“ევრონიუსის” სახელით შექმნილი თაღლითური ფეისბუკ-გვერდები მარკ ცუკერბერგისა და ილონ მასკის ვიდეოფაბრიკაციებს ავრცელებენ

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

369
VIEWS

21 სექტემბერს, ფეისბუკ-გვერდმა EU news  მარკ ცუკერბერგის ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ის ადამიანებს დღეში 500 დოლარის გამომუშავებას სთავაზობს, ამისთვის კი მომხმარებლებს მხოლოდ ვებ-საიტზე რეგისტრაცია დასჭირდებათ. ვიდეოში ცუკერბერგი ოჯახთან ერთად მონაწილეობს და კადრებს მეტას ლოგო ადევს. 4 ოქტომბრის მდგომარეობით აღნიშნული ფეისბუქ გვერდი ხელმისაწვდომი აღარ არის.

10 სექტემბერს მსგავსი სახელწოდების კიდევ ერთმა ფეისბუკ-გვერდმა EU News ილონ მასკის ვიდეო გამოაქვეყნა. ვიდეოს მიხედვით, მთავრობა მასკის „მოშორებას“ ცდილობს მისი შემოსავლის პლატფორმის გამო, რომლის მეშვეობით ნებისმიერ ადამიანს თვეში 12 000 ევროს გამომუშავება შეუძლია. პოსტის თანახმად,  პროგრამა ავტომატურად მუშაობს და მისი მართვა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, პროექტზე წვდომა ლეგალურია და ვებ-საიტზე მხოლოდ რეგისტაციაა საჭირო. 

ამასთანავე, ფეისბუკ-გვერდ EU News-ის რეკლამების ბიბლიოთეკა გვიჩვენებს, რომ გვერდს ილონ მასკის ვიდეოები დარეკლამებული აქვს.

evroniusis sakhelith sheqmnili thaghlithuri pheisbuk gverdebi mark tsukerbergisa da ilon maskis videophabrikatsiebs avrtseleben "ევრონიუსის" სახელით შექმნილი თაღლითური ფეისბუკ-გვერდები მარკ ცუკერბერგისა და ილონ მასკის ვიდეოფაბრიკაციებს ავრცელებენ

evroniusis sakhelith sheqmnili thaghlithuri pheisbuk gverdebi mark tsukerbergisa da ilon maskis videophabrikatsiebs avrtseleben1 "ევრონიუსის" სახელით შექმნილი თაღლითური ფეისბუკ-გვერდები მარკ ცუკერბერგისა და ილონ მასკის ვიდეოფაბრიკაციებს ავრცელებენ

“ევრონიუსის” სახელით შექმნილი ორივე ფეისბუკ-გვერდი თაღლითობის ნიშნებს შეიცავს. “მეტას” ან “ევრონიუსის” ოფიციალურ გვერდებს მსგავს პროექტებზე მოწოდება არ გაუკეთებიათ. ასევე, ამ გვერდებზე გავრცელებული ილონ მასკისა და მარკ ცუკერბერგის ვიდეოების ავთენტიკური შინაარსი განსხვავებულია და მასში ფულის მოწოდებაზე არ საუბრობენ. 

  • EU news  თაღლითური გვერდია და  მარკ ცუკერბერგის ვიდეოს არასწორი გახმოვანებით ავრცელებს

ვიდეოში მარკ ცუკერბერგის ვიდეოს არასწორი თარგმანი ადევს. ავთენტიკურ ვერსიაში ვიდეო ხელოვნური ინტელექტის სისტემას Jarvis -ის ეხება, რომელიც ცუკერბერგის სახლის გასაკონტროლებლად შეიქმნა. ვიდეოში, რომელიც ცუკერბერგმა თავის ოფიციალურ ანგარიშზე გამოაქვეყნა, ვხედავთ, თუ როგორი ურთიერთობა აქვს მას ვირტუალურ მეგობართან.

მარკ ცუკერბერგის ვიდეოს კომენტარებში მითითებულია ვებგვერდი f-ted.amaxonn.info, რომელზეც მომხარებელს რეგისტრაციისკენ მოუწოდებენ. ვებგვერდი თაღლითურია და სანდოობის მოსაპოვებლად მასზე ცუკერბერგის ფოტო და მეტას ლოგოა მოცემული, რაც ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ გვერდი მეტას შექმნილია. საიტზე ვკითხულობთ ინფორმაციას „პროგრამის“ გამოყენების, უპირატესობებისა და რეგისტრაციის შესახებ, რომლის მეშვეობითაც მომხმარებელს ფულის გამომუშავება შეუძლია. ვებგვერდზე არანაირი საკონტაქტო ინფორმაცია არაა მოცემული.

 

evroniusis sakhelith sheqmnili thaghlithuri pheisbuk gverdebi mark tsukerbergisa da ilon maskis videophabrikatsiebs avrtseleben2 "ევრონიუსის" სახელით შექმნილი თაღლითური ფეისბუკ-გვერდები მარკ ცუკერბერგისა და ილონ მასკის ვიდეოფაბრიკაციებს ავრცელებენ
Whois.domaintools პლატფორმაზე ვნახულობთ, რომ ვებ-საიტი 2023 წლის 5 ივლისს შეიქმნა და IP მისამართად ამსტერდამია მითითებული.

evroniusis sakhelith sheqmnili thaghlithuri pheisbuk gverdebi mark tsukerbergisa da ilon maskis videophabrikatsiebs avrtseleben3 "ევრონიუსის" სახელით შექმნილი თაღლითური ფეისბუკ-გვერდები მარკ ცუკერბერგისა და ილონ მასკის ვიდეოფაბრიკაციებს ავრცელებენEU news ევრონიუსის სახელით შექმნილი თაღლითური გვერდია და ამავე ბრენდის ლოგოს იყენებს. გვერდის გამჭვირვალობის სექციაში გვერდის შექმნის თარიღად  2023 წლის 17 ივლისია მითითებული.

evroniusis sakhelith sheqmnili thaghlithuri pheisbuk gverdebi mark tsukerbergisa da ilon maskis videophabrikatsiebs avrtseleben4 "ევრონიუსის" სახელით შექმნილი თაღლითური ფეისბუკ-გვერდები მარკ ცუკერბერგისა და ილონ მასკის ვიდეოფაბრიკაციებს ავრცელებენ

  • EU News თაღლითური გვერდია და  ილონ მასკის  ვიდეოს არასწორი გახმოვანებით ავრცელებს

ფეისბუკზე ევრონიუსის სახელით კიდევ ერთი ყალბი გვერდი გვხდება, რომელიც იმავე სახელწოდებით EU News  პოზიციონირებს, ერთადერთი განსხვავება კი News -ის პირველი ასოში დიდი N-ის გამოყენებაა. გვერდი ილონ მასკის ინტერვიუს არასწორი გახმოვანებით ავრცელებს. ავთენტიკურ ვიდეოში ის არა ფულის გამომუშავებაზე არამედ  ტესლას პირველ დღეებზე, მიმებზე, ელექტრო მანქანების მნიშვნელობასა და სხვა თემებზე საუბრობს. EU News– ის მიერ გავრცელებული ვიდეოს კომენტარში ვებ-საიტი tan-pro.gentaxe.info არის მითითებული, სადაც მომხმარებელს რეგისტრაციისკენ მოუწოდებენ. ვებ-საიტს არც  ჩვენს შესახებ განყოფილება აქვს და მხოლოდ ილონ მასკის ფოტო და ვიდეოა განთავსებული. ამავე გვერდზე სარეგისტრაციო ფორმაა, რაც ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ვებგვერდი პერსონალური მონაცემების მოპოვებას ისახავს მიზნად.

evroniusis sakhelith sheqmnili thaghlithuri pheisbuk gverdebi mark tsukerbergisa da ilon maskis videophabrikatsiebs avrtseleben5 "ევრონიუსის" სახელით შექმნილი თაღლითური ფეისბუკ-გვერდები მარკ ცუკერბერგისა და ილონ მასკის ვიდეოფაბრიკაციებს ავრცელებენ

Whois.domaintools პლატფორმაზე ვნახულობთ, რომ ვებ-საიტი GentAxe.info f-ted.amaxonn.info -ის მსგავსად  2023 წლის 5 ივლისს შეიქმნა და IP მისამართად ამსტერდამია მითითებული. ეს და სხვა დეტალები ბადებს ეჭვს, რომ ორივე გვერდი ერთი და იმავე ადამიანის შექმნილია.

evroniusis sakhelith sheqmnili thaghlithuri pheisbuk gverdebi mark tsukerbergisa da ilon maskis videophabrikatsiebs avrtseleben6 "ევრონიუსის" სახელით შექმნილი თაღლითური ფეისბუკ-გვერდები მარკ ცუკერბერგისა და ილონ მასკის ვიდეოფაბრიკაციებს ავრცელებენ

რაც შეეხება EU News -ის ფეისბუის გამჭვირვალობის სექციას, მასში მითითებულია, რომ გვერდი 2023 წლის 27 ივნისს შეიქმნა და თავდაპირველად Юлия Кравцова ერქვა, 9 აგვისტოს კი EU News-დ გადაკეთდა.

evroniusis sakhelith sheqmnili thaghlithuri pheisbuk gverdebi mark tsukerbergisa da ilon maskis videophabrikatsiebs avrtseleben7 "ევრონიუსის" სახელით შექმნილი თაღლითური ფეისბუკ-გვერდები მარკ ცუკერბერგისა და ილონ მასკის ვიდეოფაბრიკაციებს ავრცელებენ

გარდა ამისა, EU News-ის მომხმარებლის მიმოხილვაში მხოლოდ ერთი კომენტარია, რომელშიც მომხარებელი წერს, რომ გვერდი თაღლითურია.

evroniusis sakhelith sheqmnili thaghlithuri pheisbuk gverdebi mark tsukerbergisa da ilon maskis videophabrikatsiebs avrtseleben8 "ევრონიუსის" სახელით შექმნილი თაღლითური ფეისბუკ-გვერდები მარკ ცუკერბერგისა და ილონ მასკის ვიდეოფაბრიკაციებს ავრცელებენ

აღსანიშნავია, რომ ცნობილი ადამიანების სახელების გამოყენება თაღლითური შინაარსის მქონე ვებ-საიტებზე/პოსტებში გავრცელებული მეთოდია, რათა პლატფორმაზე მეტი ადამიანი მიიზიდონ. ილონ მასკისა და მარკ ცუკერბერგის სახელით ყალბი ვიდეოები “მითების დეტექტორმა” წარსულშიც გადაამოწმა:


ილქინ გულიევ

მითების დეტექტორის ლაბორატორია


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: თაღლითობა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist