აცრის შედეგად ექიმის და მისი მეუღლის გარდაცვალებაზე დეზინფორმაცია ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

47
VIEWS

26 აგვისტოს ფეისბუქ მომხმარებელმა “ბოლო ჟამის ქრისტიანები” გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ კოვიდის ვაქცინით ცოლ-ქმარი – დოდო გორგოშიძე და ოთარ დავითაშვილი გარდაიცვალნენ. ამავე დღეს მსგავსი შინაარსის პოსტი მომხმარებელმა Tornike Zhizhbaia-მ ჯგუფში “ადამიანთა გამოთაყვანების წინააღმდეგ ბრძოლის ალიანსი” გამოაქვეყნა. 26 აგვისტოს კი “ალტ-ინფოს” მხარდამჭერმა ბლოგერმა ბექა ვარდოსანიძემ ალბომში, სახელწოდებით “ვაქცინით დაზარალებულები” დოდო გორგოშიძის და ოთარ დავითაშვილის ფოტო აღწერით “აცრილი ექიმები” გამოაქვეყნა. 27 აგვისტოს ფეისბუქ მომხმარებელმა ბექა ანჯაფარიძემ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც პირი ამბობს, რომ ბარბარე გორგოშიძე და ოთარ დავითაშვილი, რომლებიც ფაიზერის და სინოვაკით იყვნენ აცრილები, მოკლეს. ვიდეოს ავტორი ასევე ხაზს უსვამს იმას, რომ ტელევიზიებში აცრილთა შორის გარდაცვალების მაჩვენებლად კვლავ ერთი შემთხვევაა მითითებული. ვიდეოს აღწერაში ნათქვამია, რომ ესაა მტკიცებულება, რომ აცრა ხალხს კლავს. ვიდეო ასევე გამოაქვეყნეს შემდეგმა მომხმარებლებმა: Doctors Charlz, აღწერით “ორგანიზებული გენოციდი კაცობრიობის წინაშე”, მომხმარებელმა თოკო მერაბიშვილი ჯგუფში “ბედნიერების სამყარო”, ფეისბუქ გვერდმა “ეროვნული იდეოლოგია – უალტერნატივოა”.

1

2

ინფორმაცია, რომ გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგი ბარბარე გორგოშიძე და ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი ოთარ დავითაშვილი კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრას ემსხვერპლნენ, მცდარია. დაავადებათა კონტროლის ცენტრი, ისევე როგორც გარდაცვლილთა შვილი ვაქცინაციის შედეგად გარდაცვალებას უარყოფენ. შვილის განმარტებით, მისი მშობლები სინოფარმის ვაქცინის ერთი დოზით იყვნენ აცრილი, ხოლო გარდაცვალების მიზეზი კორნავირუსის ინფექცია გახდა.

ინფორმაციის გადასამოწმებლად “მითების დეტექტორი” გარდაცვლილი ცოლ-ქმრის შვილს, ნინო დავითაშვილს დაუკავშირდა. მან განმარტა, რომ ბარბარე გორგოშიძე 30 ივლისს სინოფარმის ვაქცინის ერთი დოზით აიცრა, ხოლო ოთარ დავითაშვილი – 19 ივლისს.

ცოლ-ქმრის გარდაცვალების მიზეზი კორონავირუსით დაავადება გახდა.

“მითების დეტექტორი” დაუკავშირდა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსაც, სადაც განაცხადეს, რომ ბარბარე გორგოშიძე ორჯერადად ვაქცინირებული არ ყოფილა და მისი გარდაცვალების მიზეზი კორონავირუსის ინფექცია გახდა.

ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, პირი სრულად ვაქცინირებულად ითვლება მაშინ, თუ კორონავირუსის საწინააღმედგო ვაქცინის მეორე დოზით აცრიდან გასულია ორი კვირა.  შესაბამისად, ბარბარე გორგოშიძის და ოთარ დავითაშვილის გარდაცვალება სრულად აცრილთა შორის კორონავირუსით გარდაცვალების სტატისტიკაში ასახული არ არის.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist