უკრაინასა და საფრანგეთზე “ევრონიუსის” სახელით კიდევ ერთი გაყალბებული ვიდეო ვრცელდება

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

101
VIEWS

8-11 თებერვალს ფეისბუქ-მომხმარებელმა Abuladze Paata და რუსულენოვანმა ტელეგრამ-არხებმა (1;2) გამოაქვეყნეს ვიდეო, რომლის მიხედვითაც საფრანგეთში უკრაინის საელჩოს განცხადებამ ადგილობრივი ფერმერების გაბრაზება გამოიწვია. ვიდეოში, რომელსაც “ევრონიუსის” ლოგო აქვს დართული, ნაჩვენებია დოკუმენტი, თითქოს უკრაინის საელჩომ ფერმერებს პროტესტის შეწყვეტისა და უკრაინელი ხალხის მსგავსად საკუთარი სამშობლოსთვის გაერთიანებისკენ მოუწოდა. ვიდეოს მიხედვით, განცხადებას ფერმერთა გაერთიანების ხელმძღვანელი გაემოეხმაურა და თქვა, რომ უკრაინას არ აქვს უფლება, რაიმე მოითხოვოს საფრანგეთისგან და მოსაზრება თავისთვის უნდა დაიტოვოს. ავტორების მტკიცებით, გაბრაზებულმა ფერმერებმა საფრანგეთში უკრაინის საელჩოს ნაკელი შეაყარეს.  

evroniusi1 უკრაინასა და საფრანგეთზე “ევრონიუსის” სახელით კიდევ ერთი გაყალბებული ვიდეო ვრცელდება

“ევრონიუსის” ლოგოს გამოყენებით ვიდეოფაბრიკაცია ვრცელდება. რეალურად, მედიას მსგავსი შინაარსის ინფორმაცია არასდროს გამოუქვეყნებია. ფერმერებს უკრაინის საელჩოს შენობისთვის ნაკელი არ შეუყრიათ, გაყალბებულია ფერმერთა გაერთიანების ხელმძღვანელის კომენტარი და საელჩოს განცხადების დოკუმენტიც.  

ევრონიუსის ლოგოს გამოყენებით კიდევ ერთი ყალბი ვიდეო ვრცელდება. რეალურად, მედიას მსგავსი შინაარსის მასალა არცერთ პლატფორმაზე არ გამოუქვეყნებია (1;2;3;4).  

ასევე, ინფორმაცია, თითქოს ფერმერებმა საფრანგეთში უკრაინის საელჩოს ნაკელი შეასხეს, არ დასტურდება – აღნიშული ადგილობრივ მედიას, მაგალითად, France 24-ს, Le Monde-სა და სხვებს არ გაუშუქებია. კადრები, რომელიც ვიდეოს დასაწყისშია გამოყენებული, ნამდვილად ფერმერთა პროტესტს ასახავს, თუმცა უკრაინის საელჩოსთან არ არის გადაღებული. ვიდეოს ავტორების მტკიცებით, უკრაინის საელჩოს განცხადება 2024 წლის 7 თებერვლით თარიღდება – შესაბამისად, ფერმერებს პროტესტი მომდევნო დღეებში უნდა გამოეხატათ, თუმცა გამოყენებული ვიდეო სოციალურ ქსელებში 2023 წლის დეკემბრიდან ვრცელდება (1;2). 

evroniusi9 უკრაინასა და საფრანგეთზე “ევრონიუსის” სახელით კიდევ ერთი გაყალბებული ვიდეო ვრცელდება
მარცხნივ: სქრინშოტი ყალბი ვიდეოდან; მარჯვნივ: სქრინშოტი Sky News Australia-ს მიერ 2023 წლის 19 დეკემბერს გამოქვეყნებული ვიდეოდან

რეალურად, კადრები არა უკრაინის საელჩოს, არამედ საფრანგეთის ქალაქ დიჟონში მდებარე რეგიონული საბჭოს შენობას ასახავს. Google maps-ის მეშვეობით შეგვიძლია ვნახოთ, რომ შენობა ვიდეოში ნაჩვენები შენობის იდენტურია და მის შესასვლელთან ევროკავშირის, საფრანგეთისა და უკრაინის დროშებია აღმართული.  

evroniusi3 უკრაინასა და საფრანგეთზე “ევრონიუსის” სახელით კიდევ ერთი გაყალბებული ვიდეო ვრცელდება
საფრანგეთის ქალაქ დიჟონში მდებარე რეგიონული საბჭოს შენობა. სქრინშოტი: Google Maps
evroniusi4 უკრაინასა და საფრანგეთზე “ევრონიუსის” სახელით კიდევ ერთი გაყალბებული ვიდეო ვრცელდება
მარჯვნივ: დიჟონში მდებარე რეგიონული საბჭოს შენობა; მარჯვნივ: გაყალბებულ ვიდეოში გამოყენებული კადრები

გარდა ამისა, საფრანგეთში უკრაინის საელჩო არა დიჟონში, არამედ პარიზში მდებარეობს. საელჩოს შენობა ვიზუალურადაც განსხვავდება ვიდეოში ნაჩვენები რეგიონული საბჭოს შენობისგან. 

evroniusi5 უკრაინასა და საფრანგეთზე “ევრონიუსის” სახელით კიდევ ერთი გაყალბებული ვიდეო ვრცელდება
უკრაინის საელჩო პარიზში. ფოტო: Google Maps

რაც შეეხება უკრაინის საელჩოს მიერ 7 თებერვლით დათარიღებული განცხადების გავრცელებას – მსგავსი შინაარსის განცხადება ღია წყაროებით არ იძებნება, ასევე, არ გამოქვეყნებულა საფრანგეთში უკრაინის საელჩოს ოფიციალურ გვერდებზე (1;2;3).  

“ევრონიუსის” ლოგოთი გავრცელებული ვიდეოფაბრიკაცია ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაცია Open-მაც გადაამოწმა. ორგანიზაციამ გაყალბებულ დოკუმენტზე დატანილი ხელმოწერა, რომელიც, ვიდეოს ავტორების მტკიცებით, საფრანგეთში უკრაინის ელჩს, ვადიმ ომელჩენკოს ეკუთვნის, მის ნამდვილ ხელმოწერას შეადარა. აღმოჩნდა, რომ გარდა სხვა უზუსტობებისა, ვიდეოში ნაჩვენები ელჩის ხელმოწერა ნამდვილს არ ემთხვევა.  

evroniusi6 უკრაინასა და საფრანგეთზე “ევრონიუსის” სახელით კიდევ ერთი გაყალბებული ვიდეო ვრცელდება
გაყალბებული დოკუმენტი ვიდეოდან
evroniusi7 უკრაინასა და საფრანგეთზე “ევრონიუსის” სახელით კიდევ ერთი გაყალბებული ვიდეო ვრცელდება
მარცხნივ: ვადიმ ომელჩენკოს ხელმოწერა; მარჯვნივ: ხელმოწერა გაყალბებულ დოკუმენტზე

ვიდეოში ასევე გაყალბებულია საფრანგეთში ყველაზე დიდი ფერმერთა გაერთიანების ხელმძღვანელის, არნო რუსოს კომენტარი. კადრები, რომელსაც მისი გაყალბებული განცხადების ტექსტი ადევს, ამოჭრილია ინტერვიუდან, რომელიც 2 თებერვალს არის გამოქვეყნებული.  

evroniusi8 უკრაინასა და საფრანგეთზე “ევრონიუსის” სახელით კიდევ ერთი გაყალბებული ვიდეო ვრცელდება

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ სხვადასხვა ცნობილი მედიის, მათ შორის, “ევრონიუსის” სახელით პერიოდულად ვრცელდება გაყალბებული ვიდოები, რომლებიც, ძირითადად, უკრაინასა და დასავლეთში განვითარებულ მოვლენებს ეხება, ხოლო მიზნად უკრაინისა და ევროკავშირის ქვეყნების დისკრედიტაციას ისახავს. ევრონიუსის სახელით გაყალბებული ვიდეო “მითების დეტექტორის” წარსულშიც გადაუმოწმებია (1;2;3).  

ცნობილი მედიების სახელით გავრცელებულ ვიდეოფაბრიკაციებს საერთო ნიშნები აქვს – ავტორები დეზინფორმაციის გასავრცელებლად საზოგადოებისთვის სანდო მედიების ლოგოებს იყენებენ და ვიდეოებს მათ სიუჟეტებს ამსგავსებენ. ასევე, ყალბი ინფორმაციის ზუსტი პირველწყარო ზოგჯერ დაუდგენელია, თუმცა ვიდეოების გავრცელება ძირითადად რუსული მედიით და ტელეგრამ არხებით ხდება. ასევე, ვიდეოებში გამოყენებულია ზოგადი, სხვადასხვა ვიდეოებიდან ამოჭრილი კადრები. გარდა ამისა, ვიდეოებს ხშირად ადევს მუსიკა და ტიტრები, თუმცა, აღსანიშნავია, რომ ევრონიუსის მიერ მომზადებულ მსგავს მასალებს არა მუსიკა, არამედ ხმა ადევს, რომელიც ტიტრებს ახმოვანებს.    

ვინ და როგორ აყალბებს ვიდეოებს ცნობილი მედიების სახელით – სრულად წაიკითხეთ “მითების დეტექტორის” მასალაში:    

 არქივი (1;2;3

წყაროს შესახებ 

ფეისბუქ-მომხმარებელი Abuladze Paata ანტიუკრაინული, ანტიდასავლური და ჰომოფობიური შინაარსის ინფორმაციას სისტემატურად ავრცელებს. “მითების დეტექტორს” მის მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაცია წარსულშიც გადაუმოწმებია.  


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
ქვეყანა/ორგანიზაცია: საფრანგეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist