ფოტომანიპულაცია, თითქოს საფრანგეთის პრეზიდენტი ფერმერებს გაექცა

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

195
VIEWS

2024 წლის 24-25 თებერვალს ქართულენოვანმა ფეისბუკ ანგარიშმა მაია თვალთვაძე და რუსულენოვანმა ფეისბუქ მომხმარებლებმა (1, 2), ასევე რუსულმა სამთავრობო მედია Царьград-მა და კრემლის პროპაგანდისტმა, ვლადიმირ სოლოვიოვმა გაავრცელეს საფრანგეთის პრეზიდენტის ფოტო, რომელზეც ჩანს, თუ როგორ გარბის იგი. ავტორების მტკიცებით, პარიზის სასოფლო-სამეურნეო პავილიონის გახსნისას, იქ შეკრებილი ფრანგი ფერმერები სახელმწიფოს აგრარულ პოლიტიკას აპროტესტებდნენ და მაკრონზე თავდასხმაც სცადეს, რა დროსაც, მაკრონი გაიქცა.

საფრანგეთის პრეზიდენტი ფერმერებს გაექცა

ფოტო, რომელიც, თითქოს, მაკრონის ფერმერებისგან გაქცევას ასახავს, მანიპულაციურად ვრცელდება. ის 2023 წელსაა გადაღებული. რეალურად, საფრანგეთის პრეზიდენტი სასოფოლო-სამეურნეო გამოფენაზე მიწვეულ სტუმრებთან მისასალმებლად მიდის და ის ფერმერებს არ გაურბის. 

ემანუელ მაკრონის ფოტო ახალი არ არის, ის ერთი წლის წინაა გადაღებული. პარიზის საერთაშორისო სასოფლო-სამეურნეო გამოფენა 1884 წელს დაფუძნებული ყოველწლიური ფესტივალია, წელს ის მესამოცედ ტარდება. გავრცელებული ფოტო სწორედ ამ ფესტივალზეა გადაღებული, თუმცა 2023 წელს. გასული წლის 25 თებერვალს ემანუელ მაკრონი პარიზის საერთაშორისო სასოფლო-სამეურნეო გამოფენის გახსნას დაესწრო, სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტო კი ფრანგული გამოცემა AFP-ის ჟურნალისტმა გადაუღო. Getty Images-ის აღწერის მიხედვით, ფოტოს გადაღებისას საფრანგეთის პრეზიდენტი პარიზის საერთაშორისო სასოფლო-სამეურნეო გამოფენაზე მის მიერ დაპატიჟებული სტუმრების მისასალმებლად ,,მირბოდა”.

საფრანგეთის პრეზიდენტი ფერმერებს გაექცა
წყარო: Getty Images

პარიზის საერთაშორისო სასოფლო-სამეურნეო გამოფენა წელს 24 თებერვლიდან 3 მარტამდე პერიოდში იმართება და ის ფერმერების პროტესტით გაიხსნა. ფრანგი ფერმერები სასოფლო-სამეურნეო გამოფენაზე ევროკავშირის მწვანე პოლიტიკისადმი პროტესტის ნიშნად შეიჭრნენ. მათი ნაწილი მაკრონს უყვიროდა და გადადგომისკენ მოუწოდებდა. ემანუელ მაკრონი სასოფლო-სამეურნეო გამოფენის გახსნას დაესწრო, რათა დებატები გაემართა ფერმერებთან, საკვების გადამამუშავებლებსა და საცალო გამყიდველებთან, თუმცა ფერმერებმა საბოლოოდ დებატებზე უარი თქვეს. 

ფერმერები ევროპის მასშტაბით რამდენიმე კვირაა საპროტესტო გამოსვლებს მართავენ. მათ წლებია ტვირთად აწევთ საცალო ვაჭრობისა და სასოფლო-სამეურნეო კომპანიების ვალი, მათი ანაზღაურება მცირეა იაფი უცხოური იმპორტის გამო, ასევე ფერმერები აპროტესტებენ სუბსიდირების სისტემასაც. უკრაინაში განახლებულმა ომმა, ევროპელი ფერმერების მდგომარეობა უფრო გაართულა. ამ პერიოდში ხორბალზე ფასი მცირე პერიოდით გაიზარდა, რუსეთის აგრესიამ კი სავაჭრო ნაკადი შეაჩერა. 

ფერმერთა საპროტესტო გამოსვლების შესახებ ყალბი ინფორმაცია “მითების დეტექტორს” წარსულშიც გადაუმოწმებია. ვრცლად, იხილეთ:

საფრანგეთის პრეზიდენტთან დაკავშირებით მცდარი ან შეცდომაში შემყვანი ცნობები ადრეც გავრცელებულა. მეტი ინფორმაციისთვის, იხილეთ ,,მითების დეტექტორის”  მასალები:

წყაროს შესახებ

ფეისბუქ ანგარიში მაია თვალთვაძე რეგულარულად ავრცელებს დეზინფორმაციასა და შეთქმულების თეორიებს. თვალთვაძის მიერ გავრცელებული მცდარი ინფორმაცია “მითების დეტექტორმა” წარსულშიც არაერთხელ გადაამოწმა

არქივის ბმულები: მაია თვალთვაძე, Царьград, ვლადიმირ სოლოვიოვი


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: საფრანგეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist