ამერიკაში აღმოჩენილ თავის ქალაზე ფოტოფაბრიკაცია ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

182
VIEWS

26 სექტემბერს ანონიმურმა ფეისბუქ-მომხმარებელმა “Archangel Allan” გამოაქვეყნა თავის ქალის ფოტო, რომელსაც ერთი თვალი აქვს. პოსტზე ჩანს, რომ თავის ქალის ნაწილი მეტალით არის ამოვსებული. როგორც პოსტის ავტორი წერს, უცნობია, ცხოველს ეკუთვნის თუ არა თავის ქალა, რომელიც 7 000 წლის წინანდელია და ნიუ-იორკთან ახლოს იპოვეს, სხეულის სხვა ძვლებს კი ვერ მიაკვლიეს. მისივე ინფორმაციით, თავის ქალა თავდაპირველად ნიუ-იორკის არქეოლოგიის მუზეუმის მთავარ შენობაში იყო გამოფენილი, ახლა კი მისი ნახვა შესაძლებელი აღარ არის. ავტორის მტკიცებით, 2006 წელს ქალა საფრანგეთში მოიპარეს, შემდეგ კი შემთხვევით დასანგრევად გამზადებული სახლის იატაკის ქვეშ აღმოაჩინეს. 

გავრცელებული პოსტი ამჟამად საჯაროდ ხელმისაწვდომი აღარ არის.

Screenshot 2023 10 16 152344 ამერიკაში აღმოჩენილ თავის ქალაზე ფოტოფაბრიკაცია ვრცელდება

თავის ქალის ფოტო, რომელსაც ცალი თვალი აქვს, გაყალბებულია. ქალა, რომელსაც ჭრილობა მეტალით აქვს ამოვსებული, ნამდვილად არსებობს, თუმცა მას თვალის ორი ღრმული აქვს. ასევე, ის არა ნიუ-იორკთან, არამედ პერუშია აღმოჩენილი და არ დასტურდება ინფორმაცია მისი მოპარვის შესახებაც. 

2020 წლის 6 აპრილს აშშ-ში, ოკლაჰომაში მდებარე ჩონჩხების (ოსტეოლოგიის) მუზეუმმა გამოაქვეყნა მათი “ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და უძველესი” პერუული თავის ქალის ფოტო, რომელიც, მათი ცნობით, სავარაუდოდ, 2 000 წლის წინანდელია და გამოფენილი არ ჰქონდათ. მუზეუმის ინფორმაციით, წაგრძელებული თავის ქალის შესახებ ბევრი რამ არ იციან, თუმცა, როგორც ჩანს, მას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა, რაზეც იმპლანტის ისრგვლივ შეხორცებული ძვალი მეტყველებს. საზოგადოების დაინტერესების გამო მუზეუმმა 2021 წელს კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა, განმარტა, რომ თავის ქალის ნახვა მუზეუმში უკვე შესაძლებელი იყო და დამატებით კითხვებს უპასუხა. ოსტეოლოგიის მუზეუმის განმარტებით, თავის ქალა ნამდვილად ადამიანს ეკუთვნის, მეტალი კი, რომელიც თავში აქვს, გატეხილი ძვლების ამოსავსებად იყო განკუთვნილი.  

ინფორმაცია, ნამდვილად არსებობს თუ არა თავის ქალა, რომლის ნაწილიც მეტალითაა ამოვსებული, Snopes-მაც გადამოწმა

Screenshot 2023 10 16 152352 ამერიკაში აღმოჩენილ თავის ქალაზე ფოტოფაბრიკაცია ვრცელდება

პოსტის ავტორი ამტკიცებს, რომ თავის ქალა 7 000 წლის წინაანდელია, რაც სიმართლეს არ შეესაბამება – მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ქალა 2 000 წლისაა. ასევე, ღია და სანდო წყაროებით არ დასტურდება ინფორმაცია მისი მოპარვისა და შემდეგ სახლის იატაკში აღმოჩენის შესახებ.  

ერთ-ერთი ვარაუდის მიხედვით, თავის ქალა ეკუთვნის მებრძოლს, რომელმაც დაზიანება მიიღო და ოპერაცია დასჭირდა. ცნობილია, რომ მაშინდელ ინკების იმპერიასა და სამხრეთ ამერიკაში ტრეპანაცია (ძვლოვანი ღრუს გაკვეთის ოპერაცია) გავრცელებული იყო, რადგან ბრძოლა, ძირითადად, წაწვეტებული ქვებით მიმდინარეობდა, რაც თავის ქალის დაზიანებას იწვევდა. ოპერაცია სტერილიზაციისა და ანესთეზიის გარეშე ტარდებოდა, თუმცა, როგორც ჩანს, პაციენტები მას უძლებდნენ. ტულანის უნივერსიტეტის არქეოლოგი, წიგნის “ხვრელები თავში” ავტორი, ჯონ ვერანო National Geographic-თან ინტერვიუში განმარტავს, რომ ინკების იმპერიაში მსგავსი ოპერაციის შემდეგ გადარჩენილთა რაოდენობა 70%-ს აჭარბებდა. მისივე სიტყვებით, ტრეპანაცის პროცედურის ყველაზე ადრეული კვალი პარაკასში, პერუს სამხრეთ სანაპიროზეა მიკვლეული, სადაც ნახვრეტების ზომის სიდიდის გამო მხოლოდ 40%-მდე ადამიანი გადარჩა. 

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ხელოვნურად დეფორმირებული, წაგრძელებული თავის ქალა დამახასიათებელი იყო არა მხოლოდ პერუსთვის, არამედ სხვა ხალხებისთვისაც. თავის ქალის ფორმა, ძირითადად, ადამიანის სტატუსის შესახებ გვაწვდიდა ინფორმაციას. ხშირად, ასეთი ფორმის ქალა სილამაზის იდეალად იყო მიჩნეული. 


მოამზადა ანუშ გრიგორიანმა
მითების დეტექტორის ლაბორატორია


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist