25 ივნისს ანონიმურმა ფეისბუკ-ანგარიშმა “ეროვნული სულისკვეთება” გაავრცელა ინფორმაცია, რომ გუგლმა რუკიდან პალესტინა ამოშალა.
ინფორმაცია, თითქოს გუგლმა რუკიდან პალესტინა ამოშალა სიმართლეს არ შეესაბამება. პალესტინა არასდროს ყოფილა Google maps-ის საძიებო სისტემაში მონიშნული, როგორც ქვეყანა. გუგლის რუკაზე ღაზა და დასავლეთ სანაპირო ეტიკეტებითა და წყვეტილი ნაცრისფერი საზღვრებით/ზოლებით არის გამოსახული.
ინფორმაცია, თითქოს გუგლმა რუკიდან პალესტინა ამოშალა, წლებია ვრცელდება. ამ თემაზე სტატია ბრიტანულმა გამოცემა – The Guardian-მა ჯერ კიდევ 2016 წელს გამოაქვეყნა. ინფორმაცია 2024 წელს ასევე გადაამოწმა ამერიკულმა ფატების გადამოწმების პლატფორმა Snopes-მა.
The Guardian განმარტავს, რომ წლებია google-ს ადანაშაულებენ პალესტინის google-ის რუკიდან წაშლაში, მაგრამ ის, როგორც ქვეყანა არც არასდროს ყოფილა მონიშნული/დატანილი რუკაზე, რადგან მიუხედავად იმისა, რომ გაეროს 136 წევრი ქვეყანა პალესტინას დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებს, აშშ და დასავლეთის დიდი ნაწილი არ იზიარებენ ამ პოზიციას.
აქედან გამომდინარე, Google -ში ტერიტორიები – ღაზა და დასავლეთ სანაპირო დატანილია სხვა სადავო ტერიტორიების მსაგავსად: გამოსახულია ეტიკეტებითა და წყვეტილი ნაცრისფერი საზღვრებით/ზოლებით.
წყაროს შესახებ:
ფეისბუქ-ანგარიში “ეროვნული სულისკვეთება” დეზინფორმაციას ხშირად ავრცელებს და მითების დეტექტორს არაერთხელ გამოუვლენია.
თამარ ხუციშვილი
მითების დეტექტორის ლაბორტორია
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.