რა ვიცით უკრაინაში ლგბტქ+ დიზაინის მეტროს ბარათების შესახებ?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

206
VIEWS

4-8 ივნისს ქართულმა (1, 2, 3, 4) და რუსულენოვანმა ფეისბუქ ანგარიშებმა (1, 2, 3, 4) გაავრცელეს ლგბტქ+ თემატიკის ფოტო-ილუსტრაცია, მასზე დატანილია ლოგო წარწერით Київ Цифровий, ხოლო ფონად ლგბტქ+ დროშებია. ფეისბუქ-მომხმარებლები წერენ, რომ კიევის მეტრომ ,,სიამაყის თვისთვის” მეტროს ბარათების ახალი დიზაინი დაამზადა, რომელზეც კაცები ერთმანეთს კოცნიან. გავრცელებული ფოტოს აღწერაში ფეისბუქ-მომხმარებლები აღნიშნავენ, რომ ე.წ. პრაიდი კიევის მეტროში 16 ივნისს გაიმართება.

იდენტურ ფოტოსა და აღწერას ,,ტელეგრამის” არხზე ავრცელებს კრემლისტური იდეების გამავრცელებელი პოლიტიკის ექსპერტი ალექსანდრ სკუბჩენკო. 

Screenshot 2024 06 11 at 1.23.24 PM რა ვიცით უკრაინაში ლგბტქ+ დიზაინის მეტროს ბარათების შესახებ? Screenshot 2024 06 11 at 1.23.54 PM რა ვიცით უკრაინაში ლგბტქ+ დიზაინის მეტროს ბარათების შესახებ?

ფოტო არასწორი აღწერით, მანიპულაციურად ვრცელდება. კიევის მეტროს ლგბტქ+ თემატიკის სამგზავრო ბარათები არ დაუმზადებია. მსგავსი ინფორმაცია არც კიევის მეტროსა და არც Київ Цифровий-ის ვებ გვერდზე არ იძებნება, ლგბტქ+ დიზაინით სამგზავრო ბარათების დამზადების ცნობას თავად Київ Цифровий-ც უარყოფს. 

სოციალურ მედიაში გავრცელებულ ფოტო-ილუსტრაციაზე ვხედავთ ლოგოს და წარწერას Київ Цифровий, რაც კიევში მყოფ ტურისტებზე გათვლილი მობილური აპლიკაციაა. ის აერთიანებს კიევის ციფრულ მუზეუმს, ქალაქის რუკებს, ინფორმაციას კიევის კულტურულ ღონისძიებებზე და აპლიკაცია ტურისტებისთვის ტრანსპორტის ელექტრონული ბილეთების შეძენის შესაძლებლობასაც იძლევაКиїв Цифровий-ის ოფიციალურ ვებსაიტზე მითითებაა, რომ ის 2021 წელს შეიქმნა და კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციას, კიევის საქალაქო საბჭოს ეკუთვნის. 

ოფიციალურ საიტზე Київ Цифровий-ი ტურისტებს მხოლოდ ორი დიზაინის ელექტრონულ სამგზავრო ბარათს სთავაზობს. 

Screenshot 2024 06 11 at 1.25.30 PM რა ვიცით უკრაინაში ლგბტქ+ დიზაინის მეტროს ბარათების შესახებ?

ღია წყაროებში ინფორმაციის ძიების შემდგომ, ,,მითების დეტექტორმა” ინფორმაციის Київ Цифровий-თან გადაამოწმა. ისინი განმარტავენ, რომ არც სატრანსპორტო ბარათის დიზაინის ანდა სპეციალური ბარათის გამოშვება არ იგეგმება, ასევე მათი სახელით გავრცელებული ფოტო-ილუსტრაცია ყალბია. 

უკრაინაში რუსეთის ხელახალი შეჭრის შემდგომ, წელს პირველად იგეგმება ,,ღირსების თვის” აღნიშვნა. ორგანიზატორების თავდაპირველი გეგმით, ,,თანასწორობის მარში”, უსაფრთხოების მიზნით, კიევის მეტროში, 16 ივნისს უნდა გამართულიყო, თუმცა 3 ივნისს კიევის საბჭომ მონაწილეთა უსაფრთხოებისა და პროვოკაციის თავიდან არიდების მიზნით, მარშის მეტროში გამართვაზე უარი თქვა. 

,,მითების დეტექტორმა” წარსულშიც გადაამოწმა უკრაინის კონტექსტში ლგბტქ+ საკითხებზე გავრცელებული მცდარი ცნობები და ისინი შესაბამისად შეაფასა. ვრცლად მასალები:

წყაროების შესახებ

ფეისბუქ-ანგარიში მაია თვალთვაძე რეგულარულად ავრცელებს დეზინფორმაციასა და შეთქმულების თეორიებს. თვალთვაძის მიერ გავრცელებული მცდარი ინფორმაცია “მითების დეტექტორმა” წარსულშიც არაერთხელ გადაამოწმა.

ფეისბუქ-ანგარიში Mano Beridze შეცდომაში შემყვანი ცნობები აქამდეც გაუვრცელებია,  ცნობებს ხშირად ავრცელებს. მათი ნაწილი ,,მითების დეტექტორმა” უკვე შეაფასა მცდარ ინფორმაციად

Levan Tavdishvili სისტემატურად აქვეყნებს ანტიდასავლური და ანტიუკრაინული შინაარსის პოსტებსა და შეთქმულების თეორიებს.

არქივის ბმული


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: იდენტობა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist