სთხოვს თუ არა სანაია გაეროს იტალიელებისგან მის დაცვას?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

145
VIEWS

7-8 სექტემბერს ფეისბუქ-პროფილებმა რამაზ ქათამაძე, ტიგრანაანთ მიშას გოგო, რუ სა და თათა ნიკოლოზ ჟურნალისტ ვახო სანაიას ფოტო გამოაქვეყნეს, რომელსაც საინფორმაციო სააგენტო “ინტერპრესნიუსის” ლოგო აქვს. ფოტოს მიხედვით, ვახო სანაიამ თქვა, რომ მისი, როგორც თავისუფალი მედიის ჟურნალისტის მიმართ იტალიელების მხრიდან ტერაქტი განხორციელდა და დაცვას გაეროს სთხოვს.

Screenshot 1 5 სთხოვს თუ არა სანაია გაეროს იტალიელებისგან მის დაცვას? Screenshot 2 5 სთხოვს თუ არა სანაია გაეროს იტალიელებისგან მის დაცვას?

გავრცელებული ციტატა ყალბია. სანაიას მსგავსი შინაარსის ციტატა ინტერპრესნიუსს არ გამოუქვეყნებია, ის არც ღია წყაროებით იძებნება. ციტატის ნამდვილობა “მითების დეტექტორთან” თვითონ სანაიამაც უარყო.

ციტატა, რომლის მიხედვითაც სანაია გაეროსგან დახმარებას და იტალიელებისგან მის დაცვას ითხოვს, ყალბია.  ამ შინაარსის ციტატა არც სანაიას მიერ ფეისბუქზე საჯაროდ გამოქვეყნებულ პოსტებში და არც სხვა ღია წყაროებში და იძებნება. ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, “მითების დეტექტორი” ვახო სანაიას დაუკავშირდა, მან მისი სახელით გავრცელებული ციტატის ავთენტურობა უარყო.

ფოტოს ინტერპრესნიუსის ლოგო ახლავს, თუმცა სანაიას ეს ციტატა ინტერპრესნიუსის ვებ-გვერდზე არ გამოქვეყნებულა. ერთადერთი მასალა, რომელშიც სანაიას ეს ფოტოა გამოყენებული 16 ივლისით თარიღდება და მასში სანაია მოქალაქეებს პარლამენტის წინ მედიის ორგანიზებით დაგეგმილ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს.

Screenshot 3 6 სთხოვს თუ არა სანაია გაეროს იტალიელებისგან მის დაცვას?

სავარაუდოდ, ყალბი ციტატის გავრცელება სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოს მოჰყვა, რომელშიც ნაპოლისა და ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიას იტალიელი ფანები ვახო სანაიას ქართულ ენაზე შეურაცხყოფას აყენებენ. მანამდე ვახო სანაიამ რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით მკაფიო პოზიციის არგამოხატვის მიზეზით ხვიჩა კვარაცხელია არაერთხელ გააკრიტიკა.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: მედია
დარღვევის ტიპი: გაყალბებული ციტატა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist