“ფორმულას” ჟურნალისტის სახელით გაყალბებული ციტატა ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

211
VIEWS

12-14 აპრილს ფეისბუკზე (12 ) “ფორმულას” ჟურნალისტის თიკო ერაძის სახელით ციტატა გავრცელდა, რომელშიც ის “ფორმულას” დამფუძნებელ დავით კეზერაშვილზე საუბრობს და ამბობს, რომ კეზერაშვილი მხოლოდ პრორუს ევროპელ პენსიონერებს ძარცვავდა, რათა შემდეგ საქართველოს ევროპული მომავალი დაეფინანსებინა. 

Screenshot 18 5 "ფორმულას" ჟურნალისტის სახელით გაყალბებული ციტატა ვრცელდებაScreenshot 19 6 "ფორმულას" ჟურნალისტის სახელით გაყალბებული ციტატა ვრცელდება

თიკო ერაძის სახელით დავით კეზერაშვილზე გავრცელებული განცხადება ყალბია. მედიასაშუალებებსა და სხვა ღია წყაროებში მსგავსი შინაარსის ციტატა არ იძებნება.  ციტატის ნამდვილობა ერაძემ “მითების დეტექტორთან” კომენტარშიც უარყო.

პოსტების კომენტარები ცხადყოფს, რომ მომხმარებელთა უმრავლესობა აღნიშულ ციტატას რეალურად აღიქვამს, თუმცა თიკო ერაძეს მსგავსი შინაარსის განცხადება არ გაუკეთებია. ციტატა ღია წყაროებსა და მედიასაშუალებებში არ იძებნება, გარდა ამისა, “მითების დეტექტორი” ციტატის ავთენტურობის გადასამოწმებლად თიკო ერაძეს დაუკავშირდა, მან აღნიშნა, რომ ციტატა ყალბია და მსგავსი რამ არასდროს, არსად უთქვამს. 

12 თებერვალს BBC-ის მიერ გამოქვეყნებული საგამოძიებო სტატიის და დოკუმენტური ფილმის მიხედვით, დავით კეზერაშვილი ე.წ. ქოლცენტრების ფინანსური თაღლითობის ქსელთან არის დაკავშირებული. თავად კეზერაშვილი თაღლითურ ქოლცენტრებთან რაიმე კავშირს უარყოფს და აპირებს სამართლებრივი ბერკეტების გამოყენებას  BBC-ის მასალაში არსებული ფაქტების უზუსტობა დაადასტუროს.

“მითების დეტექტორს” სხვადასხვა ჟურნალისტის დისკრედიტაციის მიზნით გავრცელებული არაერთი გაყალბებული განცხადება და ვიზუალური მანიპულაცია გამოუვლენია. ვრცლად იხილეთ ჩვენს მასალებში:

წყაროების შესახებ:

ჟურნალისტების მარგალიტები “ქართული ოცნების” მხარდამჭერი ანონიმური ანგარიშია და კრიტიკული მედიის მადისკრედიტირებელ პოსტებს ხშირად აქვეყნებს. ეს ანგარიში ერთ-ერთია მათგან, რომელიც ბერას მხარდამჭერ და ჟურნალისტების მადისკრედიტირებელ კამპანიაში მონაწილეობდა. ვრცლად, იხილეთ “მითების დეტექტორის” ანგარიშებში:

ფეისბუკ-ანგარიშის მალხაზ ხაბაზის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია კი “მითების დეტექტორს” წარსულშიც არაერთელ გამოუვლენია.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: მედია, პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: გაყალბებული ციტატა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist