მანიპულაცია, თითქოს მაკდონალდსი რუსეთში რუსული ბრენდის ქვეშ აგრძელებს მუშაობას

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

59
VIEWS

24 აგვისტოს ალტ-ინფოს გადაცემაში “დღის კომენტარი” სტუმარმა, რამაზ ნოზაძემ, განაცხადა, რომ მაკდონალდსი რუსეთში თავისი სახელით არ ოპერირებს, თუმცა რეალურად ქვეყნიდან არ გასულა და რუსული ბრენდის ქვეშ აგრძელებს მუშაობას. 

ნოზაძე: …ჩვენ ვხედავთ, რომ ფაქტობრივად თითქმის ყველა დიდი საწარმოს კაპიტალიზაცია მოახდინა რუსეთმა. ეს საწარმოები რუსეთის ფედერაციას დაუქვემდებარა და თავისი სახელით დაიწყო ოპერირება რუსეთის ბაზარზე გინდაც იგივე მაკდონალდსის ჩანაცვლება. მაკდონალდსი დღეს მაკდონალდსის სახელით არ ოპერირებს რუსეთში, თორე მაკდონალდსი ჩვეულებრივ მუშაობს. უბრალოდ რუსული ბრენდის ქვეშ მუშაობს. ძალიან ბევრია ესეთი საწარმო და ფაქტობრივად, როგორც რუსული კომპანიები ოპერირებენ…

ნოზაძის კომენტარი ქმნის შთაბეჭდილებას, რომ მაკდონალდსი რუსეთში მის ალტერნატივად შექმნილი ახალი ბრენდის საქმიანობაშია ჩართული.

manipulatsia thithqos makdonaldsi rusethshi rusuli brendis qvesh agrdzelebs mushaobas მანიპულაცია, თითქოს მაკდონალდსი რუსეთში რუსული ბრენდის ქვეშ აგრძელებს მუშაობას

მტკიცება, რომ მაკდონალდსი რუსეთში რუსული ბრენდის ქვეშ აგრძელებს მუშაობას, მანიპულაციურია. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მაკდონალდსმა რუსული ბაზარი მთლიანად დატოვა, კომპანიის მფლობელობაში მყოფი რესტორნები რუს ბიზნესმენს მიჰყიდა, რომელმაც ახალი რესტორნების ქსელი “ვკუსნო ი ტოჩკა” ჩამოაყალიბა და მის საქმიანობაშიც მაკდონალდსში ჩართული არ არის.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ სხვადასხვა კომპანიებმა რუსეთის დატოვება დაიწყეს. 2022 წლის 8 მარტს მაკდონალდსმა რუსეთში თავისი რესტორნები დროებით დახურა და საქმიანობა შეაჩერა. მაისში კი კომპანიამ განცხადება, რომ რუსეთს ტოვებდა და ქვეყანაში თავისი ბიზნესი გაყიდვის პროცესი დაიწყო.

“უკრაინაში ომით გამოწვეულმა ჰუმანიტარული კრიზისმა და მზარდმა არაპროგნოზირებადმა სამუშაო გარემომ მაკდონალდსი მიიყვანა დასკვნამდე, რომ რუსეთში ბიზნესის მფლობელობის შენარჩუნება აღარ არის გონივრული და არ შეესაბამება მაკდონალდსის ღირებულებებს” – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ქვეყნიდან გასვლის პროცესში ყველა რესტორანი, რომელსაც კომპანია რუსეთში ფლობდა, ადგილობრივ მყიდველზე გაიყიდებოდა და აღარ იქნებოდა გამოყენებული მაკდონალდსის სახელი, ლოგო, ბრენდინგი და მენიუ. გარიგების ფარგლებში ახალ მყიდველს ასევე 2 წლის განმავლობაში უნდა შეენარჩუნებინა მაკდონალდსის რესტორნებში დასაქმებული პერსონალი. მალევე, ცნობილი გახდა, რომ მაკდონალდსი რესტორნებს რუსი ბიზნესმენი ალექსანდრ გოროვი ყიდულობდა. გოროვის მფლობელობაში რესტორნების რებრენდიგი მოხდა და მაკდონალდსის ჩამნაცვლებელი ახალი ქსელი “ვკუსნო ი ტოჩკა” (გემრიელია და წერტილი) შეიქმნა. იგივე მოხდა სხვა ამერიკული ბრენდების, მაგალითად KFC-ისა და Starbucks-ის შემთხვევაშიც. ამერიკულმა კომპანიებმა რუსეთი დატოვეს, რესტორნები კი რუსმა ბიზნესმენებმა შეისყიდეს და ახალი, ორიგინალს მიმსგავსებული რუსული ბიზნესები დაიწყეს, რომლებმაც ორიგინალი ბრენდები ჩაანაცვლეს.

2022 წლის დეკემბერში ცნობილი გახდა, რომ “ვკუსნო ი ტოჩკას” მფლობელი ალექსანდრ გოროვი მაკდონალდსთან კომუნიკაციას მხარეებს შორის ხელშეკრულების პირობების შესრულების საკითხზე ინარჩუნებდა. Reuters-თან კომენტარში “ვკუსნო ი ტოჩკას” აღმასრულებელმა დირექტორმა აღნიშნა, რომ კორპორაციასთან კომუნიკაცია გრძელდება, რათა უზრუნველყოფილი იყოს რუსული მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულება და მაკდონალდსი რუსული ბრენდის საქმიანობაში ჩართული არ არის. გამოცემასთან კომენტარში, თავად მაკდონალდსმაც კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ რუსეთი სრულიად დატოვა და კომპანია ახალი მყიდველის მიერ რებრენდინგის პროცესის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულებაზეა ფოკუსირებული.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ იელის უნივერსიტეტის მკვლევრები რუსეთიდან კომპანიების დატოვების პროცესს აკვირდებიან და აღრიცხავენ, რომელმა კომპანიებმა დატოვეს რუსეთი, მთლიანად ან ნაწილობრივ შეაჩერეს საქმიანობა ან აგრძელებენ რუსეთში მუშაობას. სია რეგულარულად ახლდება. ბოლო განახლება 28 აგვისტოს მოხდა და მაკდონალდსი იმ კომპანიების სიაშია, რომლებმაც სრულიად დატოვეს რუსული ბაზარი.


 

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist