ინფორმაციას ოლენა ზელენსკას მიერ Bugatti Tourbillon-ის შეძენაზე ახლადშექმნილი ანტიუკრაინული საიტი ავრცელებს

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

17.1k
VIEWS

განახლება: 4 ივლისს სტატიას დაემატა ინფორმაცია Bugatti Paris -ის წარმომადგენლისგან, რომელმაც დაადასტურა, რომ ოლენა ზელენსკას ავტომობილი არ შეუძენია და მათი მომხმარებელი არ არის. დამატებითი ინფორმაციის გათვალისწინებით, “მითების დეტექტორმა” ვერდიქტი “მტკიცებულების გარეშე” შეცვალა ვერდიქტად “დეზინფორმაცია”.

რუსულ (eadaily.com, aif.ru, mk.ru, m24.ru)  და ბელარუსულ მედიაში, ასევე ქართულ სახელისუფლებო გამოცემებში (resonancedaily, ongo.ge) და სატელევიზიო არხ ალტ ინფოს ფეისბუქ გვერდზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის პირველმა ლედიმ ოლენა ზელენსკამ უახლესი Bugatti Tourbillon 4,5 მილიონ ევროდ შეიძინა.

იგივე ინფორმაცია გაავრცელეს ქართულ (1,2,3) და რუსულენოვან (1, 2) ფეისბუკ გვერდებმა და პროფილებმა. პოსტები ფრანგულენოვან გამოცემას veritecachee.fr-ს ეყრდნობიან.

inphormatsias olena zelenskas mier Bugatti Tourbillon is shedzenaze akhladsheqmnili antiukrainuli saiti avrtselebs ინფორმაციას ოლენა ზელენსკას მიერ Bugatti Tourbillon-ის შეძენაზე ახლადშექმნილი ანტიუკრაინული საიტი ავრცელებს

იდენტური ინფორმაცია ტელეკომპანია “იმედმაც” გაავრცელა, თუმცა მოგვიანებით წაშალა როგორც ფეისბუკიდან, ისე საიტიდანაც.

inphormatsias olena zelenskas mier Bugatti Tourbillon is shedzenaze akhladsheqmnili antiukrainuli saiti avrtselebs1 ინფორმაციას ოლენა ზელენსკას მიერ Bugatti Tourbillon-ის შეძენაზე ახლადშექმნილი ანტიუკრაინული საიტი ავრცელებს

Veritecachee.fr-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიას თან ერთვის ინვოისი, რომელიც მათი თქმით, ამ ფაქტს ადასტურებს. სტატიაში ასევე ჩასმულია ვიდეო, რომელშიც მოსაუბრე ადამიანი პარიზში მდებარე Bugatti-ის ავტოსალონის თანამშრომლად არის წარმოჩენილი და ამ ინფორმაციას ადასტურებს. აღნიშნული ვიდეო სოციალურ ქსელ Threads-ზეც გავრცელდა (1, 2).

 

inphormatsias olena zelenskas mier Bugatti Tourbillon is shedzenaze akhladsheqmnili antiukrainuli saiti avrtselebs24 ინფორმაციას ოლენა ზელენსკას მიერ Bugatti Tourbillon-ის შეძენაზე ახლადშექმნილი ანტიუკრაინული საიტი ავრცელებს

ინფორმაცია, თითქოს ოლენა ზელენსკამ უახლესი Bugatti Turbillon შეიძინა, მტკიცებულებების გარეშეა და 22 ივნისს დარეგისტრირებული საიტი ავრცელებს, რომლის მიერ გამოქვეყნებული სხვა მასალები ანტიუკრაინული შინაარსისაა.

ვებსაიტი veritecachee.fr, რომელიც ოლენა ზელენსკაზე გავრცელებული ინფორმაციის პირველწყაროა, 22 ივნისს არის დარეგისტრირებული.  საიტზე გამოქვეყნებული სტატიები ძირითადად ანტიუკრაინული შინაარსისაა. 

inphormatsias olena zelenskas mier Bugatti Tourbillon is shedzenaze akhladsheqmnili antiukrainuli saiti avrtselebs3 ინფორმაციას ოლენა ზელენსკას მიერ Bugatti Tourbillon-ის შეძენაზე ახლადშექმნილი ანტიუკრაინული საიტი ავრცელებს

აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში არაერთი ახალი ვებსაიტი შეიქმნა, რომელიც უკრაინელი პოლიტიკოსებისა და მათი ოჯახის წევრების მადისკრედიტირებელ მასალებს ავრცელებს. აღნიშნული გვერდიც, დიდი ალბათობით, ამ მიზანს ემსახურება. მსგავსი შინაარსის მასალები გავრცელდა The London Crier და  The Austin Crier-ში. ამ საიტებმა დეზინფორმაცია ოლენა ზელენსკასა და ვოლოდიმირ ზელენსკიზე გაავრცელეს. ორივე საიტი დეზინფორმაციის გავრცელებამდე რამდენიმე დღით ადრე შეიქმნა. ვრცლად, იხილეთ “მითების დეტექტორის” სტატიებში:

გარდა ამისა, ინსტაგრამ-ანგარიშს jacques_bertin_ls, რომელიც პარიზის, Bugatti Turbillon ავტოსალონის თანამშრომლად არის წარმოჩენილი, ინსტაგრამზე სულ 4 პოსტი აქვს გამოქვეყნებული. მის შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ იძებნება.

inphormatsias olena zelenskas mier Bugatti Tourbillon is shedzenaze akhladsheqmnili antiukrainuli saiti avrtselebs4 ინფორმაციას ოლენა ზელენსკას მიერ Bugatti Tourbillon-ის შეძენაზე ახლადშექმნილი ანტიუკრაინული საიტი ავრცელებს

“მითების დეტექტორი” Bugatti Paris -ს დაუკავშირდა. კომპანიის წარმომადგენელმა ნიკოლ ოგერმა დაადასტურა, რომ ოლენა ზელენსკას უახლესი ავტომობილი არ შეუძენია და მათი მომხმარებელი არ არის.

რაც შეეხება ინვოისს, რომელსაც მტკიცებულებად იყენებენ, აღსანიშნავია, რომ დოკუმენტის ფორმატი საეჭვოა, მაგალითად, მასში არ არის მითითებული ვალუტა, კომპანიის მისამართი კი, როგორც დოკუმენტის თავში, ასევე ბოლოში, შეცდომით არის დატანილი და ერთი ასო აკლია – Neuilly-sur-Seine-ს ნაცვლად Neuily-sur-Seine.

inphormatsias olena zelenskas mier Bugatti Tourbillon is shedzenaze akhladsheqmnili antiukrainuli saiti avrtselebs23 ინფორმაციას ოლენა ზელენსკას მიერ Bugatti Tourbillon-ის შეძენაზე ახლადშექმნილი ანტიუკრაინული საიტი ავრცელებს

ინფორმაციას უკრაინის დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრიც გამოეხმაურა და დაწერა, რომ გავრცელებული ცნობები ოლენა ზელენსკაზე სიმართლეს არ შეესაბამება. ცენტრი ასევე აღნიშნავს, რომ ვიდეო ხელოვნური ინტელექტით  გენერირების ნიშნებს შეიცავს . 

ინფორმაციას იმის შესახებ თუ როგორ მუშაობენ მსგავსი ახლადშექმნილი გვერდები დეზინფორმაციის გასავრცელებლად, გაეცანით “მითების დეტექტორის”, Maldita.es -ის, StopFake-ის, Delfi -ის,  Chequeado-ს La Silla Vacía-ს, Animal Político -სა და EsPaja -ს საერთო პროექტის კვლევაში:

არქივის ბმულები: 1, 2, 3, 4, 5, 6


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist