დასპონსორებული პოსტები და სახელისუფლებო აქტორები ევროპარლამენტარების წინააღმდეგ

კითხვის დრო: 8 წუთი

კითხვის დრო: 8 წუთი

591
VIEWS

8 ივნისს ევროპარლამენტმა საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების შესახებ ერთობლივი რეზოლუცია მიიღო, რომელშიც ბოლო წლებში საქართველოში მედიის მდგომარეობისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების მნიშვნელოვანი გაუარესების გამო შეშფოთება გამოხატა. რეზოლუცია ჟურნალისტების მიმართ დაშინების, მუქარისა და ძალადობის და დევნის შემთხვევებს გმობს და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, ძალადობის ნებისმიერი გამოვლინება გამოიძიოს და ძალადობრივი თავდასხმების წაქეზებისა და განხორციელებისთვის პასუხისმგებელი პირები დასაჯოს. გარდა ამისა, რეზოლუციაში შევიდა შესწორება, რომლითაც პარლამენტი ევროპულ საბჭოს და დემოკრატიულ პარტნიორებს მოუწოდებს, ბიძინა ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციების დაწესება განიხილონ. 

რამდენიმე დღით ადრე, 6 ივნისს ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტმა, ანდრიუს კუბილიუსმა და „ევროპის სახალხო პარტიის“ ვიცე-თავმჯდომარემ, რასა იუკნევიჩიენემ ქართველ ხალხს წერილით მიმართეს. წერილში აღნიშნული იყო, რომ იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე შედეგი ნაკლებად ოპტიმისტური იქნება, ქართველი ხალხი და პოლიტიკური ძალები იმედგაცრუებული არ უნდა დარჩენ, რამდენადაც, მრავალი გაფრთხილების მიუხედავად,  მთავრობამ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის წინა პლანზე ყოფნისთვის სათანადო სამუშაოები არ გასწია.

პარალელურად, სოციალურ ქსელში დასავლელი პარტნიორების საწინააღმდეგოდ მიმართული კამპანია გამოიკვეთა, რომელშიც აქტიურად ჩაერთნენ როგორც “ქართული ოცნების” წევრები, ასევე სახელისუფლებო ექსპრტები. გამოვლინდა: 

  • ოპოზიციის მადისკრედიტირებელი და პრო-სახელისუფლებო 12 ფეისბუკ გვერდი, რომელიც ევროპარლამენტარების როლის დაკნინებას და მათ “ნაციონალურ მოძრაობასთან” კავშირზე ხაზგასმას ცდილობდა.  
  • 12 ფეისბუკ გვერდიდან ხუთს (საინფორმაციო ბლოგი, GeoPress, პოლიტიკური სატირა/Political Satire, newsagency.ge, ქართული ოცნება ჩემი არჩევანია) პოსტები დასპონსორებული ჰქონდა. 

“მითების დეტექტორის” მონიტორინგის პროცესში შემდეგი გზავნილები გამოიკვეთა:

  • რეზოლუციაში ვიწრო  პარტიული ინტერესებია გათვალისწინებული, ევროპარლამენტარები “ნაციონალურ მოძრაობას” ლობირებენ;
  • რეზოლუცია პროფესიონალურად არაა შედგენილი და შეურაცხმყოფელია ქართველი ხალხისთვის;
  • ევროპარლამენტარების რეზოლუცია არის შეტევა საქართველოზე და ქვეყნას რეპუტაციულ ზიანს აყენებს.

აქტორები:

ფეისბუკ გვერდები და სახელისუფლებო მედია

ოპოზიციის მადისკრედიტირებელი და სახელისუფლებო ფეისბუკ გვერდები ევროპარლამენტარებს “ნაციონალურ მოძრაობასთან” კავშირსა და მათი იტერესების ლობირებაში სდებდნენ ბრალს. ამასთანავე, როგორც კონკრეტულ ევროპარლამენტარებს, ასევე ევროპასა და ამერიკას საქართველოს გაწირვასა და ოპოზიციასთან ერთად საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობაში ადანაშაულებდნენ. 

  • ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირება: ფეისბუკ ანგარიშმა ტერენტი გლდანელი მიხეილ სააკაშვილის ვიდეო გამოაქვეყნა, პოსტის აღწერაში კი აღნიშნული იყო, რომ ევროპარლამენტი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს იცავს. ფეისბუკ გვერდის სიმართლის დროა მტკიცებით, ევროპარლამენტარები “სადისტ, მაინიაკებს” ევროპული ღირბულებების მატარებლებად მიიჩნევენ, მათი ხელისუფლებაში დაბრუნება და საქართველოს ომში ჩათრევა უნდათ.
    Screenshot 27 1 დასპონსორებული პოსტები და სახელისუფლებო აქტორები ევროპარლამენტარების წინააღმდეგ
  • ინდივიდუალური ევროპარლამენტარების წინააღმდეგ: ფეისბუკ გვერდი სიმართლის დროა წერდა, რომ რუსულთან ერთად ფოტიგა-კუბილიუსების მიერ გავრცელებული დეზინფორმაციებიც  უნდა შეჩერებულიყო.
    Screenshot 28 1 დასპონსორებული პოსტები და სახელისუფლებო აქტორები ევროპარლამენტარების წინააღმდეგ

ფეისბუკ გვერდს მიხეილ უკრაინოლოგი გამოქვეყნებული ჰქონდა  ტელეკომპანია იმედის სიუჟეტი, რომლშიც ნათქვამი იყო, რომ  ევროპარლამენტარი რაფაელ გლუქსმანი “ვოიაჟებს” ბიუჯეტის ხარჯზე აწყობდა და ფეისბუკ გვერდის მტკიცებით, სწორედ ეს გახდა  მთავარი მიზეზი, რის გამოც ის დღემდე “ნაციონალურ მოძრაობას” ლობირებს. იდენტური ინფორმაცია გამოქვეყნებული იყო  ჰქონდა ფეისბუკ გვერდებს სიახლეების ბლოგი • Blog NewsGeoPress, POSTV ანალიტიკა.

Screenshot 29 1 დასპონსორებული პოსტები და სახელისუფლებო აქტორები ევროპარლამენტარების წინააღმდეგ

ფეისბუკ გვერდებმა რეალობა და პოლიტიკური სატირა / Political Satire  “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებაზე დაყრდნობით ტექსტის შემცველი ფოტოები გამოაქვეყნეს, რომელშიც ანდრიუს კუბილიუსი და რასა იუკნევიჩიენე გუბაზ სანიკიძესა და სალომე სამადაშვილს არიან შედარებულები. ასევე, ფეისბუკ გვერდი პოლიტიკური სატირა / Political Satire ევროპარლამენტარებს ქართველი ხალხის სახელით მოუწოდებდა, რომ “თავიანთი საქმისთვისა და ქვეყნებისთვის მიეხედათ.”

Screenshot 30 დასპონსორებული პოსტები და სახელისუფლებო აქტორები ევროპარლამენტარების წინააღმდეგ
დისკრედიტაციის სამიზნე გახდა ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვაც, რომლის სახელით ფეისბუკ გვერდმა Newsagency.ge, რომელიც მედიად პოზიციონირებს, ასევე სახელისუფლებო ექსპერტმა დავით ქართველიშვილმა, გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს მარკეტა გრეგოროვას ევროპარლამენტის რეზოლუციაში მეგის ქარდავას, დავით კეზერაშვილისა და კოხტა კოდუას პოლიტიკურ დევნილებად ჩაწერა სურდა.

Screenshot 31 1 დასპონსორებული პოსტები და სახელისუფლებო აქტორები ევროპარლამენტარების წინააღმდეგ

  • ჩეხი პარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა სახელისფულებო ანგარიშების სამიზნე ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების მოთხოვნის გამო გახდა. მისი დისკრედიტაციის მიზნით გრეგორევას ძველი ვიდეოები გამოქვეყნებული ჰქოდათ ფეისბუკ გვერდებს:  That’s Batumi/ეს ბათუმია/Это Батуми, POSTV – ანალიტიკამმართველი პარტიისა (1, 2) და ალტინფოს (1) ინდივიდუალურ მხარდამჭერებს.
    Screenshot 32 1 დასპონსორებული პოსტები და სახელისუფლებო აქტორები ევროპარლამენტარების წინააღმდეგ
  • რეზოლუციის წინააღმდეგ. ფეისბუკ გვერდმა არ აგარევინებთ, რომელიც 2022 წლის 5 მაისს შეიქმნა, ევროკავშირის მიერ მიღებული რეზოლუციის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილის, ასევე ხელისუფლების მხარდამჭერი რეჟისორის გოგა ხაინდრავას შეფასებები გამოაქვეყნა, რომლებშიც ისინი ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას აკრიტიკებდნენ.  გვერდზე ფრაგმენტი ფილმიდან “ხარება და გოგია”, რომელშიც შემდეგი ფრაზა ისმის “კაცობას თავი დაანებეთ და ბოზობა დაიწყეთო,” სათაურით “ევროპარლამენტის რეზოლუციის მოკლე შინაარსი” გამოქვეყნდა.
    Screenshot 33 დასპონსორებული პოსტები და სახელისუფლებო აქტორები ევროპარლამენტარების წინააღმდეგ
  • ბრალდებები, რომ დასავლეთი საქართველოს ომში ითრევს და საქართველო და ივანიშვილი ამის გამო ისჯება: ფეისბუკ გვერდმა არ აგარევინებთ ასევე გამოაქვეყნა ხელისუფლების მხარდამჭერების – საკრებულოს დამოუკიდებელი წევრის ვატო შაქარაშვილის, და გია გაჩეჩილაძის რამდენიმე კომენტარი, სადაც აქცენტი კეთდებოდა იმაზე, რომ საქართველო მშვიდობის გამო ისჯებოდა და მისი ომში ჩათრევა სურდათ:

ვატო შაქარაშვილი: “დღეს გვითხრეს, რომ მშვიდობა დასჯადია!” 

გია გაჩეჩილაძე: “თუ საქართველოს ომში ჩათრევაზე გადის ევროპაში ინტეგრაცია, არ გვინდა ბატონო…“

Screenshot 34 დასპონსორებული პოსტები და სახელისუფლებო აქტორები ევროპარლამენტარების წინააღმდეგ

  • პროპაგანდისტული გზავნილი, რომ დასავლეთი საქართველოს ომში ითრევს, ტელეკომპანია “იმედის” დაკვეთით კომპანია “გორბის” მიერ ჩატარებულ საზოგადოებრივი აზრის კვლევაშიც იყო ინტეგრირებული, რომელიც 13 ივნისს ტელეკომპანია “იმედის” გადაცემაში “ქრონიკა” გავიდა და სხვა სახელისუფლებო ფეისბუქ ანგარიშებითაც იყო ტირაჟირებული. კვლევაში ერთ-ერთი შეკითხვა მანიპულაციურად იყო ფორმულირებული  (“თუ დასავლეთი მოსთხოვს საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩაბმას, როგორი უნდა იყოს საქართველოს პოზიცია?”) და მცდარი დილემის დასახვით შიშების კულტივირებას ახდენდა.
    Screenshot 35 დასპონსორებული პოსტები და სახელისუფლებო აქტორები ევროპარლამენტარების წინააღმდეგ

დასპონსორებული დისკრედიტაციის კამპანია

ფეისბუკ გვერდის პოლიტიკური სატირა / Political Satire გამოქვეყნებული პოსტები ევროპარლამენტარების შესახებ დასპონსორებული იყო.

Screenshot 36 დასპონსორებული პოსტები და სახელისუფლებო აქტორები ევროპარლამენტარების წინააღმდეგ

პოსტები დასპონსორებული ჰქონდა კიდევ ორ ფეისბუკ გვერდს Geopress-სა და სიახლეების ბლოგ-ს, რომლებიც გვერდის სახელწოდებიდან გამომდინარე, საინფორმაციო სააგენტოების შთაბეჭდილებას ტოვებენ, თუმცა “ჩვენს შესახებ” განყოფილებაში მითითებული ვებ-მისამართები მხოლოდ ფეისბუქის გამჭვირვალობის წესების ფორმალურად დასაკმაყოფილებლად არის შექმნილი. Geopress-ის გვერდზე მხოლოდ 3 ინფორმაციაა განთავსებული და ყველაზე ბოლო, აგვისტოს ამინდია, ხოლო სიახლეების ბლოგის ვები საერთოდ არ ფუნქციონირებს.

Screenshot 37 დასპონსორებული პოსტები და სახელისუფლებო აქტორები ევროპარლამენტარების წინააღმდეგ

Geopress-ს დაფინანსებული აქვს ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის მოსაზრება, რომლის თანახმადაც, ამერიკელებს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა იმდენად უნდათ, რომ ისინი ამისთვის ყველაფერს კადრულობენ. ამავე გვერდს დასპონსორებული აქვს პრო-სახელისუფლებო ექსპერტის გია აბაშიძის კომენტარი, რომელშიც ის ამტკიცებს, რომ ევროპარლამენტარები “ნაციონალური მოძრაობის” “პარტსექტანტურ ლოზუნგებს ტირაჟირებენ”.

Screenshot 38 დასპონსორებული პოსტები და სახელისუფლებო აქტორები ევროპარლამენტარების წინააღმდეგ

ზაზა შათირიშვილის მეორე განცხადება ევროკავშირში გაწევრიანების თემის შესახებ მაისში დასპონსორებული იყო ფეისბუკ გვერდზე სიახლეების ბლოგი • Blog News. შათირიშვილის თქმით, ევროკავშირის თემა ამერიკელებმა წამოწიეს წინ, რამდენადაც მათ ხელისუფლების აყირავების სხვა ინსტრუმენტი არ აქვთ. ამავე გვერდზე დასპონსორებული იყო დიმიტრი ხუნდაძის განცხადებაც, სადაც ის ამბობდა, რომ რეზოლუციით საქართველოს დამოუკიდებლობის საკითხი საფრთხის ქვეშ დადგა.

Screenshot 39 დასპონსორებული პოსტები და სახელისუფლებო აქტორები ევროპარლამენტარების წინააღმდეგ
დასპონსორებული იყო ასევე გვერდების  სიახლეების ბლოგი • Blog NewsGeoPress, POSTV ანალიტიკა პოსტები ევროპარლამენტარ რაფაელ გლუქსმანის შესახებ.

Screenshot 40 დასპონსორებული პოსტები და სახელისუფლებო აქტორები ევროპარლამენტარების წინააღმდეგ

დაპონსორებული იყო ასევე Geopress-ის პოსტი, რომელიც მარკეტა გრეგოროვას შესახებ ყალბ ინფორმაციას შეიცავდა,  თანხის გადამხდელად კი Gela Mikelaishvili იყო მითითებული.  ფეისბუკ გვერდი Newsagency.ge 2021 წლის 21 სექტემბერს არის შექმნილი, თუმცა გვერდზე აქტივობა 2022 წლის მარტიდან შეიმჩნავა და მხოლოდ ხუთი პოსტია გამოქვეყნებული.

Screenshot 41 დასპონსორებული პოსტები და სახელისუფლებო აქტორები ევროპარლამენტარების წინააღმდეგ
კახა კალაძის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ირაკლი კობახიძის დასპონსორებული განცხადებები ასევე გვხვდება “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებულ გვერდზე ქართული ოცნება ჩემი არჩევანია.

Screenshot 42 დასპონსორებული პოსტები და სახელისუფლებო აქტორები ევროპარლამენტარების წინააღმდეგ
მმართველი პარტიისა და პრო-სახელისუფლებო ექსპერტების გზავნილები

  • რეზოლუცია პროფესიონალურად არაა შედგენილი და შეურაცხმყოფელია ქართველი ხალხისთვის

რეზოლუციის ტექსტი უარყოფითად შეაფასეს  როგორც მმართველი გუნდის წევრებმა, ასევე პროსახელისუფლებო ექსპრტებმა. ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, “უაღრესად შემაშფოთებელია, როდესაც თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი უმთავრესი სენის, ე.წ. FAKE-ის მსხვერპლი ევროკავშირის ასეთი მაღალი რანგის ინსტიტუტიც კი ხდება”. “ქართული ოცნების” წევრების შეფასებით,  რეზოლუციას   არავითარი ღირებულება არ აქვს და “შეურაცხმყოფელია” ქართველი ხალხისთვის.

“ქართული ოცნების” წევრები პრო-სახელისუფლები ექსპერტები
კახა კალაძე, თბილისის მერი: „არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადაყვეს ქვეყნის ბედი კონკრეტულ პერსონებს. ის, რაც ჩვენ გუშინ მოვისმინეთ და ვნახეთ რეზოლუციის სახით, იყო აბსოლუტურად სამარცხვინო. ეს იყო ქართველი ხალხის პირდაპირი შეურაცხყოფა. რამაზ საყვარელიძე:
საქართველოს მოსახლეობამ „ნაციონალურ მოძრაობას“ უარი უთხრა. დასავლეთი, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ არგუმენტებით შენ გეტყვის უარს, გამოდის, რომ დასავლეთი შენს მოსახლეობას არ სცემს პატივს და შედეგიც იქნება საპასუხო. მაშინ მთლიანი მოსახლეობის რეაქცია დასავლეთზე იქნება ურყოფითი.”
ირაკლი კობახიძე, “ქართული ოცნების” თავმჯდომარე:
-„რეზოლუციას, რომელიც ქართული დემოკრატიისა და მედიის თავისუფლების მტრების – სააკაშვილისა და გვარამიას გათავისუფლებისკენ მოგვიწოდებს და ბიძინა ივანიშვილს, რომელიც პოლიტიკიდან დღეს სრულად არის დისტანცირებული და რომელმაც ქართველ ხალხს 2012 წელს დემოკრატია, მედიის თავისუფლება და მედიაპლურალიზმი დაუბრუნა, ქართული დემოკრატიის ლამის მთავარ პრობლემად აცხადებს და მის სანქცირებას ითხოვს, არაფერი აქვს საერთო ევროპულ ღირებულებებთან და ასეთ რეზოლუციას, პირდაპირ ვიტყვით, ჩალის ფასი აქვს“ 
ზაალ ანჯაფარიძე:
ის შეურაცხყოფა რაც ევროპარლამენტმა, თავის რეზოლუციით, დღეს მიაყენა ქართულ საზოგადოებას, არ უნდა დარჩეს უპასუხოდ.”
ირაკლი ღარიბაშვილი, პრემიერ-მინისტრი: “დაველოდები 23-24 ივნისს და თუ ევროკომისიის გადაწყვეტილება უსამართლო და ისეთივე შეურაცხმყოფელი იქნება ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის, ყველაფერს ფარდას ავხდი და ხალხს ყველაფერს ვეტყვი.“ გია აბაშიძე:რეზოლუციაში ბევრი ფაქტობრივი შეცდომებია დაშვებული. ეს საქართველოს საზოგადოებას აკადრეს, რომელსაც ძალიან კარგი მეხსიერება აქვს და ზუსტად იცის, ვინ რას აკეთებდა და რას წარმოადგენს. თან, რა აბსურდზე მიდის საუბარი, თურმე ქართველი ხალხი პროევროპულია, მაგრამ ხელისუფლება პრორუსი ჰყავს… ასევე საუბარი იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილს კრემლთან კავშირები აქვს, რით ამტკიცებენ? ერთი ფაქტი მაინც მოიყვანონ.”
ალუდა ღუდუშაური, “ქართული ოცნების” წევრი: “ამ რეზოლუციას საერთოდ არაფერი არ აქვს საერთო არც ობიექტურობასთან, არც სამართლიანობასთან და ის რაც არის არაობიექტური, ის რაც არის არასამართლიანი, ბუნებრივია, ეს ვერ იქნება მოქმედებაში მოყვანილი. ამიტომ, ამ რეზოლუციას, რომელიც ეხება განსაკუთრებით ბატონი ივანიშვილის თითქოსდა რაიმე სანქცირებას, ამას აქვს ნულის ფასი, ეს დაიმახსოვრეთ კარგად” თამთა მეგრელიშვილი: წარმოდგენილი რეზოლუცია ცალსახად ეფუძნება მცდარ ფაქტებს. ევროპარლამენტის რეზოლუცია ღიმილის მომგვრელია როცა ამტკიცებს, რომ მედია და დემოკრატიის სტანდარტი 2012 წლამდე უკეთესი იყო, ვიდრე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ.  რეზოლუციის მოთხოვნა – ჰუმანიტარული თვალსაზრისით სააკაშვილი გადაყვანილ იქნეს საზღვარგარეთ – პირდაპირ უკანონობის წახალისებაა”. 
დიმიტრი ხუნდაძე, “ქართული ოცნების წევრი: “ასეთი უსამართლო ევროპა საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში ჯერ არ გვინახავს. სტატუსის მისაღებად ღირსებას ვერ დავთმობთ! გუშინდელი დღე არ იყო დემოკრატიის და ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღიარების დემონსტრირება. პირიქით, გვქონდა განცდა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა კვლავ საფრთხის ქვეშ დადგა. რა განსხვავებაა ჩვენთვის, ვინ იქნება მბრძანებელი, თუკი კვლავ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა მოგვიწევს?! დიახ, სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევა და მოსახლეობის უმრავლესობის არჩევანის უარყოფა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფის მცდელობაა.” ანდრია გვიდიანი:  “რეზოლუციის ტექსტი, არის ქართველი ხალხის შეურაცხყოფა. დოკუმენტის ტექსტში არაფერია ნათქვამი იმ მიღწევებზე, რომელსაც საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში მიაღწია, რაც ნათლად ადასტურებს დოკუმენტის ტენდენციურობას.”
ნიკოლოზ სამხარაძე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე:იმის გათვალისწინებით, რომ რეზოლუციაში ბევრი შეცდომაა, ეს რეზოლუცია უკვე აჩვენებს იმას, რომ მაინცდამაინც დიდი ყურადღება ამ რეზოლუციას არ უნდა მივაქციოთ იქიდან გამომდინარე, რომ ასეთი შეცდომებით გაჯერებული რეზოლუცია ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს.”
გია ვოლსკი, “ქართული ოცნების” წევრი: “მე ვერ ვიტყოდი, რომ ფეიქის მსხვერპლია ევროპარლამენტი, მე ვიტყოდი, რომ თავად ევროპარლამენტშიც არიან ადამიანები, ვინც ფეიქს ქმნიან. ამ თემაზე უნდა ვიმსჯელოთ ალბათ და არა, თავჩაქინდრულებმა რაღაცა ნაცარი წავიყაროთ თავზე და ვთქვათ, რომ – აი, რა ვქნათ, ასე მოხდა.”
  • რეზოლუციაში ვიწრო  პარტიული ინტერესებია გათვალისწინებული, ევროპარლამენტარები “ნაციონალურ მოძრაობას” ლობირებენ

“ქართული ოცნების” წარმომადგენლებისა და სახელისუფლებო ექსპერტთა შეფასებით, რეზოლუციის ტექსტი “ნაციონალური მოძრაობის” ლობიზმის შედეგია და დარღვევები, რომელიც რეზოლუციაშია განხილული, არა ახალი, არამედ ყოფილი ხელისუფლების ხელწერაა. 

“ქართული ოცნების” წევრები პრო-სახელისუფლებო ექსპერტები
ნიკოლოზ სამხარაძე,საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე: “იმ 308 კაციდან, ვინც რეზოლუციას ხმა მისცა, შეიძლება 250-ს წაკითხულიც არ ჰქონდა რეზოლუცია, მაგრამ რადგან მათი პარტიის წევრების მხრიდან იყო ინიცირებული, აქედან გამომდინარე ხმა მისცეს“ ანდრია გვიდიანი: ,,ნაცმოძრაობის ლობიზმის შედეგად მიღებული რეზოლუციის ტექსტი, არის ქართველი ხალხის შეურაცხყოფა. უკიდურესი უსამართლობაა, როცა ერთი პოლიტიკური ჯგუფის ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებზეა მორგებული მთელი დოკუმენტი, სადაც არც საქართველოს ინტერესებია გათვალისწინებული და არც ქართველი ხალხის.”
მამუკა მდინარაძე, “ქართული ოცნების” თავმჯდომარე: „ნებისმიერი ადამიანი, რომელიც მიხეილ სააკაშვილს უკავშირებს დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს, მედიაპლურალიზმს, მედიათავისუფლებას, ან წარმოდგენა არ აქვს, რაზე ლაპარაკობს, ან განზრახ აზიანებს ამ ქვეყანას. ქალბატონ ფოტიგას წარმოდგენა აქვს, რაც ხდება ამ ქვეყანაში და თუ მაინც უკავშირებს მას ამ ყველაფერს, განზრახ აკეთებს ამას და ის ერთ-ერთი ლობისტი და შეიძლება დავალების მიმცემიც კი იყოს – „ნაცმოძრაობაზე“ ნამეტანი დიდი წარმოდგენა ნუ შეგვექმნება, ისინი დავალებებს იღებენ. ამიტომაც იყო ჩვენი განცხადებები, რომ გაერკვნენ ჩვენი პატივცემული ოპონენტები, რომელ ქვეყანას ემსახურებიან.” თამთა მეგრელიშვილი: “ორიოდე სიტყვით “ნაციონალური მოძრაობის” ფულით ნაყიდ რეზოლუციაზე […] წარმოდგენილი რეზოლუცია ცალსახად ეფუძნება მცდარ ფაქტებს.  მიღებულ რეზოლუციას დიდი ფულის სუნი აქვს, ლობიზმი ყოველგვარ საზღვარს გასცდა.”
თემატიკა: პოლიტიკა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist