ზელენსკი და მისი მეუღლე დასავლეთის ფულად დახმარებას ფუფუნების საგნებზე ხარჯავენ და საომარ რესურსებს ფლანგავენ: ტრანსსასაზღვრო დეზინფორმაციული კამპანიები, რომლებიც საქართველოდან არგენტინამდე ვრცელდება

კითხვის დრო: 10 წუთი

კითხვის დრო: 10 წუთი

4.3k
VIEWS

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ათობით დეზინფორმაციული ამბის მთავარი მოქმედი გმირია, სადაც მისი და მასთან დაკავშირებული პირების სახელები იმის სათქმელად გამოიყენება, რომ ისინი რუსეთის სრულმასშტაბიან აგრესიასთან გასამკლავებლად დასავლეთისგან მიღებულ ფულს ფუფუნების საგნებში – სასახლეებზე, კაზინოებსა და იახტებზე – ხარჯავენ.

იდენტური შინაარსის მსგავსი ტყუილები სრულიად განსხვავებულ გეოგრაფიულ რეგიონებში – აღმოსავლეთ ევროპიდან, ესპანეთის გავლით, ლათინურ ამერიკამდე – სხვადასხვა ენასა და სხვადასხვა ფორმატით ვრცელდება. ზოგ შემთხვევაში რუსეთის პირდაპირი კვალიც იკვეთება, რადგან ინფორმაცია ხშირად ისეთი პლატფორმებით ვრცელდება, როგორებიცაა სახელმწიფო მედიაორგანიზაციები ან საელჩოები სხვადასხვა ქვეყანაში.

წინამდებარე კვლევა პირველი ნაწილია პროექტისა, რომელსაც Maldita.es (ესპანეთი) უძღვება და რომელშიც StopFake (უკრაინა), Delfi (ლიეტუვა), მედიის განვითარების ფონდი (საქართველო), Chequeado (არგენტინა), La Silla Vacía (კოლუმბია), Animal Político (მექსიკა) და EsPaja (ვენესუელა) მონაწილეობენ. უცხოეთის მხრიდან ინფორმაციით მანიპულირებისა და ჩარევის (FIMI) და ტრანსსასაზღვრო დეზინფორმაციული კამპანიების შესასწავლად შეიქმნა ნოვატორული ტექნოლოგიური ინსტრუმენტი, რის შედეგადაც სისტემა ცენტრალიზებულია და ფუნქციონირებს როგორც ამ ქვეყნებში გამოვლენილი დეზინფორმაციის საცავი. საერთო მეთოდოლოგიის გამოყენება შესაძლებლობას გვაძლევს, გამოვავლინოთ ტრანსსასაზღვრო დეზინფორმაციული კამპანიები და ნარატივები, რომლებიც ევროპასა და ლათინურ ამერიკაში ერთდროულად ვრცელდება.

ამ კვლევის მიერ გამოვლენილი ერთ-ერთი ცრუ ინფორმაცია, რომელიც ზემოთ აღნიშნულ ნარატივს ამყარებს, გამოაქვეყნა ნიგერიულმა ვებგვერდმა, რომელიც, კლემსონის უნივერსიტეტის კვლევის თანახმად, რუსული დეზინფორმაციის გავრცელების ინსტრუმენტია. აღნიშნულ კვლევაში აღწერილია რუსული დეზინფორმაციული კამპანიების წარმართვის ჩვეული სქემა: ერთი შეხედვით ჟურნალისტური ვებგვერდი აქვეყნებს დეზინფორმაციულ სტატიას ზელენსკის, მისი ცოლის ან უკრაინის შესახებ; შემდეგ სხვადასხვა სოციალური ქსელის რამდენიმე ანგარიში, რომელთაგან ზოგს ცოტა მიმდევარი ჰყავს, ზოგი კი ახლადშექმნილია, აღნიშნულ სტატიას აზიარებს და პირველწყაროდ ამ ვებგვერდს უთითებს და სიცრუეც ვრცელდება. როდესაც მისი მეტად გავრცელება სურთ, საქმეში ისეთი არხები ერთვებიან, როგორებიცაა რაშა თუდეი, ანუ RT (რუსეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული ახალი ამბების საერთაშორისო ქსელი, რომლის ევროპაში ოპერირებაც, სხვა რუსულ არხებთან ერთად, ევროკომისიამ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ შეაჩერა) ან რუსეთის საელჩოების ოფიციალური ანგარიშები სოციალურ ქსელებში, რითაც უფრო ფართო გავრცელებას აღწევენ და ამ სიცრუეს საზოგადოების გარკვეულ ნაწილში მეტ დამაჯერებლობას მატებენ. 

სწორედ ეს არის ის, რასაც ევროკავშირის საგარეო სამსახური FIMI-ს (უცხოეთის მხრიდან ინფორმაციით მანიპულირება და ჩარევა) უწოდებს და რაც განისაზღვრება როგორც „უცხოელი აქტორების მონაწილეობა წინასწარგანზრახულ ქმედებებში, სტრატეგიულ და კოორდინირებულ მცდელობებში, მოახდინონ ფაქტებით მანიპულირება, გამოიწვიონ დაბნეულობა, დათესონ განხეთქილება, შიში და სიძულვილი.“ ევროპული ორგანიზაციების თანახმად, საერთაშორისო დონეზე FIMI-ს ერთ-ერთი ამოცანაა, ძირი გამოუთხაროს უკრაინისადმი მხარდაჭერას, გააჩინოს ეჭვები იმის თაობაზე, თუ ვინ არის აგრესორი და ბოროტად გამოიყენოს ევროკავშირისთვის ისეთი მგრძნობიარე საკითხები, როგორებიცაა მიგრაცია და ლტოლვილები, ცხოვრების გაძვირება, ბუნებრივ აირზე ფასების მატება და სხვა. 

ზელენსკისა და დასავლეთიდან მიღებული რესურსების ფლანგვის შესახებ გავრცელებული ნარატივის მაგალითი დადასტურებულად აჩვენებს, თუ როგორ იყენებენ რუსეთის საელჩოები სხვადასხვა ქვეყანაში სოციალური მედიის ანგარიშებს X-ზე (ყოფილი ტვიტერი), რათა უფრო ფართოდ გავრცელდეს ისეთ ვებგვერდებზე გამოქვეყნებული დეზინფორმაცია, რომლებსაც ისინი „მედიას“ უწოდებენ და სადაც დეზინფორმაცია ინგლისურ ან ფრანგულ ენებზე საერთაშორისო აუდიტორიის მოცვის მიზნით ქვეყნდება. 

ცენტრალიზებული სისტემის გზით გამოვლენილი დეზინფორმაცია ყოველთვის ყველა ქვეყანაში ერთდროულად არ ვრცელდება. საერთო ინსტრუმენტი შესაძლებლობას გვაძლევს დავადგინოთ, რომ ზოგ შემთხვევაში, დეზინფორმაცია ჯერ ვირუსულად უკრაინასა და სხვა ახლომდებარე ქვეყნებში ვრცელდება, როგორებიც საქართველო ან ლიეტუვაა, მოგვიანებით კი ესპანურენოვან ქვეყნებში, როგორებიცაა ესპანეთი და მექსიკა. ჩვენ ასევე გამოვავლინეთ ომთან დაკავშირებული ცრუ მასალა, მაგალითად, ყალბი ფოტო, რომელიც 2017 წელს ტაჯიკეთში არის გადაღებული და უკრაინასა და ლათინური ამერიკის ქვეყნებში, როგორიც, მაგალითად, არგენტინაა თითქმის ერთდროულად გავრცელდა.

კაზინოდან კვიპროსზე სასახლემდე გაერთიანებულ სამეფოში: რა გზას გადის ყალბი ინფორმაცია ზელენსკის ხარჯების შესახებ 

5 ივნისს, საქართველოში, „მითების დეტექტორმა“ გამოავლინა და გადაამოწმა დეზინფორმაცია, რომელშიც უკრაინის პრეზიდენტი დასავლეთის ფულადი დახმარების ფუფუნების საგნებზე ხარჯვაში იყო დადანაშაულებული. ამ ტყუილში ამტკიცებდნენ, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ კვიპროსის ქალაქ კირენეაში შეიძინა the Vuni Palace Hotel, სასტუმრო კაზინოთი. ქალაქი კირენია კვიპროსის ჩრდილოეთ სანაპიროზე მდებარეობს. ეს რეგიონი თურქეთის მიერ 1974 წლიდან ოკუპირებული ტერიტორიის ნაწილია, სადაც 1983 წელს ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკა ცალმხრივად გამოცხადდა, რომელიც მხოლოდ თურქეთმა აღიარა. 

ვიდეო, რომელშიც უკრაინის პრეზიდენტის მიერ კაზინოს სავარაუდო ყიდვაზე იყო საუბარი, თურქულმა პორტალმა odatv.com-მ 2024 წლის 1 ივნისს გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ ზელენსკიმ ეს სასტუმრო, კაზინოსთან ერთად, კომპანია Film Heritage Inc.-ის მეშვეობით იყიდა. როგორც 2021 წელს გარდიანი წერდა, ზელენსკის გვარი „პანდორას  დოკუმენტებში“ ფიგურირებდა, რადგან ის ბელიზში რეგისტრირებულ კომპანია Film Heritage-ს ფლობდა, რომლის წილებიც მან უკრაინის პრეზიდენტის პოსტის დაკავებამდე რამდენიმე კვირით ადრე ახლობელ ადამიანს გადასცა.

transsasazghvro dezinphormatsiuli kampaniebi romlebits saqarthvelodan argentinamde vrtseldeba ზელენსკი და მისი მეუღლე დასავლეთის ფულად დახმარებას ფუფუნების საგნებზე ხარჯავენ და საომარ რესურსებს ფლანგავენ: ტრანსსასაზღვრო დეზინფორმაციული კამპანიები, რომლებიც საქართველოდან არგენტინამდე ვრცელდება

თუმცა, მასალაში მტკიცებულებები არ იყო წარმოდგენილი. გარდა ამისა, სასტუმროს მესვეურებმა უარყვეს ინფორმაცია სასტუმროს გაყიდვის შესახებ. მათ განცხადებით დაადასტურეს, რომ „არც წილების და არც ბიზნესის გადაცემა არანაირ ვითარებაში არ მიმდინარეობს.“ თავის მხრივ, odatv.com-მა ეს ვიდეო ვებგვერდიდან წაშალა. ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტის მიერ მსგავსი ქონების შეძენის შესახებ ასევე უარყო უკრაინის საელჩომ კვიპროსში.

Teyit-ის ფაქტების გადამმოწმებლებს თურქეთიდან, რომლებიც ფაქტების გადამოწმების ევროპული სტანდარტების ქსელის (EFCSN) წევრები არიან, იმავე თურქული პორტალის – odatv.com-ის მიერ გავრცელებული მასალები წარსულშიც არაერთხელ გადაუმოწმებიათ, მაგალითად, იმის შესახებ, რომ ხორცის ჭამაზე უარის თქმა არ შეაჩერებს კლიმატის კრიზისს და სხვა დეზინფორმაცია, რომელიც მისმა დამფუძნებელმა, სონერ იალჯინმა, თავის წიგნში „შავი წიგნი“ გამოაქვეყნა.  

ორგანიზაცია Snopes-ის თანახმად, კაზინოს შესახებ ყალბი ინფორმაცია X-ზე (ყოფილი ტვიტერი) გაავრცელა ანგარიშმა Aussie Cossack, რომელიც თავს რუსეთის სამთავრობო საინფორმაციო სააგენტო „სპუტნიკ ნიუსის რეგისტრირებულ უცხოეთის აგენტად“ წარადგენს. ამ სიცრუეს მეტი სანდოობა რომ შესძინონ, გავრცელებულ ვიდეოში, რომელსაც odatv-ს ლოგო ადევს, აჩვენებენ თითქოსდა სასტუმროს ვებსაიტს, რომელიც 2024 წლის მაისის ბოლოს შეიქმნა და Vuni Palace-ის ოფიციალური გვერდიდან ფოტოებს იყენებს. ეს დეზინფორმაცია, რომელიც საბერძნეთშიც ცირკულირებდა, ორგანიზაცია Greece Fact Check-ის თანახმად, ქვეყნის სოციალურ ქსელებში პოლიტიკოსებმა გააზიარეს, მაგალითად, ევროპარლამენტარმა ემანუილ ფრაგიოსმა ევროპელი კონსერვატორების და რეფორმისტების ჯგუფიდან.

ეს სიცრუე ტრანსსასაზღვრო დეზინფორმაციული კამპანიის ერთ-ერთი მაგალითია: ის ჩვენი ცენტრალიზებული სისტემით უკრაინაში, საქართველოში, ესპანეთში, ლიეტუვასა და მექსიკაში გამოვლინდა.

ეს არ არის ერთადერთი დეზინფორმაციული მტკიცება, რომელიც ზელენსკის მიერ დასავლური ფულის ხარჯვაზე მეტანარატივის შექმნას ცდილობს. 2023 წლის დეკემბერში ბრიტანეთის მაუწყებლის BBC-ს ფაქტების გადამოწმების ჯგუფმა (BBC Verify) უკრაინის პრეზიდენტის მიერ იახტის ყიდვის შესახებ კიდევ ერთი დეზინფორმაცია გამოავლინა. ეს საკითხი აშშ-ის კონგრესში „სამხედრო დანახარჯებზე გადამწყვეტი გადაწყვეტილებების“ მიღებისას დროს განიხილეს.

ასევე, ამ წლის აპრილში ლიეტუვის Delfi-მ გამოავლინა დეზინფორმაცია, რომლის თანახმადაც, უკრაინის პრეზიდენტის დედამ 5 მილიონ ევროდ იყიდა ვილა ეგვიპტეში, ხოლო რეპორტიორი, რომელმაც „ეს სკანდალი გამოააშკარავა,“ მოკლეს. იანვარში „მითების დეტექტორმა“ საქართველოდან გამოავლინა დეზინფორმაცია, თითქოს ზელენსკიმ ბერლინთან ახლოს 8 მილიონ ევროდ იყიდა ვილა, რომელიც ადრე ნაცისტური გერმანიის პროპაგანდის მინისტრ იოზეფ გებელსს ეკუთვნოდა. ფაქტების გადამოწმების ორგანიზაციამ Factchequeado-მ, რომლის სამიზნეც ამერიკის შეერთებულ შტატებში ესპანურენოვანი აუდიტორიაა, ასევე უარყო დეზინფორმაცია, თითქოს უკრაინის პრეზიდენტმა ფლორიდაში სახლი იყიდა ან აშშ-ის მოქალაქეობა მიიღო.

იმავე თვეს გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, თითქოს ზელენსკიმ 20 მილიონ გირვანქა სტერლინგად მეფე ჩარლზ III-ის სასახლე გლოსტერში, სამხრეთ-დასავლეთ ინგლისში შეიძინა. ამ ცნობის თანახმად, რომელიც სამხრეთ აფრიკაში მდებარე რუსეთის საელჩომ გამოაქვეყნა, ეს შესყიდვა „ბრიტანულმა მედიამ“ გააშუქა, რის დასტურადაც მითითებულია ვებგვერდი The London Crier, რომელიც 26 მარტს შეიქმნა, ანუ 6 დღით ადრე, სანამ სამხრეთ აფრიკაში რუსეთის საელჩო მას ამ სავარაუდო შესყიდვის შესახებ ინფორმაციის მთავარ წყაროდ მიუთითებდა და „მედიის“ კატეგორიას მიაკუთვნებდა. ეს დეზინფორმაცია საელჩომ 2024 წლის 5 აპრილს გამოაქვეყნა და ის სხვა ენებსა და ქვეყნებში გავრცელდა, როგორებიცაა საბერძნეთი, ესპანეთი თუ ირლანდია, რაც იმის მაჩვენებელია, რომ დეზინფორმაციის ოფიციალური არხით გამოქვეყნება მის ფართოდ გავრცელებას უწყობს ხელს. ამ ინფორმაციას საელჩომდე სოციალური ქსელების ისეთი მომხმარებლები ავრცელებდნენ, რომლებსაც ბევრი მიმდევარი ჰყავს, მაგალითად, მარია დუბოვიკოვა

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ესპანური ორგანიზაცია Maldita.es-ის შეკითხვის პასუხად განაცხადა, რომ „ჰაიგროუს სასახლე კორნუოლის საჰერცოგოს საკუთრებაში რჩება და შესაბამისად, უელსის პრინცისა და მისი ოჯახის საზოგადოებრივ, საქველმოქმედო და კერძო აქტივობებს ემსახურება.“ სამინისტრომ ისიც დაამატა, რომ არ აპირებდნენ „რუსეთის ყოველ უსაფუძვლო შეთქმულების თეორიაზე“ პასუხის გაცემას, რადგან „ისინი აბსურდია.“

ფაქტების გადამოწმების ორგანიზაცია Snopes-ის თანახმად, The London Crier-ის მიერ გავრცელებულ მასალაში მითითებულია ვიდეო თითქოსდა უძრავი ქონების აგენტისგან, რომლის YouTube არხიც ასევე ერთი კვირით ადრე, 2024 წლის თებერვალში, იყო შექმნილი.

ამჟამად უმოქმედო ვებგვერდ The London Crier-ს საერთო მახასიათებლები აქვს იმ ვითომდა გაზეთების სათაურებთან, რომლებიც შეერთებულ შტატებში რამდენიმე თვის წინ გამოჩნდა (D.C. Weekly, the New York News Daily, the Chicago Chronicle…); სანდოობის მოსაპოვებლად ისინი ცდილობენ, მოსახლეობა დააჯერონ, რომ ისტორიულ ადგილობრივ მედიას წარმოადგენენ და „რუსულ პროპაგანდას ავრცელებენ,“ განმარტა The New York Times-მა.

1 inpho ზელენსკი და მისი მეუღლე დასავლეთის ფულად დახმარებას ფუფუნების საგნებზე ხარჯავენ და საომარ რესურსებს ფლანგავენ: ტრანსსასაზღვრო დეზინფორმაციული კამპანიები, რომლებიც საქართველოდან არგენტინამდე ვრცელდება

დეზინფორმაცია, რომელიც აფრიკაში ცირკულირებდა და დანარჩენ მსოფლიოში სამთავრობო მედიისა და საელჩოების მეშვეობით გავრცელდა

კიდევ ერთი ტრანსსასაზღვრო დეზინფორმაცია, რომელიც ამ პროექტის მონაწილე რვა ქვეყნის მეთოდოლოგიითა და ცენტრალიზებული სისტემით გამოვლინდა, დასავლური დახმარების ფლანგვის ნარატივს მიჰყვება, ოღონდ ამ ჯერზე ზელენსკის ცოლის, ოლენა ზელენსკას, წინააღმდეგ არის მიმართული. ამ შინაარსის დეზინფორმაცია თვეებია, რაც ცირკულირებს. მისი გავრცელების ტრაექტორია ძალიან ჰგავს გაერთიანებულ სამეფოში სასახლის შეძენაზე დეზინფორმაციის გავრცელების ტრაექტორიას: ის ჯერ რომელიღაც ვებგვერდზე გამოქვეყნდა, შემდეგ სოციალური ქსელის მომხმარებლებმა გაავრცელეს და ბოლოს, რუსეთის საელჩომ გააზიარა.

2023 წლის სექტემბერში ნიუ-იორკში ვიზიტის დროს „ზელენსკის ცოლმა მილიონი დოლარი დახარჯა სამკაულებზე,“ ამბობს ამ ჩრდილოამერიკულ ქალაქში მდებარე კარტიეს ფირმის საიუველირო მაღაზიის სავარაუდო თანამშრომელი თავის ვიდეოში და ამტკიცებს, რომ ზელენსკამ, სამკაულების ყიდვის შემდეგ, მისი სამსახურიდან გათავისუფლება მოითხოვა. მაღაზიის ეს სავარაუდო თანამშრომელი 22 სექტემბრით დათარიღებულ ქვითარსაც აჩვენებს, რომელიც თითქოსდა ადასტურებს, რომ ზელენსკამ ამ მაღაზიაში თეთრი ოქროსგან დამზადებულ ნაკეთობებზე მსხვილი თანხა დახარჯა.   

ეს ვიდეო აფრიკის კონტინენტის ვებგვერდებზე გამოქვეყნდა, როგორიცაა ნიგერიის The Nation, შემდეგ კი დეზინფორმატორებმა სხვა ენებზე სხვა ქვეყნებში გაავრცელეს. კლემსონის უნივერსიტეტი ამ პროცესს კვლევის ანგარიშში აღწერს. ამ ანგარიშის თანახმად, დეზინფორმაციის გავრცელება, თითქოს ზელენსკას ნიუ-იორკის კარტიეს მაღაზიაში ფუფუნების საგნები დასავლური ფულით  იყიდა, 4 ოქტომბერს დაიწყო. „რამდენიმე დღის განმავლობაში, ეს ამბავი პლატფორმიდან პლატფორმაზე სხვადასხვა ენაზე ზიარდებოდა, რის შედეგადაც ათასობით პოსტი და მილიონობით ნახვა დააგროვა,“ ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად, ვიდეო „პირველად 2 ოქტომბერს გამოქვეყნდა ფრანგულენოვან ვებგვერდზე NetAfrique.net ბურკინა-ფასოში.“ რამდენიმე საათში ამ ამბის ვარიაციები მინიმუმ 4 აფრიკულ ვებგვერდზე გამოჩნდა, მათ შორის ინგლისურენოვან ვებგვერდებზე განასა და ნიგერიაში. ამ ამბის ყველა ვერსიაში მითითებული იყო მაღაზიის სავარაუდო თანამშრომლის  ვიდეოს ბმული, რომელიც  „ერთადერთი შემოთავაზებული მტკიცებულება“ იყო ამბის ნამდვილობის დასადასტურებლად. ამ ამბის პირველი ინგლისურენოვანი ვერსია ნიგერიულ ვებგვერდზე The Nation გამოქვეყნდა.

2 inpho ზელენსკი და მისი მეუღლე დასავლეთის ფულად დახმარებას ფუფუნების საგნებზე ხარჯავენ და საომარ რესურსებს ფლანგავენ: ტრანსსასაზღვრო დეზინფორმაციული კამპანიები, რომლებიც საქართველოდან არგენტინამდე ვრცელდება

კლემსონის უნივერსიტეტის მკვლევრების თანახმად, ეს გავრცელებული მასალა რუსულ ვებგვერდებს 4-დან და 5 ოქტომბრამდე გადაეცა და იმავე დღეს Russia Today-ისა და lenta.ru-ზე გამოქვეყნდა, რომლებიც „პირველწყაროდ ნიგერიულ The Nation-ში გამოქვეყნებულ სტატიას უთითებდნენ.“ ბოლოს პროცესში ჩაერთო რუსეთის საელჩო გაერთიანებულ სამეფოში. ამ ამბის სიყალბეს ააშკარავებს სავარაუდო მტკიცებულება – შესყიდვის ქვითარი, რომელსაც ვიდეოში მაღაზიის თანამშრომელი ქალი გვაჩვენებს. ქვითარი 2023 წლის 22 სექტემბრით არის დათარიღებული. თუმცა ამ დღეს უკრაინის პირველი ლედი ვერ იქნებოდა ნიუ-იორკში, რადგან ის და მისი ქმარი კანადის დედაქალაქ ოტავაში იმყოფებოდნენ, სადაც ოლენა ზელენსკა კანადის პრემიერმინისტრ ჯასტინ ტრუდოს შეხვდა. როგორც StopFake განმარტავს, არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, რომ ზელენსკების წყვილი იმ დღეს ან წინა დღეს ნიუ-იორკში იმყოფებოდა და არა ვაშინგტონში, საიდანაც 21 სექტემბრის ღამეს ისინი კანადაში გაფრინდნენ, რაც ამ ქვეყნის მედიის პუბლიკაციებით დასტურდება. 21 სექტემბერს, გაფრენამდე რამდენიმე საათით ადრე, ოლენა ზელენსკა ვაშინგტონში ჯორჯტაუნის უნივერსიტეტს ეწვია, რის შესახებაც თავად უნივერსიტეტი საკუთარ ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადებით და ოლენა ზელენსკა – თავის სოციალურ ქსელებში იტყობინება.

3 inpho ზელენსკი და მისი მეუღლე დასავლეთის ფულად დახმარებას ფუფუნების საგნებზე ხარჯავენ და საომარ რესურსებს ფლანგავენ: ტრანსსასაზღვრო დეზინფორმაციული კამპანიები, რომლებიც საქართველოდან არგენტინამდე ვრცელდება

ბურკინა-ფასოს და ნიგერიის ვებგვერდებზე ამ ვიდეოს პირველად, 2 ოქტომბერს, გამოქვეყნების შემდეგ ანონიმურმა ანგარიშებმა მისი გაზიარება და გავრცელება დაიწყეს. მკვლევრების თანახმად, „მათ ყალბი ანგარიშების ელემენტები ახასიათებთ.“ როგორც კვლევაშია ნათქვამი, ანონიმური ანგარიშების გარდა, ეს ამბავი ინფლუენსერებმაც გააზიარეს, როგორიცაა, მაგალითად, @LordBebo, მემარჯვენე ინფლუენსერის ანგარიში X-ზე (ყოფილი ტვიტერი). ამის შემდეგ ის Russia Today-მ გამოაქვეყნა. 

აფრიკის ქვეყნებში წარმოებულ კრემლის დეზინფორმაციულ კამპანიებს მკვლევრები და ინსტიტუტები დეტალურად სწავლობენ, მათ შორისაა სტრატეგიული კვლევების აფრიკის ცენტრი. „რუსეთი აფრიკაში დეზინფორმაციის წამყვან მომწოდებლად რჩება და ის დოკუმენტირებულად დადასტურებული 80 კამპანიის სპონსორია, რომელთა სამიზნესაც 22 ქვეყანა წარმოადგენს. ეს აფრიკაში წარმოებული ყველა დეზინფორმაციული კამპანიის 40%-ს შეადგენს,“ აცხადებენ ისინი ერთ-ერთ თავიანთ კვლევაში.

ოლენა ზელენსკას მიერ სამკაულებზე ფულის ფლანგვის შესახებ ამბის სიყალბე, ფაქტების გადამოწმების სხვა ორგანიზაციებს შორის, უკრაინის StopFake-მა და ლიეტუვის Delfi-მ 2023 წლის ოქტომბერ-ნოემბერში გამოააშკარავეს, როდესაც ეს ამბავი ვირუსულად გავრცელდა. თუმცა, საერთო მონაცემთა ბაზის მეშვეობით დავადგინეთ, რომ ეს დეზინფორმაცია კვლავ სხვადასხვა ენაზე და ქვეყანაში ცირკულირებს და ამრიგად, ტრანსსასაზღვრო ყალბ ამბავს წარმოადგენს, რომლის გავრცელებაც გრძელდება.

ეს არ არის პირველი დეზინფორმაცია, რომელშიც ოლენა ზელენსკა ფუფუნების საგნებზე ფულის ფლანგვაშია დადანაშაულებული. 2022 წლის ბოლოს ვირუსულად გავრცელდა ფოტო, რომელშიც ბრენდულ ტანსაცმელში გამოწყობილი და ბრენდული სამკაულებით მორთული ოლენა ზელენსკა კერძო თვითმფრინავში ზის. სინამდვილეში, როგორც მედიის განვითარების ფონდის ფაქტების გადამოწმების ჯგუფმა, “მითების დეტექტორმა” დაადგინა, ეს არის პროგრამულად დამუშავებული ფოტო, რომელზეც, კრიპტოვალუტის ინფლუენსერი რიჩარდ ჰარტია ასახული.

ომში მებრძოლი შეიარაღებული ძალებისთვის დასავლეთის მიერ გამოგზავნილი რესურსების ფლანგვა 

ნარატივები ზელენსკის მიერ რესურსების თითქოსდა ფლანგვის შესახებ მხოლოდ ფუფუნების საგნებსა და გართობას არ ეხება; ისინი ომის რესურსების სხვა ასპექტებსაც უკავშირდება. ერთ-ერთი ნარატივი, რომელიც ლიეტუვასა და უკრაინაში ვრცელდება, ამტკიცებს, რომ უკრაინამ, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო დახმარების სააგენტოს ხელშეწყობით, „დაახლოებით ერთი მილიონი ლიტრი სისხლი გაყიდა, რომელიც უცხოეთიდან იქნა გამოგზავნილი“ და უკრაინის შეიარაღებული ძალების დაჭრილი ჯარისკაცების დასახმარებლად შეგროვდა.

ეს ცნობა StopFake-მა გადაამოწმა და დაადგინა, რომ „ის ვითომდა „ანონიმური წყაროს“ ჩვენებას ეფუძნება, რომელიც ამტკიცებს, რომ უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროსთან დაახლოებული პირია და ამ განცხადებებს ყოველგვარი მტკიცებულების წარმოდგენის გარეშე აკეთებს.“ გარდა ამისა, ფაქტების გადამოწმების ზემოხსენებული ორგანიზაციის თქმით, უკრაინაში კანონით არის აკრძალული დონორული სისხლის ექსპორტირება და მხოლოდ სისხლზე დამზადებული ისეთი მედიკამენტების გაყიდვა არის უცხოეთში დაშვებული, როგორებიცაა ალბუმინი და იმუნოგლობულინი. სამხედრო მდგომარეობის დროს მთელი რიგი შეზღუდვებია დაწესებული ნედლი მასალის ექსპორტზე, რათა დეფიციტის მოულოდნელად წარმოქმნის შემთხვევაში ფონდების სწრაფად შევსება იყოს შესაძლებელი, განმარტავს StopFake.

და ბოლოს, ფაქტების გადამმოწმებლების თქმით, მოცემული ციფრები – „ერთი მილიონი ლიტრი,“ არ შეესაბამება ქვეყანაში სისხლის დონაციაზე არსებულ მონაცემებს: უკრაინული ორგანიზაცია DonorUA-ის თანახმად, რომელსაც გავრცელებულ მასალაში სისხლის უცხოეთში გაყიდვაში ადანაშაულებენ, 2023 წელს უკრაინელებმა 7,000 ლიტრი სისხლის დონაცია გააკეთეს. 

transsasazghvro dezinphormatsiuli kampaniebi romlebits saqarthvelodan argentinamde vrtseldeba1 ზელენსკი და მისი მეუღლე დასავლეთის ფულად დახმარებას ფუფუნების საგნებზე ხარჯავენ და საომარ რესურსებს ფლანგავენ: ტრანსსასაზღვრო დეზინფორმაციული კამპანიები, რომლებიც საქართველოდან არგენტინამდე ვრცელდება

კიდევ ერთი ცრუ ინფორმაცია, რომელიც აპრილში უკრაინიდან ლათინურ ამერიკამდე გავრცელდა, ამტკიცებდა, რომ „უკრაინელმა პარტიზანებმა ნატო-ს სამხედრო აღჭურვილობით დატვირთული მატარებელი რელსებიდან გადაიყვანეს.“ თუმცა ფოტო, რომელიც თან ახლდა ამ ცნობას, უკრაინაში კი არ იყო გადაღებული, არამედ ტაჯიკეთში (ცენტრალური აზია) 2017 წელს, როგორც არგენტინის Chequeado-მ და უკრაინის StopFake-მა დაადგინეს. სხვა ადგილას და/ან სხვა დროს გადაღებული ფოტოების გამოყენება ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ტაქტიკაა იმ დეზინფორმაციულ მასალებში, რომლებიც უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ ვრცელდება.

transsasazghvro dezinphormatsiuli kampaniebi romlebits saqarthvelodan argentinamde vrtseldeba2 ზელენსკი და მისი მეუღლე დასავლეთის ფულად დახმარებას ფუფუნების საგნებზე ხარჯავენ და საომარ რესურსებს ფლანგავენ: ტრანსსასაზღვრო დეზინფორმაციული კამპანიები, რომლებიც საქართველოდან არგენტინამდე ვრცელდება

დეზინფორმაციული კამპანიები, რომლებსაც რუსეთის საელჩოები აძლიერებენ

მედიის სტატუსის მინიჭება ვებგვერდებისთვის, რომლებიც მედიას არ წარმოადგენენ და ხშირ შემთხვევაში, დეზინფორმაციის გამოქვეყნებამდე რამდენიმე დღით ადრეა შექმნილი; მასალის ინგლისურ ენაზე გამოქვეყნება, რათა უფრო ფართო აუდიტორია მოიცვას; და სახელმწიფო მედიის, საელჩოების და ბევრი მიმდევრის მყოლი სოციალური ქსელის მომხმარებლების გამოყენება ამ დეზინფორმაციის ფართოდ გასავრცელებლად ყველაზე გავრცელებულ ტაქტიკას წარმოადგენს იმ დეზინფორმაციულ კამპანიებში, რომლებიც წინამდებარე კვლევის ფარგლებში გამოვლინდა. 

იმ დეზინფორმაციული კამპანიების გასაძლიერებლად, რომლებშიც ზელენსკისა და მისი ოჯახის მიერ დასავლური ფულის ფუფუნების საგნებზე ფლანგვაზეა საუბარი, ხშირ შემთხვევაში, ერთი სქემა გამოიყენება: რუსეთის საელჩოების მონაწილეობა, რომლებიც ისეთ ქვეყნებში მდებარეობენ, როგორებიცაა სამხრეთ აფრიკა და გაერთიანებული სამეფო.

ვებგვერდების გამოყენება, რომლებიც ძალიან ჰგავს მედიაორგანიზაციებს ან მათ იმიტაციას წარმოადგენს, გავრცელებული პრაქტიკაა, რათა დეზინფორმაციამ სანდოობა შეიძინოს. ამის მაგალითია 2022 წელს გამოვლენილი კამპანია, Doppelganger Operation, რომელშიც 50-ზე მეტი დომენი იქნა გამოყენებული არსებულ მედიაორგანიზაციებად თავის გასასაღებლად გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიაში, გაერთიანებულ სამეფოში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, უკრაინაში, ლატვიაში, ლიეტუვასა და ესტონეთში.

ამ ტრანსსასაზღვრო მახასიათებელზე ასევე უთითებენ ფაქტების გადამოწმების და ღია წყაროებით გამოძიების სხვადასხვა ორგანიზაციები (OSINT) Operation Overload-თან მიმართებით; ამ ოპერაციის მთავარი მიზანი დეზინფორმაციის მკვლევრების და ფაქტების გადამმოწმებლების გადატვირთვაა, რაც ექსპერტებს აიძულებს, ზეგანაკვეთურად იმუშაონ დეზინფორმაციის გასანეიტრალებლად, რომელიც საგანგებოდ მათზე გათვლით  იქმნება და ვრცელდება.  

ზოგი დეზინფორმაცია, რომლებიც ჩვენი სისტემის მეშვეობით გამოვავლინეთ, რამდენიმე ქვეყანაში ერთდროულად ცირკულირებდა, მაგრამ მათი გადამოწმების შედეგები ყველა ფაქტების გადამმოწმებელს არ გამოუქვეყნებია თავ-თავიანთ ვებგვერდებზე, რათა არ გაძლიერებულიყო ის, რაც ვირუსულად არ ვრცელდებოდა. ეს Operation Overload-ის კიდევ ერთი მიზანია: სცადოს ამ პროფესიონალების გამოყენება იმისთვის, რომ უფრო ფართოდ გავრცელდეს ამ „ოპერაციის ყალბი მტკიცებები მათი უარყოფის გზით და უფრო ფართო აუდიტორია არ მოიცვას,“ განმარტავენ ისინი.

bolo inphorgaphika 1 scaled ზელენსკი და მისი მეუღლე დასავლეთის ფულად დახმარებას ფუფუნების საგნებზე ხარჯავენ და საომარ რესურსებს ფლანგავენ: ტრანსსასაზღვრო დეზინფორმაციული კამპანიები, რომლებიც საქართველოდან არგენტინამდე ვრცელდება

 

წინამდებარე კვლევა ჩატარდა მეთოდოლოგიით, რომელიც მოიცავს რისკის სიდიდეების სკალას, რითაც განისაზღვრება, წარმოადგენს თუ არა მასალა დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილს შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: დეზინფორმაციის გავრცელების არხები; ქვეყნები, რომლებშიც ერთი და იგივე დეზინფორმაცია ვრცელდება; პლატფორმები, რომლებზეც ის ზიარდება; და იდენტიფიცირებული ნარატივები.

ვინ მონაწილეობს ამ პროექტში?

დემოკრატიის ეროვნული ფონდი (National Endowment for Democracy, NED) მიერ დაფინანსებული ამ ერთობლივი პროექტის მიზანია, გააუმჯობესოს აღმოსავლეთ ევროპასა და ევრაზიაში ფაქტების გადამოწმების ორგანიზაციების ტექნოლოგიური შესაძლებლობები დეზინფორმაციის აღმოჩენის, გაანალიზებისა და კლასიფიკაციის საქმეში: StopFake (უკრანა), მედიის განვითარების ფონდი (საქართველო) და Delfi (ლიეტუვა); ამავე დროს, დეზინფორმაციის ცირკულაციის შესასწავლად, უზრუნველყოს ურთიერთქმედება ლათინური ამერიკის სხვა ორგანიზაციებთან: Chequeado (არგენტინა), La Silla Vacía (კოლუმბია); EsPaja (ვენესუელა) და Animal Político (მექსიკა) და ესპანეთი (Maldita.es).

საიდან ვიცით, რომ დეზინფორმაცია რამდენიმე ქვეყანაში ერთსა და იმავე დროს ვრცელდება?

Maldita.es-მ შეიმუშავა ცენტრალიზებული სისტემა, რაც მოქმედებს საცავივით, რომლის მეშვეობითაც Maldita.es გარდა უკრაინის, საქართველოს და ლიეტუვის ფაქტების გადამმოწმებლები აგზავნიან თავიანთი შესაბამისი ჩატ-ბოტებიდან მიღებულ ან ინტერნეტში აღმოჩენილ მასალებს, ამ პროექტისთვის დადგენილი მეთოდოლოგიის შესაბამისად. თუ მასალა ერთ ან რამდენიმე ქვეყანაში ვრცელდება, დანარჩენ ქვეყნებს ეგზავნება გაფრთხილება, რომ მათაც გადაამოწმონ, ხომ არ ვრცელდება ეს დეზინფორმაცია მათ ქვეყნებშიც და თუ ვრცელდება, მიუთითონ ეს ამ საერთო სისტემაში. დეზინფორმაციის რომელიმე ერთ ქვეყანაში აღმოჩენა, აუცილებლად არ გულისხმობს მისი უარყოფის გამოქვეყნებას ფაქტების გადამოწმების ორგანიზაციის მიერ, რადგან ეს დეზინფორმაცია შესაძლოა, ვირუსულად არ იყოს გავრცელებული.

წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist