დეზინფორმაცია, თითქოს უკრაინული სუპერმარკეტი პოლონეთიდან გაგზავნილ ჰუმანიტარულ დახმარებას ყიდის

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

884
VIEWS

25 მაისს ფეისბუქ-პროფილმა ანტი ლიბერალი სუპერმარკეტში გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა, მასში რამდენიმე კონსერვს აჩვენებენ, რომლებსაც ქილაზე პოლონური წარწერები აქვთ. პოსტის აღწერის მიხედვით, უკრაინის ქალაქ ხარკოვში მდებარე სუპერმარკეტში “АТБ” პოლონეთის მიერ უკრაინისთვის გაგზავნილი ჰუმანიტარულ დახმარება პირდაპირ დახლებზე ხვდება.

konservi1 დეზინფორმაცია, თითქოს უკრაინული სუპერმარკეტი პოლონეთიდან გაგზავნილ ჰუმანიტარულ დახმარებას ყიდის

konservi 2 დეზინფორმაცია, თითქოს უკრაინული სუპერმარკეტი პოლონეთიდან გაგზავნილ ჰუმანიტარულ დახმარებას ყიდის

იგივე ინფორმაცია რუსულ და უკრაინულენოვან წყაროებშიც (12) გავრცელდა.

მტკიცება, თითქოს სუპერმარკეტ АТБ-ში პოლონეთიდან უკრაინაში გაგზავნილი ჰუმანიტარული პროდუქცია იყიდება, დეზინფორმაციაა. კომპანიამ ბრალდება თვითონვე უარყო და აღნიშნა, რომ კადრებში ნაჩვენები პროდუქცია პოლონეთიდან იმპორტირებულია და ჰუმანიტარულ დახმარებასთან კავშირი არ აქვს. 9 მარტს მიღებული N234 დადგენილების მიხედვით, საომარი მდგომარეობის დროს, უკრაინულის გარდა, სხვა ენებზე ეტიკეტირებული იმპორტირებული პროდუქციის გაყიდვაც დაშვებულია.

27 მარტს სუპერმარკეტმა “АТБ” ბრალდებების საპასუხოდ, საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელში აღნიშნულია, რომ ვიდეოებსა და ფოტოებზე ნაჩვენებ პროდუქციას ჰუმანიტარულ დახმარებასთან კავშირი არ აქვს. მათი თქმით, შიდა ბაზარზე არასაკმარისი პროდუქციის გამო, კომპანიამ პოლონეთიდან, ბალტიისპირა ქვეყნებიდან და თურქეთიდან სურსათისა და აუცილებელი საქონლის პირდაპირი იმპორტი დაიწყო.

konservi3 დეზინფორმაცია, თითქოს უკრაინული სუპერმარკეტი პოლონეთიდან გაგზავნილ ჰუმანიტარულ დახმარებას ყიდის

სუპერმარკეტის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მაღაზიებში მარაგების სწრაფად შევსებისა და ქვეყანაში სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, კომპანია საქონლის იმპორტს თითოეულ პროდუქტზე უკრაინულ ენაზე შესაბამისი ეტიკეტის მითითების გარეშე ახორციელებს, რომელიც შესაბამისობაში მოდის უკრაინის მინისტრთა კაბინეტის 2022 წლის 9 მარტის N234 დადგენილებასთან – “იმპორტირებული სურსათისა და საკვების უწყვეტი მიწოდების ღონისძიებები საომარი მდგომარეობის პირობებში”.

უკრაინის ტერიტორიაზე არსებულ სუპერმარკეტებში ზოგიერთ პროდუქციას შესაძლოა უკრაინული ეტიკეტი არ ჰქონდეს, რადგან N234 დადგენილებით ეს ვალდებულება მოიხსნა. დადგენილებაში  აღნიშნულია, რომ საომარი მდგომარეობის დროს, სურსათის ბაზრის ოპერატორებს უფლება აქვთ, სახელმწიფო ენის გარდა, სხვა ენებზე ეტიკეტირებული იმპორტირებული პროდუქციაც გაყიდონ.

konservi 3 დეზინფორმაცია, თითქოს უკრაინული სუპერმარკეტი პოლონეთიდან გაგზავნილ ჰუმანიტარულ დახმარებას ყიდის

აღნიშნული ინფორმაცია უკრაინულმა ფაქტების გადამოწმების პლატფორმა Vox Ukraine-მ 6 აპრილს გადაამოწმა. სტატიაში აღნიშნულია, რომ 27 მარტს АТБ-ში ჰუმანიტარული ტვირთის გაყიდვის ბრალდება კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა – ბორის მარკოვმაც უარყო.

რუსეთ-უკრაინის ომის დროს ჰუმანიტარულ დახმარებასთან დაკავშირებით გავრცელებული დეზინფორმაციების შესახებ იხილეთ “მითების დეტექტორის” სტატიები:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, უკრაინა
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist