ილონ მასკის სახელით ყალბი ვიდეო ვრცელდება, რომელიც კიბერთაღლითობის ნიშნებს შეიცავს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

10.3k
VIEWS

5 ივნისს ფეისბუკ-გვერდმა Project Tesla X ამერიკელი ბიზნესმენისა და Space X-ის დამფუძნებლის ილონ მასკის ინტერვიუს ფრაგმენტი გამოაქვეყნა. ვიდეო რუსულად არის გახმოვანებული, რომელშიც ილონ მასკი ამბობს, რომ ტესლა იხურება და რუსეთიდან გადის, კომპანია კი ახალი პროექტების განხორციელებას აპირებს. მასკი პროგრამა -ტესლა X -ის შექმნას გვამცნობს. Მისი თქმით, ეს ალგორითმია, რომელსაც საფონდო ბირჟაზე დამოუკიდებლად ვაჭრობა შეუძლია და დღიურად 500 ევროს ქმნის. იგი ადამიანებს  მოუწოდებს ვებ-გვერდზე რეგისტრაცია გაიარონ და ლეგალური შემოსავალი მიიღონ. 

Screenshot 13 4 ილონ მასკის სახელით ყალბი ვიდეო ვრცელდება, რომელიც კიბერთაღლითობის ნიშნებს შეიცავს

ილონ მასკი: ტესლა იხურება და რუსეთიდან გადის. Ახლა მეტი შესაძლებლობა გვაქვს, რომ ახალი პროექტები განვახორციელოთ – სპეციალურად, ევროპის მაცხოვრებლებისთვის.  Ჩვენ შევქმენით პროგრამა – ტესლა X, ეს ალგორითმია, რომელსაც შეუძლია საფონდო ბირჟაზე დამოუკიდებლად ვაჭრობა და დღიური შემოსავალის – 500 ევროს გამომუშავება.

ვიდეოს კომენტარებში ლინკია ჩასმული, რომელზეც მომხმარებლებს რეგისტრაციისკენ მოუწოდებენ.

Screenshot 10 7 ილონ მასკის სახელით ყალბი ვიდეო ვრცელდება, რომელიც კიბერთაღლითობის ნიშნებს შეიცავს

ვებ-გვერდზე გადასვლისას, ვიდეოს ვხვდებით, რომელშიც ხსნიან, თუ როგორ მუშაობს პროექტის ალგორითმი. ვიდეოს მიხედვით, პროექტში მცირე ინვესტიციის ჩადებაა საჭირო, რომელსაც შემდეგ დიდი მოგება მოაქვს. აღნიშნულია, რომ Მასკის ფინანსურ რევოლუციაში ინვესტიცია უკვე ჩადეს ლეონარდო დიკაპრიომ, მარია შარაპოვამ და გრიგორი ლეპსმა.

ილონ მასკის ვიდეო ყალბი გახმოვანებით ვრცელდება. ვიდეოს სრული და ავთენტური ვერსია 2016 წელს  იუთუბ-არხზე “Y Combinator” გამოქვეყნდა, რომელშიც მასკი მის განვლილ ცხოვრებაზე, ტექნოლოგიურ პროგრესსა და SPACE X – ის განვითარებაზე საუბრობს.  Project Tesla X-ის კიბერ-თაღლითობის ნიშნებს შეიცავს. 

გამოქვეყნებული ვიდეო ფრაგმენტი ამოღებულია იუთუბ-არხის Y Combinator-ის მიერ 2016 ლის 15 სექტემბერს ჩაწერილი  ინტერვიუდან

Screenshot 11 6 ილონ მასკის სახელით ყალბი ვიდეო ვრცელდება, რომელიც კიბერთაღლითობის ნიშნებს შეიცავს

ინტერვიუში მასკი სხვადასხვა საკითხზე საუბრობს. Იგი ამბობს, რომ საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმის კეთება ყველა ადამიანს შეუძლია და აუცილებელი არ არის, რომ მისმა ქმედებამ სამყარო შეცვალოს. მასკი აღნიშნავს, რომ ტექნოლოგიები ყოველწლიურად ავტომატურად არ უმჯობესდება და ცვლილებებისთვის შრომაა საჭირო. Მან, მის განვლილ გზაზე, ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობასა და Space X -ის განვითარებაზე ისაუბრა. 

ვებ-გვერდი  TESLA X კიბერ-თაღლითობის ნიშნებს შეიცავს. საიტზე არანაირი საკონტაქტო ინფორმაცია არ არის მოცემული. Მომხმარებლებს რეგისტრაციის გავლასა და პირადი მონაცემების შეყვანას სთხოვენ. Whois Lookup-ის ინფორმაციით, ვებ-გვერდი 2021 წლის 25 ივლისს შეიქმნა და IP მისამართი გერმანიაში, ფრანკფურტში აქვს. 

Screenshot 12 6 ილონ მასკის სახელით ყალბი ვიდეო ვრცელდება, რომელიც კიბერთაღლითობის ნიშნებს შეიცავს

აღსანიშნავია, რომ ვიდეო წარსულში თითქმის იდენტური შინაარსის გახმოვანებით კორპორაცია მეტას (ფეისბუკი) დამფუძნებლის – მარკ ცუკერბერგის სახელითაც ვრცელდებოდა. Რუსული გახმოვანების მიხედვით, მარკ ცუკერბერგი რუსეთში ფეისბუკის დახურვას აანონსებდა და ამბობდა, რომ შექმნა პროექტი – Libra, რომლის მეშვეობითაც, მომხმარებლებს დღეში 500 ევროს გამომუშავება შეეძლოთ. ვრცლად, Ამის შესახებ, იხილეთ მითების დეტექტორის სტატია:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, რუსეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist