საფრანგეთთან დაკავშირებით “ევრონიუსის” ლოგოს გამოყენებით ყალბი ვიდეო ვრცელდება

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

202
VIEWS

19-24 იანვარს რუსულენოვან ფეისბუქ-ანგარიშსა და ტელეგრამ-არხებზე (1;2), ასევე, რუსულ ტელეარხ Царьград-ის ანგარიშზე გავრცელდა ვიდეო, რომლის მიხედვითაც საფრანგეთში მოქალაქეებს საბანკო ანგარიშიდან თანხა მასობრივად გამოაქვთ, რადგან ქვეყნის ეკონომიკური არასტაბილურობით არიან შეშფოთებული. ვიდეოს მიხედვით, რომელსაც ევრონიუსის ლოგო აქვს, გახშირდა ბანკომატებთან მოქალაქეებზე თავდასხმის შემთხვევებიც. ვიდეოში მოყვანილია ფრანგი ეკონომისტის ვარაუდი, რომ თანხის განაღდების მაჩვენებლის ზრდა გამოიწვია უკრაინაში საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სტეფან სეჟურნეს ჩასვლამ და დახმარებასთან დაკავშირებით დაპირების გაცემამ. 

ვიდეო ასევე ვრცელდება Twitter ანგარიშზე.

qeshi1 საფრანგეთთან დაკავშირებით “ევრონიუსის” ლოგოს გამოყენებით ყალბი ვიდეო ვრცელდება

qeshi2 საფრანგეთთან დაკავშირებით “ევრონიუსის” ლოგოს გამოყენებით ყალბი ვიდეო ვრცელდება

ევრონიუსის ლოგოს გამოყენებით ვიდეოფაბრიკაცია ვრცელდება. რეალურად, მედიას მსგავსი შინაარსის მასალა არ გამოუქვეყნებია. ასევე, გაყალბებულია საკითხზე ფრანგი ეკონომისტების ციტატები. საბანკო ანგარიშებიდან თანხის მასობრივად გამოტანის ან ბანკომატებთან მოქალაქეებზე თავდასხმის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივ მედიას არ გაუშუქებია.  

რეალურად, ევრონიუსს არცერთ პლატფორმაზე (1;2;3;4;5) მსგავსი შინაარსის მასალა არ გამოუქვენებია, ასევე, არ გაუშუქებია ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც საფრანგეთში ეკონომიკური არასტაბილურობის გამო მოქალაქეებს საკუთარი ანგარიშებიდან თანხა გამოაქვთ.  

აღნიშნული ინფორმაცია და ბანკომატებთან თავდასხმის შემთხვევები არ გაუშუქებია ადგილობრივ მედიას, მაგალითად, France 24-ს, Le Monde-ს, Le Figaro-ს და ა.შ. “მითების დეტექტორი” France 24-ის ფაქტების გადამმოწმებელს, ალექსანდრ კაპრონს დაუკავშირდა, რომელმაც დაგვიდასტურა, რომ ფრანგულ მედიაში მსგავსი ინფორმაცია არ გაშუქებულა და 2023 წლის ბოლოსა და 2024 წლის დასაწყისში არ გავრცელებულა მონაცემები ანგარიშებიდან თანხის გატანის მაჩვენებლის “84%-ით ზრდის” შესახებ.  

ევრონიუსის სახელით გავრცელებულ ვიდეოფაბრიკაციაში მოყვანილია ორი ფრანგი ეკონომისტის, ფილიპ აგიონისა და ოლივიე როის მოსაზრება. როგორც ვიდეოს ავტორები ამტკიცებენ, აგიონმა სიტუაცია წინა წლებს შეადარა და თქვა, რომ თანხის გამოტანის მაჩვენებელი 84%-ით გაიზარდა, რაც აღემატება 2020 წელს კორონავირუსის პანდემიის დროს არსებულ მაჩვენებელს. ოლივიე როის კი მიაწერენ ციტატას, რომლის მიხედვითაც საფრანგეთის მოქალაქეებმა აღნიშნული ზომები მას შემდეგ მიიღეს, რაც უკრაინაში საგარეო საქმეთა მინისტრი, სტეფან სეჟურნე ჩავიდა და გრძელვადიანი დახმარების შესახებ ისაუბრა. კადრებიდან იქმნება შთაბეჭდილება, რომ ციტატები აღნიშნულ საკითხზე ოლივიე როისა და ფილიპ აგიონის ინტერვიუებიდან არის ამოღებული. რეალურად, გამოყენებული კადრები 2022 ინტერვიუდან და 2021 წლის გამოსვლიდან არის ამოჭრილი. როი პოლიტიკურ ისლამზე საუბრობს, აგიონი კი “კრეატიულ დესტრუქციასა” და ინოვაციებზე.

qvisha3 საფრანგეთთან დაკავშირებით “ევრონიუსის” ლოგოს გამოყენებით ყალბი ვიდეო ვრცელდება
მარცხნივ: ფილიპ აგიონის კადრი 2024 წლის ვიდეოფაბრიკაციიდან. მარჯვნივ: კადრი 2021 წლის გამოსვლიდან

 

qvisha4 საფრანგეთთან დაკავშირებით “ევრონიუსის” ლოგოს გამოყენებით ყალბი ვიდეო ვრცელდება
მარცხნივ: ოლივიე როის კადრი 2024 წლის ვიდეოფაბრიკაციიდან. მარჯვნივ: კადრი 2022 წლის ინტერვიუდან

 

ვიდეოფაბრიკაცია ღია წყაროებში ამ დროისათვის ყველაზე ადრე, 19 იანვარს, რუსულენოვან ტელეგრამ-არხ “Оптимистка в штатском-ზე” იძებნება, რომელიც რუს პროპაგანდისტ ჟურნალისტს პოლინა რეუტოვას ეკუთვნის

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ სხვადასხვა ცნობილი მედიის, მათ შორის, ევრონიუსის სახელით პერიოდულად ვრცელდება გაყალბებული ვიდოები, რომლებიც, ძირითადად, უკრაინასა და დასავლეთში განვითარებულ მოვლენებს ეხება, ხოლო მიზნად უკრაინისა და ევროკავშირის ქვეყნების დისკრედიტაციას ისახავს. ევრონიუსის სახელით გაყალბებული ვიდეო “მითების დეტექტორის” წარსულშიც გადაუმოწმებია (1;2). 

ცნობილი მედიების სახელით გავრცელებულ ვიდეოფაბრიკაციებს საერთო ნიშნები აქვს – ავტორები დეზინფორმაციის გასავრცელებლად საზოგადოებისთვის სანდო მედიების ლოგოებს იყენებენ და ვიდეოებს მათ სიუჟეტებს ამსგავსებენ. ასევე, ყალბი ინფორმაციის ზუსტი პირველწყარო ზოგჯერ დაუდგენელია, თუმცა ვიდეოების გავრცელება ძირითადად რუსული მედიით და ტელეგრამ არხებით ხდება. ასევე, ვიდეოებში გამოყენებულია ზოგადი, სხვადასხვა ვიდეოებიდან ამოჭრილი კადრები. გარდა ამისა, ვიდეოებს ხშირად ადევს მუსიკა და ტიტრები, თუმცა, აღსანიშნავია, რომ ევრონიუსის მიერ მომზადებულ მსგავს მასალებს არა მუსიკა, არამედ ხმა ადევს, რომელიც ტიტრებს ახმოვანებს. 

ვინ და როგორ აყალბებს ვიდეოებს ცნობილი მედიების სახელით – სრულად წაიკითხეთ “მითების დეტექტორის” მასალაში: 

არქივი (1;2;3;4;5

წყაროს შესახებ: 

ფეისბუქ-ანგარიში Роман Миронов ანტიუკრაინული და ანტიდასავლური შინაარსის მასალას სისტემატურად აქვეყნებს. მისი პოსტები ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაციების მიერ ყალბ ინფორმაციად არის მონიშნული. 

qeshi5 საფრანგეთთან დაკავშირებით “ევრონიუსის” ლოგოს გამოყენებით ყალბი ვიდეო ვრცელდება


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: საფრანგეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist