სოციალურ ქსელში ემანუელ მაკრონის ხელოვნური ინტელექტით (AI) გენერირებული ფოტო ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

381
VIEWS

17-18 მარტს ფეისბუქზე საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ფოტო (1, 2, 3, 4, 5) გავრცელდა, იდენტურ ფოტოს ფეისბუქის რუსულენოვანი მომხმარებელი და რუსული გამოცემა Pravda-ს ინგლისური რედაქციაც აქვეყნებს. გავრცელებულ ფოტოზე ემანუელ მაკრონს ვარდისფერი პიჟამა აცვია და საწოლზე ზის. ფეისბუქ მომხმარებლების ნაწილი მაკრონის ფოტოს რეალურად აღიქვამს. ასევე, ზოგიერთი აღწერაში მიუთითებენ, რომ ასეთ ფორმაში მაკრონი, თითქოს, საბრძოლოდ, რუსეთის არმიის შესაკავებლად და ,,მოსკოვის ასაღებად” ემზადება. 

ემანუელ მაკრონი

ემანუელ მაკრონის ფოტო, თითქოს მას ვარდისფერი პიჟამა აცვია, ხელოვნური ინტელექტის მიერაა გენერირებული. პირველად ის 9 თვის წინ გასართობ ინტერნეტ ვებ-საიტზე გავრცელდა, მაკრონთან ერთად კი მსოფლიოს სხვა ლიდერებიც ვარდისფერ პიჟამაში არიან გამოწყობილი. 

2023 წლის 18 ივნისს გასართობი ვებსაიტის Reddit-ის ერთ-ერთმა მომხმარებელმა მსოფლიო ლიდერების ხელოვნური ინტელექტით დამუშავებული ფოტოები გამოაქვეყნა, ყველა მათგანს, მათ შორის, ემანუელ მაკრონს, ვარდისფერი პიჟამა აცვიათ (არქივი). ფოტოები Midjourney-ის პროგრამის საშუალებითაა გენერირებული. ფოტოებს Reddit-ზე  MidJourney-ის ოფიციალური არხიც აზიარებს, პოსტს კი ,,ხუმრობა/მიმები-ის” კატეგორიაში ათავსებს. 

trampi სოციალურ ქსელში ემანუელ მაკრონის ხელოვნური ინტელექტით (AI) გენერირებული ფოტო ვრცელდება putini სოციალურ ქსელში ემანუელ მაკრონის ხელოვნური ინტელექტით (AI) გენერირებული ფოტო ვრცელდება

ემანუელ მაკრონის გავრცელებულ ფოტოზე დაკვირვებით შესამჩნევია, რომ ის ხელოვნური ინტელექტითაა გენერირებული. მაგალითად, საფრანგეთის პრეზიდენტს მარჯვენა ხელზე არაბუნებრივად გრძელი თითები აქვს, ხოლო მარცხენა ხელის მაჯაც ასევე არაბუნებრივად გამოიყურება. ასევე, პიჟამაზე რამდენიმე ადგილას პრინტი კარგად არ გაირჩევა. 

makroni სოციალურ ქსელში ემანუელ მაკრონის ხელოვნური ინტელექტით (AI) გენერირებული ფოტო ვრცელდება

აღსანიშნავია, რომ ემანუელ მაკრონის მადისკრედიტირებელი პოსტები მას შემდეგ გახშირდა, რაც მან არ გამორიცხა, საჭიროების შემთხვევაში, უკრაინაში ფრანგი სამხედროები გაგზავნოს

თუმცა, ემანუელ მაკრონთან დაკავშირებით ყალბი ინფორმაცია და ვიზუალური მანიპულაციები წარსულშიც ხშირად გავრცელებულა და ისინი ,,მითების დეტექტორმა”  აქამდეც არაერთხელ გადაამოწმა. ვრცლად მასალები:

წყაროების შესახებ:

ფეისბუქ მომხმარებელს, სანდრო ლობჟანიძეს აქამდეც გაურცელებია მცდარი ინფორმაცია. ლობჟანიძემ წარსულშიც გამოაქვეყნა დეზინფორმაციული და მანიპულაციური შინაარსის პოსტები, მათ შორის უკრაინის ეკლესიასთან დაკავშირებული. 

ანგარიში ,,შიინ ევროპისკენ” კოორდინირებულად ავრცელებს ჰომოფობიური და ანტიდასავლური შინაარსის ინფორმაციას, მათ შორის, დეზინფორმაციული ხასიათის მტკიცებებსა და გაყალბებულ ფოტო-ვიდეო მასალას.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: საფრანგეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist