2023 წლის 16-17 ოქტომბერს რუსულენოვანმა მედიამ და ფეისბუქ ანგარიშებმა (1, 2) თურქული სატირული ჟურნალი LeMan-ის გარეკანის ფოტო გამოაქვეყნეს. გარეკანზე გამოსახულია უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც გაბრაზებულია ჟურნალისტების გამო, რომლებიც ისრაელ-ჰამასის ომს აშუქებენ. გარეკანზე ასევე ვხვდებით აღწერას: DİKKATİNİ KENDİSİNE GERİ KAZANMAK İÇİN, NELERİ O YAPMAĞA HAZIR?. [“რაზეა იგი წამსვლელი, რომ ყურადღება კვლავ დაიბრუნოს?”]
LeMan-ის სახელით გავრცელებული გარეკანი გაყალბებულია. მსგავსი კარიკატურა გამოცემის ოფიციალურ ვებგვერდზე და სოციალურ ქსელებში არ გამოქვეყნებულა. გარეკანის სიყალბე თავად LeMan-მაც დაადასტურა.
ჟურნალის ბოლო ნომერი (2023/40) 18 ოქტომბერს გამოვიდა და არც ამ და არც წინა ნომრებში არ ვხვდებით კარიკატურას რომელიც ჟურნალისტებზე გაბრაზებულ ზელენსკის ასახავს.
ფაქტი, რომ გავცრცელებული გარეკანი გაყალბებულია, თავად LeMan-მა 16 ოქტომბერს Twitter-ზე დაადასტურა.
ცნობილი დასავლური გამოცემების გარეკანების გაყალბება კრემლის პროპაგანდის ერთ-ერთი აქტიური ინსტრუმენტია. მითების დეტექტორმა წარსულში როგორც ლემანის, აგრეთვე სხვა დასავლური გამოცემების გაყალბებული გარეკანები არაერთხელ გამოავლინა. მეტი ინფორმაციისთვის, იხილეთ:
- ბათუმში გამართულ აქციაზე LEMAN-ის სახელით გაყალბებული კარიკატურა ვრცელდება
- ნატოს სამიტის შემდეგ უცხოური გამოცემების სახელით უკრაინის პრეზიდენტზე ყალბი კარიკატურები ვრცელდება
- COURRIER INTERNATIONAL-ის სახელით უკრაინის შეიარაღებულ ძალებზე ყალბი კარიკატურა ვრცელდება
- გერმანული და პოლონური გამოცემების სახელით გაყალბებული გარეკანის ფოტოები ვრცელდება
- როგორ აყალბებს კრემლის პროპაგანდა დასავლური გამოცემების გარეკანებს უკრაინის წინააღმდეგ
მოამზადა ნატალია მატვიევამ
მითების დეტექტორის ლაბორატორია
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.