მოუგო თუ არა ბრიტანელმა მზარეულმა ჯეიმი ოლივერმა მაკდონალდსს სასამართლო დავა?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

70
VIEWS

11 აპრილს სოციალური ქსელის Threads ანგარიშმა ekoduh (Экологичное Сознание • ЗОЖ сыроедение веганство эко/ეკოლოგიური ცნობიერება – ჯანსაღი ცხოვრების წესი, უმი ვეგანი საკვები) კომპანია მაკდონალდსისა და ბრიტანელი მზარეულის ჯეიმი ოლივერის სამართლებრივ დავაზე ინფორმაცია გამოაქვეყნა. ტექსტის მიხედვით, ჯეიმი ოლივერმა მაკდონალდსის წინააღმდეგ სასამართლოში შეტანილი სარჩელი მოიგო და დაამტკიცა, რომ სწრაფი კვების რესტორნების ამ ქსელში ხორცის შემცველი პროდუქტები საკვებად უვარგისია, რადგან ჰამბურგერებში, ბიგ მაკებსა და სხვა ნაწარმში ამონიუმის ჰიდროქსიდის საშუალებით დამუშავებული ხორცი გამოიყენება. ამონიუმის ჰიდროქსიდი კი მომწამვლელია. 

vkusnaitochka1 მოუგო თუ არა ბრიტანელმა მზარეულმა ჯეიმი ოლივერმა მაკდონალდსს სასამართლო დავა?

ინფორმაცია ჯეიმი ოლივერის მიერ მაკდონალდსისთვის სამართლებრივი დავის მოგების შესახებ ყალბია. რეალურად, მზარეულს კომპანიისთვის არასდროს უჩივლია, თუმცა ქსელის მიერ ამონიუმის ჰიდროქსიდის გამოყენებას აკრიტიკებდა. კომპანიამ აღნიშნული ნივთიერების გამოყენება ჯერ კიდე 2011 წელს შეწყვიტა. 

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჯეიმი ოლივერმა მაკდონალდსის წინააღმდეგ სარჩელი მოიგო და დაამტკიცა, რომ რესტორნის პროდუქცია საკვებად უვარგისია, წლებია ვრცელდება. თუმცა რეალურად, ოლივერს მაკდონალდსისთვის არასდროს უჩივლია და ეს 2021 წელს მისმა გუნდმა გამოცემა AFP Check-თან კომენტარში კიდევ ერთხელ დაადასტურა. თუმცა ხაზგასასმელია, რომ 2010-11 წლებში ოლივერს მიყავდა სატელევიზიო გადაცემა “კვების რევოლუცია,” სადაც აშშ-ში საკვებად გამოყენებად სხვადასხვა პროდუქტს აღწერდა და ორგანიზმზე მათ გავლენას ხსნიდა, მათ შორის იგი ხშირად აკრიტიკებდა მაკდონალდსს და სხვა საკვებ დაწესებულებებს, სადაც ე.წ. “ვარდისფერ ჟელეს” (Pink Slime) მოიხმარდნენ. ამ სახელით იცნობენ პროდუქტს, რომელიც საქონლის ხორცის პირვანდელი სახით საკვებად უვარგისი ნაწილების (კანი, ძვალი, ხრტილი) დამუშავებისა და შემდეგ ამონიუმის ჰიდროქსიდის საშუალებით გაწმენდისგან, მიიღება. ამ შემთხვევაში ამონიუმის ჰიდროქსიდი ამ მასაში ბაქტერიების  განადგურებას უზრუნველყოფს, თუმცა თავის მხრივ ამონიუმის ჰიდროქსიდი ადამიანის ჯანმრთელობისთვის შეიძლება საზიანო იყოს. მისი თვისებებიდან გამომდინარე ის ხშირად საყოფაცხოვრებო ნივთების საწმენდ საშუალებებში გამოიყენება.  ოლივერი გადაცემაში საკვებ პროდუქტებში ამ ნივთიერების გამოყენების შეწყვეტას ითხოვდა. 

რაც შეეხება მაკდონალდსის მიერ ამონიუმის ჰიდროქსიდის მოხმარებას, კომპანიამ ამ ნივთიერების გამოყენება 2011 წელს ოფიციალურად შეწყვიტა. აღსანიშნავია, რომ ამერიკის საკვების და მედიკამენტების ადმინისტრაცია (FDA) ამონიუმის ჰიდროქსიდს საკვების მომზადების პროცესში გამოყენების შემთხვევაში ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოდ მიიჩნევს, თუმცა ევროკომისიის ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის AFP-სთვის მიცემული კომენტარის მიხედვით, ევროკავშირში ამონიუის ჰიდროქსიდის, როგორც საკვები პროდუქტის დეზინფექტანტის, გამოყენება აკრძალულია. 

აღსანიშნავია, რომ დეზინფორმაციები მაკდონალდსის შესახებ “მითების დეტექტორმა” წარსულშიც გადაამოწმა:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist