ფოტომანიპულაცია, თითქოს ბერლინში სტალინის ძეგლი დგას

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

133
VIEWS

29 იანვარს ფეისბუქ ანგარიშმა Levan Tavdishvili გაავრცელა ფოტოკოლაჟი, რომლითაც ბერლინსა და გორში მდგარი სტალინის ძეგლები ერთამენთს შეადარა. გორში გადაღებულ ფოტოზე მონუმენტი დემონტაჟის შემდგომ, წაქცეული ჩანს, ხოლო ბერლინში გადაღებულ შავ-თეთრ ფოტოზე სტალინის ძეგლი კვლავ აღმართულია. პოსტის ავტორი მიუთითებს, რომ თავიანთ საქციელზე ყველამ პასუხი უნდა აგოს.

stalini1 ფოტომანიპულაცია, თითქოს ბერლინში სტალინის ძეგლი დგას

პოსტი ფოტომანიპულაციას შეიცავს. ერთმანეთს შედარებულია სხვადასხვა საუკუნეში გადაღებული ორი ფოტო, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს ბერლინის ფოტო დღევანდელობას ასახავს. სტალინის ძეგლი მე-20 საუკუნეში რამდენიმე წლით მართლაც იდგა ბერლინში, თუმცა მისი დემონტაჟი 1961 წელს განხორციელდა. 

1949 წელს გერმანიის სოციალისტური პარტიის პოლიტბიურომ, სტალინის დაბადებიდან 70 წლისთავზე, ბერლინის ერთ-ერთ ქუჩას სტალინალე (გერ.: Stalinallee) უწოდა. 1951 წლის 3 აგვისტოს სწორედ ამ ქუჩაზე აღიმართა სტალინის თითქმის 5-მეტრიანი ბრინჯაოს ქანდაკებაც. სტალინის სიკვდილიდან მალევე, გერმანიაში მისი კულტის დავიწყება დაიწყო, მონუმენტის დემონტაჟი 1961 წლის 13-14 ნოემბრის ღამეს განხორციელდა, მეორე დღეს კი სტალინალეს კარლ-მარქსის ხეივანი (გერ.: Karl-Marx-Allee) უწოდეს.

ბერლინში სტალინის ძეგლის გეოლოკაციის განსაზღვრის შემდგომ, კარლ-მარქსის ხეივნის გადამოწმებით დადგინდა, რომ იქ მართლაც აღარ არის სტალინის ძეგლი. 1951-1961 წლებში ის სტალინალეზე აშენებული ერთ-ერთი პირველი შენობის, ,,მშრომელთა სასახლის” (გერ.: Arbeiterpaläste) წინ იდგა.

stalini2 ფოტომანიპულაცია, თითქოს ბერლინში სტალინის ძეგლი დგას
წყარო: ბუნდესტაგის არქივი
stalini3 ფოტომანიპულაცია, თითქოს ბერლინში სტალინის ძეგლი დგას
კარლ-მაქსის ხეივანი, 2022 წ. ფოტო: Google Maps

2018 წელს ნახევარი საათით სტალინის ქანდაკება კვლავ დააბრუნეს ბერლინში.  კარლ-მარქსის ხეივანში ის ამჯერად კამპანიის ,,წითელი ღმერთი – სტალინი და გერმანელები” ფარგლებში დაბრუნდა. კარლ-მარქსის ხეივანში სტალინის ძეგლი ზურგზე დაწოლილი დატოვეს. კამპანიის ორგანიზატორების მიზანი სტალინის გმირად წარმოჩენა არ იყო და მათ თქვეს: ,,ვფიქრობთ, ეს სწორი გზაა მასობრივ მკვლელთან გასამკლავებლად”. 

stalini4 ფოტომანიპულაცია, თითქოს ბერლინში სტალინის ძეგლი დგას
წყარო: Getty Images

გავრცელებულ ფოტოკოლაჟზე მეორე ფოტო გორში სტალინის ძეგლს ასახავს, რომელიც ქალაქის ცენტრალურ მოედანზე 1952 წელს აღიმართა, ხოლო 2010 წელს მისი დემონტაჟი განხორციელდა. 

არაერთხელ გავრცელებულა საბჭოთა დიქტატორის ძეგლების სხვადასხვა ქალაქში დადგმასთან დაკავშირებით დეზინფორმაციული ცნობები, რაც ,,მითების დეტექტორმა” წარსულშიც გადაამოწმა. მასალები ვრცლად:

წყაროს შესახებ

ფეისბუქ-მომხმარებელი Levan Tavdishvili სისტემატურად აქვეყნებს ანტიდასავლური და ანტიუკრაინული შინაარსის პოსტებსა და შეთქმულების თეორიებს. “მითების დეტექტორს” მის მიერ გამოქვეყნებული ყალბი ინფორმაცია წარსულში არაერთხელ გადაუმოწმებია.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: ისტორია
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: გერმანია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist