ვიდეომანიპულაცია, თითქოს მკვლევარებმა ინკების პირამიდაში არამიწიერი სიცოცხლის კვალს მიაგნეს

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

145
VIEWS

2023 წლის 13 ოქტომბერს ფეისბუქის ქართულენოვანმა მომხმარებელმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც, ავტორის მტკიცებით, ასახავს მკვლევარებს, რომლებმაც ინკების პირამიდაში არამიწიერი სიცოცხლის კვალს მიაგნეს. ვიდეოში ნაჩვენებია სამშენებლო ჯგუფი, რომელიც ტაძრის შესასვლელთან მუშაობს, რის შემდეგაც ვიდეო გადადის კადრზე, სადაც ადამიანები მიწისქვეშა დერეფანში გადაადგილდებიან, რომელიც ქვის ნაგებობებთან მიდის. ვიდეოს მომდევნო კადრი ასახავს ადამიანს, რომელიც უცხოპლანეტელების თავის ქალებს აღწერს, რის შემდეგაც კადრი გადადის უცხოპლანეტელი არსების ქანდაკებაზე.

Screenshot 2023 11 03 114231 ვიდეომანიპულაცია, თითქოს მკვლევარებმა ინკების პირამიდაში არამიწიერი სიცოცხლის კვალს მიაგნეს

პოსტი ვიდეომანიპულაციას შეიცავს, რადგან ვიდეო რეალურად ერთმანეთთან კავშირის არმქონე კადრების შეერთებითაა მიღებული, ხოლო ვიდეოს აღწერა მის შინაარსს არ შეესაბამება. ვიდეოს არც ერთი მონაკვეთი არ მიუთითებს იმაზე, რომ მასში ასახული ადამიანები მკვლევარები არიან და არც იმას ამტკიცებს, რომ მათ არამიწიერი სიცოცხლის მტკიცებულებას მიაკვლიეს. 

ვიდეოს საწყის კადრში ნაჩვენებია არა ინკების პირამიდა, არამედ თანამედროვე პერიოდში აშენებული ტურისტული სანახაობა, სახელწოდებით “აპუკუნაქ ტიანანი” (Apukunaq Tianan), რომელიც კუსკოს მახლობლად მდებარეობს. 

შესაბამისად, ვიდეოზე ასახული სამშენებლო ჯგუფი უძველეს პირამიდაში შეღწევის ნაცვლად, თანამედროვე ხელოვნების ობიექტის მშენებლობაზე მუშაობს. აგრეთვე, ვიდეოზე გამოსახული ტექსტი ესპანურიდან ითარგმნება, როგორც “ინკური აპუკუნაქ ტიანანის მშენებლობა, კუსკო.”

Screenshot 2023 11 03 114250 ვიდეომანიპულაცია, თითქოს მკვლევარებმა ინკების პირამიდაში არამიწიერი სიცოცხლის კვალს მიაგნეს Screenshot 2023 11 03 114257 ვიდეომანიპულაცია, თითქოს მკვლევარებმა ინკების პირამიდაში არამიწიერი სიცოცხლის კვალს მიაგნეს
კადრი გავრცელებული ვიდეოდან  აპუკუნაქ ტიანანი, კუსკო

ვიდეოს შემდეგი კადრში ღრმა გვირაბი მოჩანს, რომელიც ტაძრის შიგნით გადის და პოსტის მიხედვით, ინკური პირამიდის შიდა ინტერიერს ასახავს. 

რეალურად, კადრი ეგვიპტეში მდებარე საქარას პირამიდაშია გადაღებული. აღსანიშნავია, რომ კომპლექსის ცენტრში ნაპოვნი ქვის ნაგებობა, რომელიც ნაჩვენებია ვიდეოში 2:35-დან 3:30 საათამდე, ფარაონის სამარხს წარმოადგენს და მას ინკურ პირამიდასთან კავშირი არ აქვს.

Screenshot 2023 11 03 114327 ვიდეომანიპულაცია, თითქოს მკვლევარებმა ინკების პირამიდაში არამიწიერი სიცოცხლის კვალს მიაგნეს
კადრი ვიდეოდან

Screenshot 2023 11 03 114333 ვიდეომანიპულაცია, თითქოს მკვლევარებმა ინკების პირამიდაში არამიწიერი სიცოცხლის კვალს მიაგნეს

ფარაონის სამარხი, ზედხედი, საფეხუროვანი პირამიდის კომპლექსი, საქარა, ეგვიპტე (ფოტო: Leon Petrosyan, CC BY-SA 4.0) 

აღსანიშნავია, რომ ანალოგიური ვიდეო ფეისბუკის არაერთ გვერდსა და მომხმარებელს აქვს გამოქვეყნებული  (1, 2, 3). ყველა მათგანი უთითებს, რომ ვიდეო საქარას პირამიდის შიდა ინტერიერს ასახავს.

ვიდეოს ბოლო კლიპში ნაჩვენებია ქანდაკებები, რომელიც უცხოპლანეტელის ტიპურ გამოსახულებას წააგავს და ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს ქანდაკებები ინკების პირამიდაშია ნაპოვნი.

სინამდვილეში, ქანდაკებების ავთენტიკურობა Reuters-მა ჯერ კიდევ 2020 წელს გადაამოწმა და დაადგინა, რომ ქანდაკებები ავთენტური არ იყო და არტიფაქტებს არ წარმოადგენდა.

Reuters-ის ცნობით, ანთროპოლოგიისა და ისტორიის ეროვნული ინსტიტუტის (INAH) მკვლევარმა, არქოლოგმა ლუის მილეტმა განმარტა, რომ ქანდაკებები ავთენტიკური არ არის, ვინაიდან ისინი არაბუნებრივად კარგად არის მოპირკეთებული.

წყაროს შესახებ

ფეისბუქ მომხმარებელი Merab Ratishvili რეგულარულად ავრცელებს ანტიდასავლური შინაარსის დეზინფორმაციას და შეთქმულების თეორიებს, რომელთა უმეტესობა “მითების დეტექტორმა” წარსულშიც გადაამოწმა.


მოამზადეს ცისია კირვალიძემ და ანდრო კვიჟინაძემ
მითების დეტექტორის ლაბორატორია


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: მექსიკა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist