ინფორმაცია ჯარში იძულებით ვაქცინაციის შესახებ ყალბია

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

49
VIEWS

9 აპრილს ფეისბუკ გვერდმა “მამული ენა სარწმუნოება” გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ნათქვამია, რომ ბრიგადის მეთაურები ჯარისკაცებს მოუწოდებენ ვაქცინა გაიკეთონ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მათ გამოკეტვით ემუქრებიან. პოსტის ავტორი ირწმუნება, რომ მას ეს ინფორმაცია ჯარიდან უახლოესმა მეგობარმა მიაწოდა.

“მამული ენა სარწმუნოებას” პოსტი 10 აპრილს უცვლელი სახით გამოაქვეყნა ფეისბუკ მომხმარებელმა ნინო პ.-მ, 11 აპრილს კი სქრინის სახით გვერდზე “ახალგაზრდული” გაავრცელდა.

11 აპრილს ამ თემაზე ვიდეო ფეისბუკ გვერდზე “არსენა ოძელაშვილის კვალდაკვალ” გამოქვეყნდა. ვიდეოში სამხედრო ფორმაში ჩაცმული პირი ამბობს, რომ ჯარიდან მიაწოდეს ინფორმაცია, თითქოს სამხედროებს ვაქცინაციას ავალდებულებენ და წინააღმდეგ შემთხვევაში, სამსახურიდან დათხოვნით ან მისიიდან მოხსნით ემუქრებიან.

“გავიგე, რომ ცუდი ამბავია ჩვენს თავს და ბრიგადის მეთაურები გარკვეულწილად ჯარისკაცებს აიძულებენ აცრას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ემუქრებიან სამსახურიდან დათხოვნით, ან მისიიდან ამოღებით”. – ამბობს ის.

14 აპრილის 17:00-ის მონაცემებით ვიდეოს 2.8 ათასი გაზიარება აქვს.

;;

;;

ინფორმაცია, რომ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მომსახურე პირებს ვაქცინაციას აიძულებენ და სამსახურიდან გაშვებით ან გამოკეტვით ემუქრებიან, სიმართლეს არ შეესაბამება. მსგავს ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტროში უარყოფენ.

“მითების დეტექტორი” დაუკავშირდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, სადაც უარყვეს ინფორმაცია, თითქოს ჯარისკაცებს ვაქცინაციას ავალდებულებენ, ან აუცრელობის შემთხვევაში, სამსახურიდან გაშვებით ან გამოკეტვით ემუქრებიან.

სამინისტროში აღნიშნეს, რომ შეიარაღებულ ძალებში ვაქცინაციის პროგრამა დაიწყო, თუმცა, ამ ეტაპზე ეს შეეხება მხოლოდ იმ ჯარისკაცებს, რომლებიც „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ შესასრულებლად ავღანეთში წასასვლელად ემზადებიან. საუბარია მე-2 ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონზე. როგორ უწყებაში ამბობენ, ავღანეთის მისიაში მონაწილეთათვის ვაქცინაცია NATO-ს მოთხოვნით არის აუცილებელი, რათა მათ ავღანეთში სამხედრო ბაზებზე შესვლა შეძლონ.

მისიაში მონაწილე სამხედროების კორონავირუსზე აცრა AstraZeneca-ს ვაქცინით გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ გვერდზეც გამოქვეყნდა. როგორც უწყებაში “მითების დეტექტორს” განუცხადეს, მას შემდეგ, რაც AstraZeneca-ს ვაქცინასთან მიმართებით ამოქმედდა ახალი რეკომენდაციები, რომელთა მიხედვითაც, ამ ვაქცინით მხოლოდ 55 წელს გადაცილებული პირები აიცრებიან, ვაქცინაცია დროებით შეჩერდა და დარჩენილი სამხედროების ვაქცინაცია Pfizer-ის ვაქცინით გაგრძელდება.

სამინისტროში აღნიშნავენ, რომ AstraZeneca-თი ვაქცინაციის პროცესში გართულებები და გვერდითი მოვლენები არ გამოვლენილა.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.  

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: საქართველო
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist