რაზე საუბრობს მაკრონი რეალურად და არიან თუ არა გერმანია და პოლონეთი დამოკიდებული რუსულ გაზზე?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

101
VIEWS

12 დეკემბერს ანონიმურმა ფეისბუქ ანგარიშმა ანტი ლიბერალი საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონისა და ფრანგი პოლიტიკოსის მარინ ლე პენის საუბრის რუსულენოვანი ვიდეო გამოაქვეყნა, რომელსაც ქართული სუბტიტრები აქვს დართული. ვიდეოში ვისმენთ, როგორ ამტკიცებს მაკრონი, რომ მათ რუსული ბუნებრივი აირი არ სჭირდებათ, ხოლო ლე პენის კითხვის პასუხად, თუ საიდან აპირებს ბუნებრივი აირის შეძენას, ის გერმანიას და პოლონეთს ასახელებს. მარინ ლე პენი აღნიშნავს, რომ ეს ქვეყნები ბუნებრივ აირს რუსეთისგან ყიდულობენ, რაზეც მაკრონი პასუხობს, რომ ეს ამ ქვეყნების პრობლემაა.

makroni da le pani rusul binebriv airze რაზე საუბრობს მაკრონი რეალურად და არიან თუ არა გერმანია და პოლონეთი დამოკიდებული რუსულ გაზზე?

ფეისბუქზე გავრცელებული ვიდეო გაყალბებულია. ვიდეოში საფრანგეთის 2017 წლის წინასაარჩევნო საპრეზიდენტო დებატების კადრებია გამოყენებული. დებატებში მაკრონსა და ლე პენს შორის რუსული ბუნებრივი აირის იმპორტის აკრძალვის შესახებ დიალოგი არ შემდგარა. მცდარია ის მტკიცებაც, რომ გერმანია და პოლონეთი რუსულ ბუნებრივ აირზე არიან დამოკიდებული.

გავრცელებული ვიდეო ტიკტოკის ანგარიშს adam721024-ს ეკუთვნის, რომელმაც ვიდეო საკუთარ გვერდზე 2022 წლის 8 მაისს გამოაქვეყნა, ამ მონაცემებით, ვიდეოს 1.3 მილიონი ნახვა აქვს. ანგარიში რუსულენოვანია და ის ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსების ამსახველ ვიდეოებს, სადაც ისინი გაშარჟებულები არიან, რეგულარულად აქვეყნებს. 

ფრანგი პოლიტიკოსების ამსახველი ვიდეოს კადრები 2017 წლის 4 მაისის საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ გამართული დებატებიდანაა ამოჭრილი. კადრი საკმაოდ მოახლოებულია, რაც პოლიტიკოსების ფონის დანახვის საშუალებას არ გვაძლევს, თუმცა მაკრონისა და ლე პენის ჩაცმულობა, კონკრეტულად კი მათი კოსტიუმების ფერი, ასევე ლე პენის ყელსაბამი და მისი საყელო დებატების იდენტურია.

makroni da le pani rusul binebriv airze1 რაზე საუბრობს მაკრონი რეალურად და არიან თუ არა გერმანია და პოლონეთი დამოკიდებული რუსულ გაზზე?
მარინ ლე პენი და ემანუელ მაკრონი, კადრები ფეისბუქზე გავრცელებული ვიდეოდან
makroni da le pani rusul binebriv airze2 რაზე საუბრობს მაკრონი რეალურად და არიან თუ არა გერმანია და პოლონეთი დამოკიდებული რუსულ გაზზე?
მარინ ლე პენი და ემანუელ მაკრონი, კადრები 2017 წლის 4 მაისის დებატებიდან

დებატების იმ მონაკვეთში, სადაც პრეზიდენტობის კანდიდატები საგარეო პოლიტიკას განიხილავდნენ, მაკრონმა აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინთან ურთიერთობაში რამდენიმე პრობლემა არსებობს, მათ შორის უკრაინის კონფლიქტი, რომლის დეესკალაციაც საჭიროა და კონფლიქტი სირიაში, სადაც რუსეთი გამოსავლის ნაწილია, თუმცა, განსხვავებით ლე პენისგან, ის არ დაუშვებს, რომ მისი ქცევა პუტინის მიერ იყოს ნაკარნახევი. ლე პენის განცხადებით კი, არ არსებობს რუსეთის წინააღმდეგ ცივი ომის წარმოების მიზეზი, რადგან რუსეთს საფრანგეთის მიმართ მტრული განწყობა არ გამოუვლენია.

ამ დებატების მანძილზე მხარეებს რუსული ბუნებრივი აირის აკრძალვის შესახებ არ უსაუბრიათ, შესაბამისად, ვიდეოში გაჟღერებული რუსულენოვანი დიალოგი და მისი ქართულენოვანი თარგმანი სიმართლეს არ შეესაბამება. 

ბოლო საჯარო დებატები მაკრონსა და ლე პენს შორის 2022 წლის აპრილში საპრეზიდენტო არჩევნებამდე გაიმართა. მხარეები რუსული ბუნებრივი აირის თემასაც შეეხნენ, თუმცა გერმანია და პოლონეთი არ უხსენებიათ. ლე პენის პოზიციით, რუსეთის წინააღმდეგ მიმართული ერთადერთი სანქცია, რომელსაც ის არ ეთანხმება, ბუნებრივ აირზე დაწესებული სანქციაა, რადგან ის საფრანგეთს უფრო აზიანებს, ვიდრე რუსეთს. ამის საპასუხოდ მაკრონმა ლე პენი მისი პარტიის მიერ რუსული ბანკიდან აღებული სესხის გამო კრემლზე დამოკიდებულებაში დაადანაშაულა

რაც შეეხება ვიდეოში გაჟღერებულ მტკიცებებს, რომ გერმანია და პოლონეთი ბუნებრივ აირს რუსეთიდან იღებენ, ის რეალობას არ შეესაბამება. რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულება ორივე ქვეყანამ მნიშვნელოვნად შეამცირა. 2022 წელს რუსული ბუნებრივი აირის წილი გერმანიის მთლიანი იმპორტის მხოლოდ 22%-ს შეადგენდა (2021 წელს ეს მაჩვენებელი 51% იყო), თუმცა იმპორტის ძირითადი ნაწილი წლის პირველ ნახევარზე მოდიოდა, 2022 წლის ივნისიდან სექტემბრამდე იმპორტირებული ბუნებრივი აირის მოცულობა ნულამდე შემცირდა

პოლონეთში იმპორტირებული ბუნებრივი აირის მოცულობაც მნიშვნელოვნადაა შემცირებული. 2022 წლის მაისში პოლონეთმა იამალის მილსადენით რუსული გაზის მიღება შეწყვიტა, მას შემდეგ, რაც რუსეთმა ბუნებრივი აირის საფასურის რუბლში გადახდა მოითხოვა

makroni da le pani rusul binebriv airze3 რაზე საუბრობს მაკრონი რეალურად და არიან თუ არა გერმანია და პოლონეთი დამოკიდებული რუსულ გაზზე?
რუსული ბუნებრივი აირის იმპორტი პოლონეთში, წყარო: tradingeconomics.com

წყაროს შესახებ: 

ფეისბუქ ანგარიში ანტი ლიბერალი ანტიუკრაინული და ანტიდასავლური შინაარსის პოსტებს ხშირად ავრცელებს. ეს ანგარიშის მიერ გავრცელებული პირველი დეზინფორმაცია არაა, 2022 წლის მაისში გვერდი ავრცელებდა ვიდეოს, რომლიც მიხედვითაც, უკრაინაში გაგზავნილი ჰუმანიტარული დახმარება სუპერმარკეტში იყიდება. ვრცლად თემის შესახებ იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალაში: 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, საფრანგეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist