დეზინფორმაცია, თითქოს უკრაინამ სკოლებში ლგბტ საკითხების სწავლების დანერგვაზე მემორანდუმს მოაწერა ხელი

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

286
VIEWS

12 ივნისს ტელეკომპანია სეზონი TV-ის გადაცემაში “დღის შეჯამება ნიკოლოზ მჟავანაძესთან” გაუშვეს სიუჟეტი, რომელიც ამტკიცებს რომ 13 აპრილს უკრაინის მთავრობამ ამერიკულ არასამთავრობო ფონდთან “The Arcus Foundation” თანამშრომლობით ხელი მოაწერა მემორანდუმს სკოლამდელი, სასკოლო და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სასწავლო პროცესში ლგბტ სწავლების მეთოდების დანერგვის შესახებ. სიუჟეტში ნაჩვენებია დოკუმენტიც, რომელიც, სიუჟეტის მიხედვით, მხარეებს შორის გაფორმდა. როგორც სიუჟეტშია ნახსენები, ფონდი არკუსი მზად არის, მოამზადოს განათლების რეგიონული კოორდინატორები და ტრენერები მასწავლებლებისთვის, რომლებიც ასწავლიან პირველკლასელებს, ხოლო განათლების სამინისტრო იღებს ვალდებულებას, ხელი შეუწყოს ამ თანამშრომლების მუშაობას უკრაინის ტერიტორიაზე.

Screenshot 9 5 დეზინფორმაცია, თითქოს უკრაინამ სკოლებში ლგბტ საკითხების სწავლების დანერგვაზე მემორანდუმს მოაწერა ხელი Screenshot 10 5 დეზინფორმაცია, თითქოს უკრაინამ სკოლებში ლგბტ საკითხების სწავლების დანერგვაზე მემორანდუმს მოაწერა ხელი

იგივე ინფორმაცია ქართულ (1) და რუსულენოვან (1234567) პროპაგანდისტულ მედიებსა და ტელეგრამ არხზე (1) ადრეც გავრცელდა. აღნიშნული მედიები პირველწყაროდ ტელეგრამ არხ Mediakiller-ს ასახელებლდნენ, რომელსაც თავის მხრივ სავარაუდო დოკუმენტის გვერდები აქვს გამოქვეყნებული, თუმცა წყაროს არ უთითებს.

Screenshot 12 2 დეზინფორმაცია, თითქოს უკრაინამ სკოლებში ლგბტ საკითხების სწავლების დანერგვაზე მემორანდუმს მოაწერა ხელი

ინფორმაცია, თითქოს უკრაინის განათლების სამინისტრომ ფონდთან “The Arcus Foundation” თანამშრომლობით ხელი მოაწერა მემორანდუმს სკოლამდელი, სასკოლო და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სასწავლო პროცესში “გენდერულად მგრძნობიარე სწავლების მეთოდების დანერგვის შესახებ” ყალბია. უკრაინის განათლების სამინისტრომ ოფიციალური განცხადება გაავრცელა და მსგავსი მემორანდუმის გაფორმების შესახებ ცნობები უარყო. ასევე, მემორანდუმის ტექსტის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ რუსულ დეზინფორმაციულ და პროპაგანდისტულ წყაროებში იძებნება.

30 მაისს რუსულ მედიებში გავრცელებულ ცნობებს უკრაინის განათლების სამინისტროსა და ფონდ “The Arcus Foundation-ს” შორის გაფორმებული მემორანდუმის შესახებ თავად უკრაინის განათლების სამინისტრო ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გამოეხმაურა და მემორანდუმის არსებობა უარყო. განცხადებაში აღნიშნულია, რომ უკრაინის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დოკუმენტაციის, კონტროლისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს მსგავსი მემორანდუმი არ გაუფორმებია.

Screenshot 13 2 დეზინფორმაცია, თითქოს უკრაინამ სკოლებში ლგბტ საკითხების სწავლების დანერგვაზე მემორანდუმს მოაწერა ხელი

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ მემორანდუმის შესახებ ცნობები მხოლოდ რუსულ პროპაგანდისტულ მედიებში გვხვდება და მსგავსი ინფორმაცია არცერთ სანდო წყაროს არ გამოუქვეყნებია.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, უკრაინა
წყარო

წყარო

მჯ
მჟავანაძე ნიკოლოზ

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist