დეზინფორმაცია, თითქოს გერმანიის მთავრობამ განაცხადა, რომ პანდემია არ ყოფილა

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

პანდემია
214
VIEWS

3-5 აპრილს საქართველოს პარლამენტის ყოფილმა წევრმა და ანალიტიკოსმა დემურ გიორხელიძემ და ფეისბუქის ქართულ (1, 2, 3.) და რუსულენოვანმა მომხმარებლებმა (1, 2, 3.) ფეისბუქზე გამოაქვეყნეს პოსტები, რომელშიც ისინი ამტკიცებენ, რომ გერმანიის მთავრობამ აღიარა რომ პანდემია არ ყოფილა. მტკიცება ეყრდნობა გამოცემა The People’s Voice-ის სტატიას, რომლის ბმულიც პოსტებშია მითითებული. სტატიის გარეკანზე ასევე ჩანს ფოტო, რომელშიც გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი წერს, რომ “კოვიდი იყო ფსიქოლოგიური ოპერაცია mRNA-სთან და ლოქდაუნთან შესაბამისობის შესამოწმებლად. პანდემია არ ყოფილა”.

პანდემია

მტკიცება, თითქოს გერმანიის მთავრობამ აღიარა, რომ პანდემია სინამდვილეში არ არსებობდა, მცდარია. გერმანიის კანცლერის აღიარების პოსტი პანდემიის სიყალბესთან დაკავშირებით, არ იძებნება. ამ ინფორმაციის პირველწყარო კი არის გამოცემა The People’s Voice, რომელიც დეზინფორმაციულ და კონსპირაციულ მასალებს რეგულარულად აქვეყნებს. 

The People’s Voice-ის სტატიაში აღნიშნულია, თითქოს გერმანიაში აღმოაჩინეს, რომ პანდემია არ არსებობდა და ის სხვა მიზნების მისაღწევად გამოიგონეს. ეს ინფორმაცია ეყრდნობა გერმანიაში დაავადებათა კონტროლსა და პრევენციაზე პასუხისმგებელი ფედერალურ სააგენტოს, რობერტ კოხის ინსტიტუტის მიერ გასაჯაროებულ მასალებს. ისინი საჯარო გახდა მას შემდეგ, რაც ონლაინ გამოცემა Multipolar-მა, პანდემიასთან დაკავშირებული დოკუმენტების გასაჯაროების მოთხოვნით, ინსტიტუტს სასამართლოში უჩივლა და მასალები 2024 წლის მარტში გამოაქვეყნა. The People’s Voice-ის მტკიცებით გამოქვეყნებულ მასალებში ნათლად ჩანს, რომ კოვიდის შესახებ გავრცელებული ცნობები მსოფლიო მთავრობების და მეინსტრიმული მედიის გამოგონილი იყო, რეალურად ხალხის ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშ არ მდგარა და არც ლოკდაუნის შემოღება იყო საჭირო. თუმცა, სინამდვილეში ეს მტკიცებები სიმართლეს არ შეესაბამება. ფაქტების გადამმოწმებელმა ესპანურმა ორგანიზაცია Maldita-მ დოკუმენტების შესწავლის შედეგად დაადგინა, რომ მათში არ არის არანაირი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ კოვიდ პანდემია არ არსებობდა. 

ზემოაღნიშნულ დოკუმენტებზე დაყრდნობით მსგავსი შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია სოციალურ ქსელებშიც გავრცელდა (1, 2.). ისინი მანიპულაციურად იყენებდნენ კონკრეტულ პუნქტებს და ამითი ცდილობდნენ დაემტკიცებინათ, თითქოს ლოქდაუნის შემოღება და კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული რისკის შეფასების დონის გაზრდა გარე აქტორების ჩარევის შედეგად მოხდა. თუმცა, თავად რობერტ კოხის ინსტიტუტმა ეს მტკიცებები უარყო და განაცხადა, რომ ამ საქმეში ინსტიტუტის თანამშრომლები მონაწილეობდნენ და პანდემიასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები მრავალი მონაცემის გაანალიზების შემდეგ იქნა მიღებული. 

რობერტ კოხის მიერ გასაჯაროებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით გავრცელებულ მანიპულაციურ მტკიცებებზე დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ “მითების დეტექტორის” სტატია:

The People’s Voice-ის სტატიაში და სიუჟეტის გარეკანზე დატანებულია სქრინშოტი, რომელშიც ჩანს გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის პირად X (ტვიტერ) ანგარიშზე გამოქვეყნებული პოსტი: “კოვიდი იყო ფსიქოლოგიური ოპერაცია mRNA-სთან და ლოქდაუნთან შესაბამისობის შესამოწმებლად. პანდემია არ ყოფილა”.

პანდემია

რეალურად, მსგავსი პოსტი კანცლერის ანგარიშზე არ იძებნება და დიდი ალბათობით, კონსპირაციული გამოცემის მიერ არის გაყალბებული, რაც მათ წარსულშიც არაერთხელ გაუკეთებიათ. მაგალითად, მათ გამოქვეყნებულ მასალებში მინიმუმ ორჯერ გამოიყენეს მსგავსი ტაქტიკა, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის შესახებ გავრცელებული დეზინფორმაციის გასამტკიცებლად.

პანდემია

წყაროების შესახებ:

დემურ გიორხელიძე 1999-2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკიდან „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი”. ბოლო პერიოდში იგი პრორუსული პარტიის “კონსერვატიული მოძრაობის” მიერ დაფუძნებული ტელევიზიის “ალტ-ინფოს” გადაცემების ხშირი სტუმარია. მის  მიერ გავრცელებული მცდარი ინფორმაცია “მითების დეტექტორს” წარსულშიც არაერთხელ გადაუმოწმებია

გამოცემა “The People’s Voice” კონსპირაციული შინაარსის სტატიებს აქვეყნებს და ხშირად სხვადასხვა ყალბ ინფორმაციას ავრცელებს. გამოცემა 2014 წელს შეიქმნა და თავდაპირველად YourNewsWire ერქვა, 2017 წელს რებრენდინგის შედეგად NewsPunch გახდა. NewsPunch-მა არაერთი ყალბი ინფორმაცია გამოაქვეყნა. შემდეგ კი სახელი კვლავ შეიცვალა და The People’s Voice გახდა. Poynter.org–ის მიხედვით ჯერ კიდევ 2018 წელს საიტზე 80-მდე ყალბი სტატია გამოვლინდა. “მითების დეტექტორმა” მათ მიერ გავრცელებული არაერთი დეზინფორმაცია გადაამოწმა.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: გერმანია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist