კრემლის მედიის გავრცელებული ვოლოდიმირ ზელენსკის გრაფიტი არც მიუნხენში აღმოჩნდა

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

367
VIEWS

6 ოქტომბრიდან რუსული პროპაგანდისტული მედიასაშუალებები kherson-news.ru, en.mriya.news,  news-kiev.ru, zp-news.ru და lnr-news.ru უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ილონ მასკის ახალ გრაფიტის ავრცელებენ. სტატიებში ვკითხულობთ, რომ აღნიშნული ფოტო გადაღებულია მიუნხენში, გერმანიაში. გავრცელებულ გამოსახულებაზე ილონ მასკი ფიზიკურად ძალადობს უკრაინის პრეზიდენტზე. გრაფიტიზე შემდეგი წარწერაა:  „შეწყვიტე ფულის მოთხოვნა!“

მოცემული ფოტო ფეისბუკის რუსულენოვან ანგარიშებზეც (1, 2) გავრცელდა.

zelenskis graphiti miukhenshi კრემლის მედიის გავრცელებული ვოლოდიმირ ზელენსკის გრაფიტი არც მიუნხენში აღმოჩნდა

zelenskis graphiti miukhenshi1 კრემლის მედიის გავრცელებული ვოლოდიმირ ზელენსკის გრაფიტი არც მიუნხენში აღმოჩნდა

გავრცელებული ფოტო პროგრამულადაა დამუშავებული. მიუნხენში, Heinrich-Lubke str. ისა და  Lorenz-Hagen-Weg -ის  ქუჩების გადაკვეთაზე მსგავსი გრაფიტი არ გვხვდება. 11 ოქტომბერს, ადგილზე გადამოწმების შედეგად დადასტურდა, რომ ლოკაციაზე ასეთი გრაფიტი დახატული არ არის.

ინტერნეტში გავრცელებულ ფოტოზე Heinrich-Lubke-str. და  Lorenz-Hagen-Weg ქუჩების გადაკვეთა ჩანს.  ქუჩების დასახელებები საშუალებას გვაძლევს მარტივად მივაკვლიოთ ზუსტ მდებარეობას.

zelenskis graphiti miukhenshi2 კრემლის მედიის გავრცელებული ვოლოდიმირ ზელენსკის გრაფიტი არც მიუნხენში აღმოჩნდა

Google Map-ის საშუალებითა და Google Street View-ით აღნიშნული ტერიტორია დავათვალიერეთ.

ფოტოზე ჩანს, რომ გრაფიტი ხიდის ქვეშ, ქუჩების ზუსტ კვეთაზე უნდა მდებარეობდეს.

zelenskis graphiti miukhenshi3 კრემლის მედიის გავრცელებული ვოლოდიმირ ზელენსკის გრაფიტი არც მიუნხენში აღმოჩნდა

1. Heinrich-Lubke-str. 2. Lorenz-Hagen-Weg. 3. მოცემული ქუჩების კვეთა. გრაფიტი ამ ტერიტორიაზე უნდა იყოს.

zelenskis graphiti miukhenshi4 კრემლის მედიის გავრცელებული ვოლოდიმირ ზელენსკის გრაფიტი არც მიუნხენში აღმოჩნდა

1. Heinrich-Lubke-str. 2. Lorenz-Hagen-Weg 3. ქუჩების აღმნიშვნელი აბრა 4. გრაფიტი ამ კედელზე უნდა იყოს.

Google Street View -ზე აღნიშნული ადგილიდან 2022 წლის იანვარში გადაღებული ფოტო ჩანს, რომელზეც გრაფიტი დახატული არ არის. იმის დასადგენად, არის თუ არა გრაფიტი დახატული ამჟამად, დახმარება მიუნხენში მცხოვრებ ბაქარი ძულიაშვილს ვთხოვეთ. ის ადგილზე 11 ოქტომბერს მივიდა და ფოტო-ვიდეო მასალა მოგვაწოდა, რომელზეც  ნათლად ჩანს, რომ ლოკაციაზე აღნიშნული გრაფიტი დახატული არ არის. 

zelenskis graphiti miukhenshi5 კრემლის მედიის გავრცელებული ვოლოდიმირ ზელენსკის გრაფიტი არც მიუნხენში აღმოჩნდა
ფოტო: ბაქარი ძულიაშვილი

1.Heinrich-Lubke-str. 2. Lorenz-Hagen-Weg – ქუჩების გადაკვეთა. მიუნხენი, 11 ოქტომბერი, 2023

ვიდეო: ბაქარი ძულიაშვილი

კრემლის მედიებისა და პრორუსული ანგარიშების მიერ გავრცელებული ზელენსკის მადესკრედიტირებელი ყალბი გრაფიტები “მითების დეტექტორმა”წარსულშიც არაერთხელ გამოავლინა. ვრცლად, იხილეთ მასალები:


ანა ლოლაძე

მითების დეტექტორის ლაბორატორია


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: გერმანია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist