მითების დეტექტორის ლაბორატორია – XIII ჯგუფი (რეგიონული)

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

190
VIEWS


karimova 2 მითების დეტექტორის ლაბორატორია – XIII ჯგუფი (რეგიონული)

 

ულვია კარიმოვა


ულვია დამოუკიდებელი ჟურნალისტია. ის ბაქოში ცხოვრობს და ჟურნალისტურ საქმიანობას ფსევდონიმით (ულვია შაჰინი) აწარმოებს. მაგისტრატურა ჯიპა-ში, მედიის მენეჯმენტისა და მულტიმედია ჟურნალისტიკის მიმართულებით დაასრულა. აქტიურად და წარმატებით იყო ჩართული მრავალ ქართულ პროექტში და თანამშრომლობდა აზერბაიჯანულ მედია გამოცემებთან. ულვიას აინტერესებს, ეთნიკური უმცირესობების, კერძოდ, საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანული თემის,  სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევების გაშუქება.

საკონკურსო ნამუშევარი:

The Role of Russian Propaganda in the Peace Between Azerbaijan and Armenia

მომზადებული მასალები:

thamara avagian მითების დეტექტორის ლაბორატორია – XIII ჯგუფი (რეგიონული)

 

თამარა ავაგიანი


თამარა, 23 წლისაა, წარმოშობით სომხეთიდან, ახლა ბრემენში (გერმანია) მოხალისე – მასწავლებლის ასისტენტად მუშაობს. მან ბაკალავრის ხარისხი ჟურნალისტიკასა და მედია კომუნიკაციაში მიიღო. დემოკრატიული ლიდერობის ხიბლმა და დადებითი ცვლილებებისკენ სწრაფვამ, შთააგონა მაგისტრატურა ევროპაში, გლობალური პოლიტიკის მიმართულებით, გაეგრძელებინა. თუმცა, ჟურნალისტიკა მისი იდენტობის განუყოფელ ნაწილად რჩება. მას აინტერესებს: მოგზაურობა, ფოტოგრაფია, ხელოვნება, ლიტერატურა და კინო.

საკონკურსო ნამუშევარი:

Russian Propaganda’s Grip on Armenia’s Media Landscape

მომზადებული მასალები

natalia მითების დეტექტორის ლაბორატორია – XIII ჯგუფი (რეგიონული)



ნატალია მატვიევა


ნატალია ორი შვილის დედაა, პროფესიონალი მოდელი და სამოდელო სააგენტოს დამფუძნებელი. ის საბრძოლო ხელოვნების სპორტის ოსტატის კანდიდატია. ნატალიამ კიევში უმაღლესი განათლება სოციალურ მეცნიერებათა და სამართლის მიმართულებით მიიღო. 2022 წლის მარტში, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შემოჭრის გამო, იძულებული გახდა საცხოვრებლად საქართველოში ჩამოსულიყო. ახლა ის თბილისში შვილებთან, დედასთან და ოთხ ცხოველთან ერთად ცხოვრობს.

მომზადებული მასალები:

LEMAN-ის სახელით ისრაელ-ჰამასის ომის შესახებ გაყალბებული კარიკატურა ვრცელდება

luka chitiani მითების დეტექტორის ლაბორატორია – XIII ჯგუფი (რეგიონული)

 

ლუკა ჩიტიანი


ლუკამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი ახახანს დაამთავრა. ამჟამად მუშაობს ქართულ ICT კლასტერში, მისი საქმიანობის სფეროა – საქართველოს ინკლუზიური ციფრული ტრანსფორმაცია. ლუკა რამდენიმე ცნობილ ანალიტიკურ ცენტრში მუშაობდა (GFSIS (Rondeli Foundation), Civic IDEA, GCSD და IDFI). ის არის ახალგაზრდა ევროპელი ელჩი. დაწერილი აქვს რამდენიმე ანალიტიკური ნაშრომი რუსეთის ჰიბრიდული ომისა და საინფორმაციო ოპერაციების შესახებ საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპაში.

საკონკურსო ნამუშევარი:

“გლობალური სამხრეთი” VS “ოქროს მილიარდი” – პუტინის ცრუ დიქოტომია

მომზადებული მასალები:

guliev მითების დეტექტორის ლაბორატორია – XIII ჯგუფი (რეგიონული)

 

ილკინ გულიევი


ილკინმა ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ისოტრიის ფაკულტეტი დაასრულა, სადაც იკვლევდა ახლო აღმოსავლეთს, სამხრეთ კავკასიას, აღმოსავლეთ ევროპას და ამ მიმართულებით რამდენიმე სტატიის ავტორია. მას აინტერესებს მედია და მედიის როლი კონფლიქტის ტრანსფორმაციაში – ამ მიმართულებით მას კვლევაც აქვს ჩატარებული. ილკინი, პროპაგანდის ისტორიის, დეზინფორმაციის ტიპებისა და ფაქტების გადამოწმების მეთოდების შესახებ ლექციებს ატარებს, ასევე,  მედიაწიგნიერებისა და მშვიდობის შენებასთან დაკავშირებული პროექტების წერისა და მართვის  გამოცდილება აქვს. უყვარს რუბიკის კუბიკების ამოხსნა და საშინელებათა ფილმები.

საკონკურსო ნამუშევარი:

Propaganda Agains the Coexistance – Question for Karabakh

მომზადებული მასალები:

hasanli მითების დეტექტორის ლაბორატორია – XIII ჯგუფი (რეგიონული)

 

სუბჰან ჰასანი


სუბჰანი აზერბაიჯანელი ადამიანის უფლებების ადვოკატი და საგამოძიებო იურისტია. უკვე ექვსი წელია ადმიანისა და სოციალურ უფლებებს იცავს, აინტერესებს მუდმივად განვითარებადი ტექტნოლოგიების გავლენა ადამიანის ინდივიდუალურ თავისუფლებაზე. სუბჰანი ტეფტიშის პროგრამის დირექტორია, რომელიც მუშაობს საჯარო ინფორმაციის გამჭვირვალობის მიმართულებით. ის, ასევე, Social Rights Center and Simple Law-ს თანადამფუძნებელია. სუბჰანი აზერბაიჯანში მცხოვრებ მოწყვლად ჯგუფებს იურიდიულ დახმარებას აქტიურად უწევს.

მომზადებული მასალები:

დეზინფორმაცია, თითქოს ისრაელის საკონდიტრომ ზელენსკის ჩამოხრჩობის ამსახველი ტორტი გააკეთა

grigouria მითების დეტექტორის ლაბორატორია – XIII ჯგუფი (რეგიონული)

 

ანუშ გრიგორიანი


ანუში სომხეთის UNDP-ში, მომხმარებლის მკვლევრად, მუშაობს. მან რუსულ-სომხური უნივერსიტეტის ბიზნეს ინჟინერიის ფაკულტეტი (მაგისტრის ხარისხით) დაამთავრა. ანუშის სპეციალიზაცია სომხური სტარტაპ ეკოსისტემაა. ანუშს უყვარს პოლაროიდის ფოტოგრაფია, ხატვა, კინემატოგრაფია და წიგნები.

საკონკურსო ნამუშევარი:

When Lies Lead to War: Iraq, Ukraine, and the Propaganda Connection

მომზადებული მასალები:

androk მითების დეტექტორის ლაბორატორია – XIII ჯგუფი (რეგიონული)

 

ანდრო კვიჟინაძე


ანდრო კვიჟინაძე არის ახალგაზრდა პროფესიონალი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ბოლო კურსის სტუდენტი. მას სწავლის საერთაშორისო გამოცდილება აქვს მიღებული ესტონეთში, ჩეხეთსა და პოლონეთში. ის უკვე წლებია არის ჩართული სამოქალაქო საზოგადოებაში, უმუშავია რამდენიმე ორგანიზაციაში, მათ შორის მოხალისედ. მან დააარსა სტუდენტური მოძრაობა და ასობით სტუდენტს მოუყარა თავი, პროდემოკრატიულ საპროტესტო აქციებზე საქართველოს ევროპული მომავლის დასაცავად.

საკონკურსო ნამუშევარი:

Disinformation Against the European Union On the Backdrop of the 2022 Candidate Status Granting

მომზადებული მასალები:

ვიდეომანიპულაცია, თითქოს მკვლევარებმა ინკების პირამიდაში არამიწიერი სიცოცხლის კვალს მიაგნეს

ana loladze მითების დეტექტორის ლაბორატორია – XIII ჯგუფი (რეგიონული)

 

ანა ლოლაძე


ანა ლოლაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის,  მეოთხე კურსის სტუდენტია. ის აქტიურად მუშაობს ადგილობრივ და საერთაშორისო ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან, მათ შორის AIESEC-თან. ანას სურვილი აქვს ჩაერთოს საერთაშორისო პროექტებში, თუნდაც მოხალისეობრივ საწყისზე, ეს საშუალებას მისცემს გაიცნოს სხვადასხვა გამოცდილების მქონე ადამიანები. სოციალური მედია, ტექნოლოგიური პლატფორმები და მასმედია ყოველთვის წარმოადგენდა ანას ინტერესის სფეროს. ამჟამად მას სურს გაარკვიოს ჰიბრიდული ომის შედეგები და როგორი გავლენა აქვს რუსულ დეზინფორმაციას ქართულ საზოგადოებაზე.

საკონკურსო ნამუშევარი:

რატომ მუშაობს რუსული პროპაგანდა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში?

მომზადებული მასალები:

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist