მაღაზია Zoommer-ის სახელით ყალბი გვერდები მომხმარებლების მოტყუებას ცდილობენ

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

124
VIEWS

2023 წლის 6 ოქტომბერს ფეისბუკ გვერდმა Zoommer Laptops-მა გამოაქვეყნა პოსტი, რომელიც მოუწოდებს მომხმარებლებს, შეიძინონ ლეპტოპები 5,5 ლარად. პოსტის მიხედვით, კომპანია არ არის კმაყოფილი მიღებული ლეპტოპების ხარისხით, ამიტომ „ზუმერს“ სურს, რაც შეიძლება სწრაფად ამოყიდოს ისინი. იდენტურ განცხადებას ავრცელებს მსგავსი სახელწოდების კიდევ ერთი გვერდი “Laptops Sale Zoommer.”

5 ოქტომბერს კიდევ ერთმა გვერდმა სახელად “Jase Robbins” გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ერთ წელზე მეტი ასაკის ტელეფონები უნდა გადაიყაროს. ამიტომ მაღაზია მათ 5,5 ლარად ყიდის.

გარდა ამისა, ფეისბუკის რეკლამის განყოფილების მიხედვით, გვერდების მიერ გამოქვეყნებული პოსტები (1,2) დასპონსორებულია.

Screenshot 2023 10 12 155035 მაღაზია Zoommer-ის სახელით ყალბი გვერდები მომხმარებლების მოტყუებას ცდილობენ

კომპანია Zoommer-ის სახელით მოქმედი გვერდები თაღლითობის ნიშნებს ატარებს. Zoommer-ის ოფიციალურ გვერდს ინფორმაცია მსგავსი აქციების შესახებ არ გაუჟღერებია. გარდა ამისა, გვერდი “Jase Robbins” მსგავსი ტიპის შინაარსს წარსულში შვედურ ენაზეც ავრცელებდა.

  • გვერდი “Zoommer Laptops” ყალბი გვერდია და მას რეალურ კომპანიასთან საერთო არ აქვს

მიუხედავად იმისა, რომ გვერდს რეალურის მსგავსი პროფილისა და გარეკანის ფოტოები აქვს, ადვილად ამოსაცნობია, რომ გვერდი “Zoommer Laptops” ყალბია. პირველ რიგში, ამას მოწმობს მისი ზოგადი ინფორმაციის სექცია:

Zoommer-ის ოფიციალური გვერდი: გვერდი Zoommer Laptops
Screenshot 2023 10 12 155039 მაღაზია Zoommer-ის სახელით ყალბი გვერდები მომხმარებლების მოტყუებას ცდილობენ Screenshot 2023 10 12 155043 მაღაზია Zoommer-ის სახელით ყალბი გვერდები მომხმარებლების მოტყუებას ცდილობენ

აღსანიშნავია, რომ გვერდებს მხოლოდ აღწერის ნაწილი აქვთ იდენტური. გვერდი  Zoommer Laptops არ უთითებს კონკრეტულ მისამართს, რაც ავთენტიკურ გვერდზე მითითებულა. Zoommer Laptops-ის მიერ მითითებული ელ-ფოსტა ასევე საეჭვოდ გამოიყურება, რადგან მას არაოფიციალური დომენის დაბოლოება აქვს.

ამას გარდა, გვერდი „Zoommer Laptops“ რეკლამის გამოქვეყნების დღეს, 6 ოქტომბერსაა შექმნილი. 

Screenshot 2023 10 12 155047 მაღაზია Zoommer-ის სახელით ყალბი გვერდები მომხმარებლების მოტყუებას ცდილობენ

სხვა პოსტები კოპირებულია Zoommer-ის ავთენტიკური გვერდიდან ყოველგვარი ცვლილების გარეშე.

აღსანიშნავია, რომ პოსტს თან ახლავს “კმაყოფილი მომხამრებლების” ქართულენოვანი კომენტარები, რომლებიც აშკარად არ ეკუთვნის ქართველ მომხმარებლებს.

Screenshot 2023 10 12 155052 მაღაზია Zoommer-ის სახელით ყალბი გვერდები მომხმარებლების მოტყუებას ცდილობენ

დამატებით, კომენტარების ავტორების პროფილების ანალიზისას იკვეთება საერთო მახასიათებლები. ყველა მათგანს პროფილსა და გარეკანზე ერთნაირი სურათები უდევთ. ყველა მათგანი შექმნილია 2022 წლის სექტემბრის შემდეგ.

Screenshot 2023 10 12 155058 მაღაზია Zoommer-ის სახელით ყალბი გვერდები მომხმარებლების მოტყუებას ცდილობენ

მაგალითად:

გვერდებთან დაკავშირებული ეჭვების გარდა, ფოტოზე ნაჩვენები ლეპტოპები, Lenovo ideapad 3 15itl6, საერთოდ არ იყიდება Zoommer-ში.

Screenshot 2023 10 12 155104 მაღაზია Zoommer-ის სახელით ყალბი გვერდები მომხმარებლების მოტყუებას ცდილობენ

Ideapad 3-ის სხვა ვერსიების ფასი 1200-დან 2500 ლარამდეა.

  • გვერდი “Laptops Sale Zoommer” თაღლითობის ნიშნებს შეიცავს

მოცემული გვერდის კომპონენტები და შინაარსი ემთხვევა Zoommer Laptops-ს. რაც ძირითადი თაღლითური შინაარსი იგივეა და ერთი დღით ადრეა გამოქვეყნებული.

წინა მაგალითთან შედარებით საკონტაქტო ინფორმაცია უკეთაა შენიღბული, თუმცა ელფოსტა ამ შემთხვევაშიც არაოფიციალურია; მისამართი აქაც არაა დაკონკრეტებული.

Screenshot 2023 10 12 155108 მაღაზია Zoommer-ის სახელით ყალბი გვერდები მომხმარებლების მოტყუებას ცდილობენ

გვერდი 2023 წლის 5 ოქტომბერსაა შექმნილი.

Screenshot 2023 10 12 155117 მაღაზია Zoommer-ის სახელით ყალბი გვერდები მომხმარებლების მოტყუებას ცდილობენ

  • გვერდი “Jase Robbins” თაღლითობის არაერთ ნიშანს შეიცავს 

როგორც სურათზეა ნაჩვენები, გვერდი ასევე  Zoomer-თან აფილირებას ცდილობს:

Screenshot 2023 10 12 155148 მაღაზია Zoommer-ის სახელით ყალბი გვერდები მომხმარებლების მოტყუებას ცდილობენ

გვერდი საერთოდ არ შეიცავს საკონტაქტო ინფორმაციას:

Screenshot 2023 10 12 155154 მაღაზია Zoommer-ის სახელით ყალბი გვერდები მომხმარებლების მოტყუებას ცდილობენ

გარდა ამისა, გვერდი 2022 წლის 6 სექტემბერსაა შექმნილი. თუმცა, ამ პერიოდში გამოქვეყნებული პოსტები და კომენტარები მხოლოდ შვედურ ენაზეა:

Screenshot 2023 10 12 155207 მაღაზია Zoommer-ის სახელით ყალბი გვერდები მომხმარებლების მოტყუებას ცდილობენ

პოსტების დიზაინი და შინაარსი პრაქტიკულად ერთნაირია.

ლინკზე გადასვლის შემდეგ, გვერდს მომხარებელი 7towin2.shop-ზე გადაყავს, რომელიც თაღლითურ შინაარსს შეიცავს. გვერდი მომხმარებელს აცნობებს, რომ ისინი Zoomer-ის კამპანიას შეუერთდნენ და Iphone 14 Pro-ს შეძენა მხოლოდ 5,5 ლარად შეუძლიათ.

Screenshot 2023 10 12 155212 მაღაზია Zoommer-ის სახელით ყალბი გვერდები მომხმარებლების მოტყუებას ცდილობენ

  • გვერდები სავარაუდოდ ერთმანეთთანაა დაკავშირებული

იდენტური სააქციო ფასის (5,5 ლარი) გარდა, გვერდებს შორის უფრო მეტი მსგავსება იკვეთება. პირველი, მსგავსია მათი აქტივობის პერიოდი. გვერდებმა თაღლითური განცხადებები ერთი დღის სხვაობით გამოაქვეყნეს. ასევე, ორივე გვერდი ცდილობს შენიღბვას და Zoommer-თან ასოცირებას.

თუმცა, როგორც ჩანს, მსგავსებაა მათ კმაყოფილ „მომხმარებლებშიც“ შეგვიძლია ვიპოვნოთ. მაგალითად, ერთი და იგივე ანგარიშები შეიძლება შეამჩნიოთ ორივე გვერდის კომენტარების განყოფილებაში, ზოგჯერ სხვადასხვა ენაზე.

Screenshot 2023 10 12 155217 მაღაზია Zoommer-ის სახელით ყალბი გვერდები მომხმარებლების მოტყუებას ცდილობენ


მოამზადა ლუკა ჩიტიანმა
მითების დეტექტორის ლაბორატორია


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: თაღლითობა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist