღმდეგ ბრძოლის ალიანსი” ადმინისტრატორია და კორონავირუსის პანდემიის დაწყების დღიდან ვაქცინების შესახებ დეზინფორმაციულ პოსტებსაც ავრცელებს. მის მიერ გავრცელებული პოსტები “მითების დეტექტორს” აქვს გადამოწმებული( 1, 2 ,3).

ფეისბუქ ანგარიში შიინ ევროპისკენ ამავე სახელწოდების ორ სხვა ანგარიშთან (1,2) ერთად კოორდინირებულად ავრცელებს ჰომოფობიური და ანტიდასავლური შინაარსის ინფორმაციას, მათ შორის, დეზინფორმაციული ხასიათის მტკიცებებსა და გაყალბებულ ფოტო-ვიდეო მასალას. გვერდი არასამთავრობო ორგანიზაციების წამოწყებული სამოქალაქო კამპანიის “შინ ევროპისკენ” საპირწონედ შეიქმნა, რომელიც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მხარდაჭერას ისახავს მიზნად.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: განათლება
დარღვევის ტიპი: შეცდომაში შემყვანი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist