ინფორმაცია, თითქოს მაქარაშვილმა კვარაცხელიას გუნდის მაისური დაწვა, მტკიცებულების გარეშეა

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

195
VIEWS

22 აგვისტოს ანტიოპოზიციურმა ფეისბუქ-გვერდებმა ტერენტი გლდანელი, სექტა, ენთუზიაზმი  და ინდივიდუალურმა ანგარიშებმა (1, 2, 3, 4, 5, 6) აქტივისტ გიგა მაქარაშვილისა და საფეხბურთო კლუბ ნაპოლის ცეცხლმოკიდებული მაისურის ფოტოკოლაჟი გამოაქვეყნეს. ფოტოზე გაკეთებული წარწერის თანახმად, მაქარაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას მაისური დაწვა. ზოგიერთ პოსტში ასევე აღნიშნულია, რომ მაქარაშვილმა დამწვარი მაისურის ფოტო გამოაქვეყნა, რასაც უარყოფითი რეაქციები მოჰყვა, რის შემდეგაც მან პოსტი წაშალა.

kvaratskhelia trolebi da maqarshvili ინფორმაცია, თითქოს მაქარაშვილმა კვარაცხელიას გუნდის მაისური დაწვა, მტკიცებულების გარეშეა

kvaratskhelia trolebi da maqarshvili 1 ინფორმაცია, თითქოს მაქარაშვილმა კვარაცხელიას გუნდის მაისური დაწვა, მტკიცებულების გარეშეა

ინფორმაცია, თითქოს გიგა მაქარაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას საფეხბურთო კლუბ “ნაპოლის” მაისური დაწვა, მტკიცებულების გარეშეა. მაქარაშვილმა ამბის ნამდვილობა უარყო.

ფოტოკოლაჟი პირველად ანტიოპოზიციურმა ფეისბუქ-გვერდმა ტერენტი გლდანელმა გამოაქვეყნა, მისი მტკიცებით, დამწვარი მაისურის ფოტო მაქარაშვილმა ატვირთა, თუმცა პოსტს მაქარაშვილის ფეისბუქიდან ამის დამადასტურებელი სქრინშოთი ან რაიმე სხვა არგუმენტი არ ახლავს.

ტერენტი გლდანელის მიერ გამოქვეყნებული დამწვარი მაისურის ფოტო კარგი ხარისხითაა ატვირთული, თუმცა ის საძიებო ინსტრუმენტებით არ იძებნება, რაც გვაფიქრებინებს, რომ შესაძლოა, ის სწორედ პოსტის ავტორმა გადაიღო, რათა შემდეგ დეზინფორმაცია მიზანმიმართულად გაევრცელებინა.

“ნაპოლის” მაისურის დაწვა მაქარაშვილმა თავის ფეისბუქ ანგარიშზე უარყო.

kvaratskhelia trolebi da maqarshvili 2 ინფორმაცია, თითქოს მაქარაშვილმა კვარაცხელიას გუნდის მაისური დაწვა, მტკიცებულების გარეშეა

აღსანიშნავია, რომ ამა წლის ივლისში მაქარაშვილი კვარაცხელიას იტალიელი ჟურნალისტების კითხვაზე გაცემულ პასუხს გამოეხმაურა.

15 ივლისს გიგა მაქარაშვილმა ფეისბუქზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც წერდა, რომ კვარაცხელიას პრესკონფერენციაზე იტალიელმა ჟურნალისტებმა უკრაინასთან დაკავშირებითაც დაუსვეს კითხვა, მან კი უპასუხა, რომ “რუსეთში არსებული მდგომარეობა პოლიტიკური საკითხია, სიტუაცია ძალიან რთულია. მან ბათუმის “დინამოში” თამაში აირჩია, რადგან ის მისი ქვეყანაა, მაგრამ პოლიტიკაზე საუბარი არ სურდა”. მაქარაშვილმა ასევე დაწერა, რომ კვარაცხელიას სამოქალაქო თვითშეგნება მის საფეხბურთო ტალანტს ჩამორჩება. 

მოგვიანებით მაქარაშვილმა პირველი პოსტი წაშალა, კვარაცხელიას პრესკონეფრენციიდან 16-წამიანი ნაწყვეტი გამოაქვეყნა და დაწერა, რომ კვარაცხელიას ქომაგების სიაში თვითონაც არის, თუმცა მისგან ფეხბურთის გარდა, სწორი პოზიციის გაჟღერებასაც ელის. ამ ნაწყვეტში კვარაცხელია ამბობს, რომ დასმული შეკითხვა პოლიტიკურია, ხოლო რუსული საფეხბურთო კლუბი იმიტომ დატოვა, რომ “საჭიროება მოითხოვდა”. კვარაცხელიას თქმით, თავისი ქვეყნის გამო სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

kvaratskhelia trolebi da maqarshvili 3 ინფორმაცია, თითქოს მაქარაშვილმა კვარაცხელიას გუნდის მაისური დაწვა, მტკიცებულების გარეშეა

კვარაცხელიამ რუსული საფეხბურთო კლუბი “ყაზანის რუბინი” 2022 წლის მარტის ბოლოს დატოვა და თამაში “ბათუმის დინამოში” გააგრძელა. 15 ივლისს კი იტალიურმა საფეხბურთო კლუბმა “ნაპოლიმ” ის ოფიციალურად წარადგინა.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist