მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ კომუნიკაციების დეპარტამენტმა ფეისბუკ გვერდი “სინამდვილეში” 2021 წლის 9 ივნისს შექმნა. როგორც გვერდზეა მითითებული, პლათფორმა “ქართული ოცნების” წინააღმდეგ ყალბი ინფორმაციის გავრცელების მხილებას ისახავს მიზნად და მისი სლოგანია “ენდე ფაქტებს და არა აღქმებს”. 15 იანვრის მონაცემებით, გვერდს 5 ადმინისტრატორი მართავს და 6 700 გამომწერი ჰყავს. შექმნის დღიდან, 15 იანვრის ჩათვლით, ფეისბუკ გვერდმა 35 ვიდეო და 225-მდე ქარდი გაავრცელა.
“მითების დეტექტორმა” მონიტორინგის შედეგად ფეისბუკ გვერდის “სინამდვილეში” შესახებ შემდეგი ტენდენციები გამოავლინა:
მთავარი მიგნებები
- მმართველი პარტიის გვერდი ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ოპონენტების განცხადებების ან ქმედებების სექსიზმად, სიძულვილის ენად ან ანტიდემოკრატიულ და დისკრედიტაციის კამპანიად შეფასებით იმ ცნებების დევალვაციას ახდენს, რომლებზეც აპელირებს.
- “სინამდვილეში” ხშირად რელიგიური და ეთნიკური თემებით მანიპულირებს;
- “სინამდვილეშის” ფეისბუკ პოსტებს სამთავრობო სარედაქციო პოლიტიკის მედია აქტიურად აშუქებს;
- “სინამდვილეშის” მიერ გავრცელებული პოსტები ორ ფეისბუკ-გვერდზე და 14 ფეისბუკ-ჯგუფში ვრცელდება, რომელთაგანაც 7 უშუალოდ ქართულ ოცნებასთან არის დაკავშირებული; ჯგუფებში პოსტების გაზიარებას ყველაზე ხშირად სახელისუფლებო ექსპერტი გია აბაშიძე ახდენს;
- “მითების დეტექტორის“ მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ “სინამდვილეშის” გამოქვეყნებულ პოსტებს რეგიონებსა და თბილისში საჯარო უწყებებში დასაქმებული პირები, რომლებსაც კანონმდებლობით პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვის ვალდებულება აქვთ, რეგულარულად ავრცელებენ;
- ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებებში, საკრებულოებში, მუნიციპალიტეტებში, გამგეობასა და მერიებში დასაქმებული საჯარო მოხელეები პოსტებს სამუშაო საათებშიც ავრცელებენ;
- აღსანიშნავია, რომ ეს პირები “სინამდვილეშის” გარდა “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული სხვა გვერდების, პრო-სახელისუფლებო მედიების (იმედი, PosTv) პრო-სახელისუფლებო ექსპერტებისა და ოპონენტების მადისკრედიტირებელი ფეისბუკ-გვერდების (არქივი, მიხეილ უკრაინოლოგი, ტერენტი გლდანელი) პოსტებსაც აზიარებენ;
- „ქართული ოცნების“ კომუნიკაციების დეპარტამენტის ფეისბუკ გვერდის პოსტებს როგორც თბილისიდან, ასევე რეგიონიდან პოლიტიკური თანამდებობის პირებიც ავრცელებენ. ამასთანავე ისინი “სინამდვილეშის” პოსტების გავრცელების გარდა, ანტიდასავლური შინაარსის და სიძულვილის ენის შემცველ პოსტებსაც აზიარებენ და ჰომოფობიური ლექსიკით მოიხსენიებენ მთავრობის მიმართ კრიტიკულად განწყობილ პირებს;
- “სინამდვილეშის” პოსტებს საჯარო მოხელეები და პოლიტიკური თანამდებობის პირები კოორდინირებულად ავრცელებენ. ეს ფაქტი განსაკუთრებით შესამჩნევია მაშინ, თუ პოსტს ფეისბუკ-გვერდი სამუშაო საათების დასრულების შემდეგ აქვეყნებს;
- საჯარო სამსახურებში დასაქმებული პირების გარდა “სინამდვილეშის” პოსტებს “ქართული ოცნების” პარტიული აქტივიც ავრცელებს. ეს ანგარიშები, ამასთანავე, მთავრობის წევრების და “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული სხვა გვერდების, პრო-სახელისუფლებო ექსპერტებისა და მედიების, ანტიოპოზიციური გვერდების პოსტებსაც აზიარებენ;
- მმართველი პარტიის ფეისბუკ გვერდი “სინამდვილეშის” პოსტების გავრცელებაში ჩართული არიან ყალბი ანგარიშებიც, რომლებიც მითების დეტექტორმა მონიტორინგის პროცესში გამოავლინა;
- 2021 წლის ივნისიდან 2023 წლის 15 იანვრის ჩათვლით პერიოდში ფეისბუკ-გვერდმა ფაქტობრივად ყველა – 224 პოსტი დაასპონსორა. თითოეული პოსტის დაფინანსებაში $100-ზე ნაკლები თანხა არის დახარჯული, თანხის გადამხდელად კი “ქართული ოცნება” (Georgian Dream) არის მითითებული;
- ყველაზე მეტი პოსტი გვერდმა 2022 წლის მაისში (29) და დეკემბერში (33) დააფინანსა.
შეფასების მეთოდოლოგია და ცალკეული მაგალითები. “სინამდვილეში” ფაქტების ანალიტიკოსი ორგანიზაციების ანალოგიით მასალებს სხვადასხვა ვერდიქტს ანიჭებს. ინფორმაციის სიზუსტის გარდა (დეზინფორმაცია, სიცრუე, ტყუილი), ფეისბუკ-გვერდი ისეთ შეფასებებს იყენებს, როგორიცაა: ყალბი ნარატივი, ანტიქართული პროპაგანდა, რელიგიური პროპაგანდა, ანტიდემოკრატიული კამპანია, ზიზღის კამპანია, ქსენოფობია, ძალადობრივი რიტორიკა, ძალადობისკენ მოწოდება, დისკრედიტაციის კამპანია და ა.შ.
გვერდი ძირითადად ქარდებს ავრცელებს, სადაც ამა თუ იმ წყაროს ფოტოზე ვერდიქტის ნიშანია დასმული, ხოლო ქარდის თანმხლებ ტექსტში სადავო განცხადების მხილება ხდება, თუმცა ვერდიქტის მინიჭება მტკიცებულებებს ნაკლებად ეფუძნება. უფრო მეტიც, მმართველი პარტიის გვერდი ხშირად რელიგიური და ეთნიკური თემებით მანიპულირებას ცდილობს, როდესაც ხელისუფლების ოპონენტებსა და სხვადასხვა დემოკრატიული ინსტიტუტების წარმომადგენლებს “ანტიქართულის” და “რელიგიური პროპაგანდისტის” იარლიყს მხოლოდ ხელისუფლებისადმი კრიტიკული პოზიციის გამო აკრავს. მმართველი პარტიის გვერდი ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ოპონენტების განცხადებების ან ქმედებების სექსიზმად, სიძულვილის ენად ან ანტიდემოკრატიულ და დისკრედიტაციის კამპანიად შეფასებით იმ ცნებების დევალვაციას ახდენს, რომლებზეც აპელირებს.
მაგალითად, 2022 წლის 29 ოქტომბერს მმართველი პარტიის ფეისბუქ გვერდმა “ანტიდემოკრატიულ კამპანიად” შეაფასა სამი წამყვანი სადამკვირვებლო ორგანიზაციის – საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, სამართლიანი არჩევნების – შეფასება სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებით. უფრო მეტიც, მათ ქმედებას “მდიდარი ენჯეოების მიერ დემოკრატიული ინსტიტუტების დისკრედიტაცია” უწოდა მაშინ, როცა დემოკრატიულ სისტემაში არასამთავრობო ორგანიზაციის ერთ-ერთი ფუნქცია ხელისუფლების გაწონასწორება და მათი საქმიანობის კრიტიკული შეფასებაა.
არასამთავრობო ორგანიზაციების როლის არასწორი რეპრეზენტაციის გარდა, მმართველი პარტიის ფეისბუქ გვერდი საჯარო პოლიტიკური თანამდებეობის პირების შესახებ საჯარო ინფორმაციის გამოთხოვასაც დისკრედიტაციის კამპანიად აფასებს. 16 დეკემბერს გამოქვეყნებულ პოსტში ტელეკომპანია “მთავარი არხის” პროდიუსერის თეა გილიგაშვილის წერილია გამოქვეყნებული, რომლითაც ის საქართველოს პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის საფუძველზე საჯარო ინფორმაციას სთხოვს იმის შესახებ, თუ ვინ დააფინანსა პარლამენტის წევრების დასწრება იტალიაში ხვიჩა კვარაცხელიას საფეხბურთო მატჩზე. “სინამდვილეში” ამ ქმედებას “დისკრედიტაციული შინაარსის” შეკითხვების გაგზავნად აფასებს და არხს იმ ხარჯებს უხსენებს, რომელთა ხარჯვის მიზნობრიობას სასამართლო პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ საქმეში განიხილავს.
ამასთანავე, ქართული ოცნების პარტიული გვერდი ხშირად რელიგიური თემებით მანიპულირებს. მაგალითად, “საერთაშორისო გამჭვირვალობისა” და “სამართლიან არჩევნების” ქმედებას “სინამდვილეში” “რელიგიურ პროპაგანდად” იმის გამო აფასებს, რომ მათ ორგანიზაციის ვებ-გვერდზე შობა-ახალი წლის მისალოცი 25 დეკემბერს გამოაქვეყნეს და არა 7 იანვარს, როცა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია შობას აღნიშნავს. “სინამდვილეშიმ” არასამთავრობო ორგანიზაციების ამ ქმედებას პროზელიტიზმი და რელიგიური პროპაგანდის ყველაზე შეუფერებელი გამოვლინება უწოდა, რომელიც, გვერდის მტკიცებით, არა მხოლოდ ქრისტიანული მორალისგან, არამედ ქართული კულტურისგანაც შორსაა. ამავე თემაზე ინტერნეტ გამოცემა Civil.ge-ს მიერ მომზადებული პოსტი, სადაც აღნიშნულია, რომ ქართულ ოცნებას 2 არასამთავრობო ორგანიზაციის წინააღმდეგ პოსტი ფეისბუკზე დასპონსორებული ჰქონდა, “სინამდვილეშიმ” ასევე შეაფასა “რელიგიურ პროპაგანდად”.
“სინამდვილეშიმ”, პატრიარქის დაბადების დღესთან დაკავშირებით გამოქვეყნებული სტატიის გამო, სიყალბეზე დაფუძნებული შეთქმულების თეორიების გავრცელებაში “რადიო თავისუფლების” ქართული ბიურო დაადანაშაულა, ხოლო მისი ჟურნალისტი რესპონდენტად თეოლოგ ბექა მინდიაშვილის შერჩევის გამო გააკრიტიკა, რომელიც მათი შეფასებით “ეკლესიის და პატრიარქის მიმართ აგრესიით და ცილისწამებით” გამოირჩევა. ამავე პოსტში ფეისბუკ გვერდმა გაიხსენა “რადიო თავისუფლების” მიერ ერეკლე II-ს შესახებ გამოქვეყნებული ძველი სტატია, რომელიც 2022 წლის ნოემბერში ყოველგვარი დასაბუთების გარეშე მან “ანტიქართულ პროპაგანდად” შეაფასა. რადიო თავისუფლების პუბლიკაცია, სათაურით “ღალატობდა ერეკლეს ცოლი თუ Fake News-ი XIX ს-ში?” რეალურად ერეკლე მეორის დროს ქართველი მეფის წინააღმდეგ გავრცელებულ ყალბ ამბებს შეეხებოდა, თუმცა პარტიული ფეისბუქ გვერდის გარდა, რადიო თავისუფლება მეფის სახელის დისკრედიტაციაში სამთავრობო ექსპერტებმა და სხვა აქტორებმა კოორდინირებულად დაადანაშაულეს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიმართ სამოქალაქო აქტივისტების, ასევე ასევე საქართველოში გერმანიის ელჩის მიმართ მედია მენეჯერების მხრიდან გამოთქმული კრიტიკა “ზიზღის ენად” არის შეფასებული. ანა დოლიძის პოსტი კი, თუ რა ფინანსური რესურსით წავიდნენ ნეაპოლში ფეხბურთის მატჩზე მმართველი პარტიის ლიდერები, სიტყვა “კუდრაჭების” გამოყენების გამო – “სექსიზმად” არის მიჩნეული. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის ნიკა სიმონიშვილის განცხადება კი, რომ რუსეთის მოქალაქეების მიმართ ქსენოფობია ხელისუფლების მხრიდან ხელოვნურ პრობლემად არის დასახელებული – გვერდს “ქსენოფობიის წახალისებად” აქვს შეფასებული.
ქართულ მედიაში New York Times-ის სტატიის გაშუქების გამო, სათაურით “როგორ აღწევს დასავლური საქონელი რუსეთში – სატვირთო მანქანების რიგი საქართველოს გავლით”, “სინამდვილეშიმ” ერთი მხრივ, დეზინფორმაციის გავრცელებაში ნიუ იორკ თაიმსის ჟურნალისტი ივან ნეჩეპურენკო დაადანაშაულა და მის რუსულ წარმომავლობას გაუსვა ხაზი, მეორე მხრივ, ქართული მედია საშუალებები (ტაბულა, მთავარი არხი, ფორმულა, ტვ პირველი) – ინფორმაციის კოორდინირებულ გავრცელებაში. ამასთანავე მმართველი პარტიის ფეისბუქ გვერდმა ცალკე პოსტი საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს დირექტორის მოადგილეს გიორგი ონიანს მხოლოდ იმიტომ მიუძღვნა, რომ ამ უკანასკნელმა ნიუ იორკ თაიმსის სტატია საკუთარ ტვიტერზე გააზიარა და მას “ანტიქართული კამპანიაში” დასდო ბრალი. თავის მხრივ, ქართული ოცნების კომუნიკაციის დეპარტამენტის ფეისბუქ პოსტი სამთავრობო სარედაქციო პოლიტიკის მედიაშიც გაშუქდა (იმედი, Postv, interpressnews.ge). პრო-სახელისუფლებო ექსპერტის, ლევან ნიკოლეიშვილზე დაყრდნობით იდენტური შინაარსის კომენტარი სხვა მედიებმაც (pia.ge, lideri.ge, Postv ) გაავრცელეს.
სამიზნეები. ფეისბუკ გვერდის სამიზნე ყველა ის აქტორია, ვინც ხელისუფლების მიმართ კრიტიკულ შეფასებას გამოთქვამს, იქნება ეს სამოქალაქო აქტივისტი, არასამთავრობო და ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაცია, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ექსპერტი თუ მედია საშუალება. მმართველი პარტიის სამიზნეები ადგილობრივ მედიებთან ერთად “ამერიკის ხმა”, “რადიო თავისუფლების” ქართული ბიურო და მათი ჟურნალისტებიცაა. ბოლო პუბლიკაციის გამო კი “სინამდვილეშის” სამიზნე, როგორც ზემოთ აღინიშნა, “ნიუ იორკ თაიმსის” ჟურნალისტიც აღმოჩნდა.
სამიზნე | სუბიექტები |
მედია | New York Times-ის ჟურნალისტი ივან ნეჩეპურენკო
რადიო თავისუფლება, ამერიკის ხმა, Civil.ge, |
არასამთავრობო ორგანიზაციები | საერთაშორისო გამჭვირვალობა, სამართლიანი არჩევნები, საია, GRASS, მედიის განვითარების ფონდი, ღია საზოგადოების ფონდი, ფლანგვის დეტექტორი, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრი, Democracy Index • დემოკრატიის ინდექსი, კოალიცია მედია ადვოკატირებისთვის, მოძრაობა სირცხვილია, ქალები საერთო მომავლისთვის. |
ოპოზიციონერი პოლიტიკოსები | ნიკა მელია, ხატია დეკანოიძე, ნონა მამულაშვილი – ენმ,
გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი ანა დოლიძე – ხალხისთვის გიგა ბოკერია, გიორგი კანდელაკი – ევროპული საქართველო ზურაბ ჯაფარიძე – გირჩი მეტი თავისუფლება, ელენე ხოშტარია – დროა, და სხვები. |
სახალხო დამცველის ოფისი | ნინო ლომჯარია, ყოფილი სახალხო დამცველი,
გიორგი ბურჯანაძე, სახალხო დამცველის მოადგილე. |
ყოფილი თანამდებობის პირები | გიორგი მარგველაშვილი, პრეზიდენტი
ნონა წოწორია, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ლონდა თოლორაია, ყოფილი სახელმწიფო ინსპექტორი. |
სამოქალაქო აქტივისტები, ექსპერტები და სხვები | გიგა მაქარაშვილი, შოთა დიღმელაშვილი, გიორგი მჟავანაძე, თამარ ჩერგოლეიშვილი, გია ხუხაშვილი, სერგი კაპანაძე, თინა ხიდაშელი და სხვები. |
პოსტების გამავრცელებელი გვერდები და ჯგუფები
“სინამდვილეშის” მიერ გავრცელებული პოსტები ორ ფეისბუკ-გვერდზე (ალტერნატიული თავისუფალი სოცმედია Alternate Free Social Media, Kavkazexress დაიჯესტი) და 14 ფეისბუკ-ჯგუფში ვრცელდება, რომელთაგანაც 7 უშუალოდ ქართულ ოცნებასთან არის დაკავშირებული (მოქალაქე – არასამთავრობო ორგანიზაცია, წინ საქართველო უკეთესი მომავლისკენ!!!, მოქალაქე, ბიძინა ივანიშვილი – დადებითი და უარყოფითი, გამარჯვებული ირაკლი ღარიბაშვილი 41, გამოხატე შენი აზრი, სიმართლის გზა).
ალტერნატიული თავისუფალი სოცმედია Alternate Free Social Media-ის გვერდზე ძირითადად “სინამდვილეშის” პოსტები და “ნაციონალური მოძრაობის” მადისკრედიტირებელი ვიდეოები ამავე სახელწოდების მქონე იუთუბ არხიდან ვრცელდება.
ფეისბუკ გვერდი Kavkazexress დაიჯესტი კი მედიად პოზიციონირებს და მეტი დამაჯერებლობისთვის ვებ-საიტი kavkazexpressmediacompany.com აქვს მითითებული. ვებ-საიტი 2018 წლის იანვარშია შექმნილი, თუმცა მასზე 2023 წლის იანვრის მონაცემებით, არც ერთი მასალა არ იძებნება.
ჯგუფებში პოსტების გაზიარებას ყველაზე ხშირად სახელისუფლებო ექსპერტი გია აბაშიძე ახდენს.
ვინ აზიარებს “სინამდვილეშის” პოსტებს?
მმართველი პარტიის კომუნიკაციის ფეისბუქ გვერდის პოსტებს რეგულარულად აზიარებენ როგორც საჯარო მოხელეები, რომელთაც კანონმდებლობით პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვის ვალდებულება აქვთ, ასევე პოლიტიკური თანამდებობის პირები, პარტიული აქტივისტები და სხვადასხვა საეჭვო ანგარიშები, რომელიც ფარული ან სხვისი იდენტობით მოქმედებენ.
რამდენიმე პოსტის გაზიარების მაგალითები უფრო ვრცლად იხილეთ აქ.
საჯარო მოხელეები
“მითების დეტექტორის“ მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ ფეისბუკ-გვერდის “სინამდვილეში” გავრცელებულ პოსტებს რეგიონებსა და თბილისში საჯარო უწყებებში დასაქმებული პირები, რომლებიც კანონის თანახმად, ნეიტრალურობას უნდა ინარჩუნებდნენ, რეგულარულად ავრცელებენ:
- საჯარო სტრუქტურებში დასაქმებული პირებს “სინამდვილეშის” მინიმუმ 5 და მაქსიმუმ 47 (კარლო კუხიანიძე) პოსტი აქვთ გაზიარებული;
- ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებებში, საკრებულოებში, მუნიციპალიტეტებში, გამგეობასა და მერიებში დასაქმებული პირები პოსტებს სამუშაო საათებშიც ავრცელებენ;
- მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი 16 საჯარო მოხელიდან 10 თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიაში არის დასაქმებული;
- 16 საჯარო მოხელიდან ერთს (Ana Gvelsiani) სამუშაო ადგილად ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია აქვს მითითებული, თუმცა ღია წყაროებში ინფორმაცია ამის შესახებ არ იძებნება;
- 16 საჯარო მოხელიდან ერთის (ივანე მარუაშვილი) შესახებ ინფორმაცია თერჯოლის მუნიციპალიტეტის ვებ-საიტზე ამ დროისთვის ხელმისაწვდომი აღარ არის.
აღსანიშნავია, რომ ეს პირები “სინამდვილეშის” გარდა “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული სხვა გვერდების, პრო-სახელისუფლებო მედიების (იმედი, PosTv) პრო-სახელისუფლებო ექსპერტებისა და ოპონენტების მადისკრედიტირებელი ფეისბუკ-გვერდების (არქივი, მიხეილ უკრაინოლოგი, ტერენტი გლდანელი) პოსტებსაც აზიარებენ.
საჯარო მოხელეები სამუშაო საათებში | საჯარო მოხელეები არასამუშაო საათებში |
1.კარლო კუხიანიძე ქუთაისის ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის უფროსი |
|
2. სოფიო სირბილაძე (თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერია, მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი) |
|
3. ნათია სახეჩიძე თერჯოლის მუნიციპალიტეტის იურიდიული სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი |
|
4. დავით მიქაბერიძე ზესტაფონის მუნიციპალიტეტი, საკრებულოს წევრი | |
5. Giga Kublshvili თერჯოლის მერის წარმომადგენელი | |
6. Nona Chichinadze ადიგენის მუნიციპალიტეტის მერია, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი |
|
7. Laura Gabexadze თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერია |
|
8. არჩილ ქოჩიაშვილი თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერია ზედამხედველობის სამსახურის უფროსი |
|
9. Giorgi Zhuzhunadze ახალციხის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელი | |
10. Tariel Kublasvili თერჯოლის მერის წარმომადგენელი | |
11. Salome Vaneli (ფახურიძე) ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების უფროსის მოადგილე იურიდიულ საკითხებში |
|
12. Kote Dzocenidze თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერია, სპეციალისტი. |
|
13. Muradi Verulashvili თერჯოლის მერის წარმომადგენელი | |
14.Gurami Cirekidze თერჯოლის მერის წარმომადგენელი | |
15. ივანე მარუაშვილი თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის თანაშემწე |
|
16. Ana Gvelesiani ფეისბუკზე მითითებული ინფორმაციის თანახმად, არის ბავშვის უფლებების დაცვის და მხარდაჭერის განყოფილების უფროსი ჭიათურის მინიციპალიტეტის მერიაში. |
პოლიტიკური თანამდებობის პირები
ფეისბუკ გვერდის “სინამდვილეში” პოსტებს როგორც თბილისიდან, ასევე რეგიონიდან პოლიტიკური თანამდებობის პირებიც ავრცელებენ. ამასთანავე ისინი “სინამდვილეშის” პოსტების გაზიარების გარდა, ანტიდასავლური შინაარსის და სიძულვილის ენის შემცველ პოსტებსაც აზიარებენ და ჰომოფობიური ლექსიკით მოიხსენიებენ მთავრობის მიმართ კრიტიკულად განწყობილ პირებს.
1. David Alugishvili დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო, თავმჯდომარის მოადგილე. აზიარებს პოსტს, რომელშიც ნათქვამია, რომ კელი დეგნანი საქართველოს აღიქვამს არა როგორც მეგობარს და მოკავშირეს, არამედ, როგორც აქტივს, რომელსაც საჭიროების დროს “გახარჯავს”. |
|
2. Lasha Gurgenidze თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულო, ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე. “მთავარი არხის” გენერალურ დირექტორს ჰომოფობიური ტერმინით “ქათამი” მოიხსენიებს. |
|
3. ზაზა მღებრიშვილი ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო, კომისიის თავმჯდომარე. მუსიკოს დავით გაბუნიას ჰომოფობიური ტერმინით “ქათამი” მოიხსენიებს. გარდა ამისა მღებრიშვილს გაზიარებული აქვს “მიხეილ უკრაინოლოგის” ვიდეოფაბრიკაცია, გიორგი ვაშაძის შესახებ, რომელიც “მითების დეტექტორმა” ყალბად მონიშნა. | |
4. Merabi Zurabashvili ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო, თავმჯდომარის პირველი მოადგილე. ჰომოფობიური ტერმინით “ქათამი” მოიხსენიებს მუსიკოსს დავით გაბუნიას. |
|
5. Vladimer Kurtanidze ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო, კომისიის თავმჯდომარე. აზიარებს პოსტს, რომელშიც ნათქვამია, რომ კელი დეგნანი საქართველოს აღიქვამს არა როგორც მეგობარსა და მოკავშირეს, არამედ, როგორც აქტივს, რომელსაც საჭიროების დროს “გახარჯავს”. ამის გარდა კურტანიძეს გაზიარებული აქვს ჰომოფობიური შინაარსის პოსტები, სადაც ბიზნესმენი თემურ ჭყონია ლგბტ პროპაგანდის მხარდაჭერაში არის დადანაშაულებული. |
|
6. ლაშა ლანჩავა თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულო, ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ თავმჯდომარე. “მთავარი არხის” გენერალურ დირექტორს ჰომოფობიური ტერმინით “ქათამი” მოიხსენიებს. გვარამიას ვიდეოს ქათმის კრიახის ხმა აქვს დადებული. |
|
7. Irma Zavradashvili პარლამენტის წევრი. აზიარებს პოსტს, რომელშიც ნათქვამია, რომ “ქართული ოცნების” საწინააღმეგოდ გამართულ აციებზე “ცოფიანმა ლგბტ, ბინძური პედარასტები და ნაცი პროვოკატორებები” დგანან, რომლებმაც რუსეთთან დათბობისკენ წასული ურთიერთობა კვლავ ჩიხში შეიყვანეს. |
|
8. მამუკა მოდებაძე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულო, თავმჯდომარის მოადგილე. ჰომოფობიური ტერმინით “ქათამი” მოიხსენიებს მუსიკოს დავით გაბუნიას. სიტყვიერ შურაცხყოფას აყენებს “მთავარი არხის” დირექორის, ნიკა გვარამიას და აზირებს გვარამიას ქათამის ვიზუალს. |
პოსტების კოორდინირებული გავრცელება
აღსანიშნავია, რომ “სინამდვილეშის” პოსტებს საჯარო მოხელეები და პოლიტიკური თანამდებობის პირები კოორდინირებულად ავრცელებენ. ეს ფაქტი განსაკუთრებით შესამჩნევია მაშინ, თუ პოსტს ფეისბუკ-გვერდი სამუშაო საათების დასრულების შემდეგ აქვეყნებს. მაგალითად, 2022 წლის ნოემბერში ერთ-ერთი პოსტი “სინამდვილეშიმ” 20 საათსა და 04 წუთზე გამოაქვეყნა, რაც შემდეგ საჯარო უწყებებში დასაქმებულმა პირებმა მცირე დროის ინტერვალით (20:29-დან 22:10-მდე პერიოდში) გაავრცელეს.
ასევე 9 დეკემბერს გამოქვეყნებული პოსტი საჯარო უწყებებში დასაქმებულმა და პოლიტიკური თანამდებობის პირებმა 23:18-დან 23:54-მდე დროის შუალედში გაავრცელეს.
პარტიული აქტივისტების
საჯარო სამსახურებში დასაქმებული პირების გარდა “სინამდვილეშის” პოსტებს “ქართული ოცნების” პარტიული აქტივიც ავრცელებს. ხელისუფლების საწინააღმდეგოდ გავრცელებული ყალბი ინფორმაციის მხილების გარდა, ეს ანგარიშები მთავრობის წევრების და “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული სხვა გვერდების, პრო-სახელისუფლებო ექსპერტებისა და მედიების, ანტიოპოზიციური გვერდების პოსტებსაც აზიარებენ.
პარტიული აქტივისტები |
1.Beso Gvelesiani |
2. Taki Cici |
3. Tamuna Or |
4. Marina Xmaladze |
5. Bela Margishvili |
6.Aleko Elizbabarshvili |
7.ნანული გვენცაძე |
8. Shmagi Gavasheli |
9. Rusudan Dvali |
10.Beso Dolakidze |
11. Gocha Beridze |
12. Sofo Labadze |
13. ნინო მგალობლიშვილი |
14. Malxaz Giorgadze |
ყალბი ანგარიშები
მითების დეტექტორმა მონიტორინგის პროცესში ყალბი ანგარიშებიც გამოავლინა. მათ შორის ერთ-ერთი ანგარიში Rusudan Rusikoshka ფეისბუკ-ჯგუფს გასამართლდეს ნაციონალური მოძრაობა! პრო-სახელისუფლები ექსპარტ, გია აბაშიძესთან ერთად მართავს.
ყალბი ანგარიშები, საჯარო სამსახურში დასაქმებული პირების მსგავსად, სამთავრობო გვერდების პოსტებს ავრცელებენ. აღსანიშნავია, რომ უმრავლესობა (14-დან 8 ანგარიში) ამავდროულად ნაძალადევის რაიონის გამგეობა-ის პოსტებსაც აზიარებს.
დაფინანსებული “სინამდვილეში”
2021 წლის ივნისიდან 2023 წლის 15 იანვრის ჩათვლით პერიოდში ფეისბუკ-გვერდმა ფაქტობრივად ყველა – 224 პოსტი დაასპონსორა. თითოეული პოსტის დაფინანსებაში $100-ზე ნაკლები თანხა არის დახარჯული, თანხის გადამხდელად კი Georgian Dream არის მითითებული. ყველაზე მეტი პოსტი გვერდმა 2022 წლის მაისში (29) და დეკემბერში (33) დააფინანსა.
2023 წელი
იანვარი
2022 წელი
დეკემბერი
ნოემბერი
ოქტომბერი
სექტემბრი
აგვისტო და ივლისი
ივნისი
მაისი
აპრილი
მარტი და თებერვალი
2021 წელი
ნოემბერი და ოქტომბერი
სექტემბერი
ივნისი, ივლისი და აგვისტო