16 აპრილს ანონიმურმა ანტიოპოზიციურმა ფეისბუქ ანგარიშმა ,,ტერენტი გლდანელი”, ასევე Zaza Partsvania-მა გაავრცელეს ყოფილი შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრის, ბაჩო ახალაიას ფოტო წარწერით: ,,შეუტიეთ! არა რუსულ კანონს.” ფოტოზე ტელეკომპანია ,,მთავარის” ლოგო და ვებგვერდის მისამართია დატანილი. ფეისბუქ პოსტები ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს ახალიას აქციის მონაწილეებს შეტევისკენ მოუწოდებს, რასაც მთავარი არხი აშუქებს.
მთავარი არხის სახელით გავრცელებული პოსტი, თითქოს ბაჩო ახალაიამ მოქალაქეებს შეტევისკენ მოუწოდა და ე.წ. აგენტების კანონი გააპროტესტა, სიმართლეს არ შეესაბამება. მსგავსი პოსტი ,,მთავარ” არხს არ გაუვრცელებია და ის გაყალბებულია. ღია წყაროებში არც ბაჩო ახალაიას მსგავსი განცხადება იძებნება.
ბაჩო ახალაიას ,,აგენტების კანონი” საჯაროდ არ გაუკრიტიკებია და არც შეტევისკენ მოუწოდებია. მსგავს ინფორმაციას სანდო მედიები არ ავრცელებენ, მათ შორის, არც ტელეკომპანია ,,მთავარი”. ტელეკომპანიამ ახალაიაზე ბოლო სიახლე, საპატიმროს დატოვების შესახებ, 2022 წელს გამოაქვეყნა.
გავრცელებული ფოტო ,,მთავარ” არხს არ ეკუთვნის. ის არც ტელეკომპანიის ფეისბუქ გვერდზე იძებნება.
მას შემდეგ, რაც ,,ქართულმა ოცნებამ” ,,აგენტების შესახებ” კანონი ხელახლა დააინიცირა და საქართველოს პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციები იმართება, სოციალურ ქსელში შეცდომაში შემყვანი ცნობები ვრცელდება. მათ ,,მითების დეტექტორი” სისტემატურად ამოწმებს:
- ფეისბუქზე ეკა კვესიტაძის საპროტესტო ბანერის დამუშავებული ფოტო ვრცელდება
- ,,იმედის” დეზინფორმაცია, თითქოს 15 აპრილის აქციას ,,ალტ-ინფო” შეუერთდა
- მანიპულაცია, თითქოს 15 აპრილის აქციაზე LGBTQ+ დროშა გაშალეს
წყაროების შესახებ:
“ტერენტი გლდანელის” ფეისბუქ ანგარიში ამერიკის ელჩის, დასავლეთის და უკრაინის, ოპოზიციის წინააღმდეგ კამპანიებშია ჩართული, ის ხელისუფლების ოპონენტებზე ყალბ ამბებს და ვიდეო ფაბრიკაციას ადრეც ავრცელებდა.
ფეისბუქ მომხმარებელმა Zaza Partsvania წარსულშიც გაავრცელა საეჭვო ინფორმაცია, რაც სამოქალაქო აქტივისტის, გიგა მაქარაშვილის მიერ ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიას მაისურის დაწვას უკავშირდებოდა.
არქივის ბმული
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.