“ევრონიუსის” სახელით რუსული ხელოვნების ნიმუშების აუქციონზე გაყალბებული სიუჟეტი ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

344
VIEWS

27 ოქტომბერს ქართულმა და რუსულენოვანმა (1,2) ფეისბუქ-ანგარიშებმა გაავრცელეს “ევრონიუსის” სიუჟეტი, რომლის თანახმად გერმანიაში უკრაინის მხარდასაჭერად რუსული ხელოვნების ნიმუშების აუქციონი ჩატარდება, ხოლო გაყიდული ექსპონატები განადგურდება. აუქციონის შესახებ ინფორმაცია, ვიდეოს გარეშე, რუსულენოვანმა პროპაგანდისტულმა მედიამ News Front-მა და Prokazan-მა გააშუქა.

გავრცელებული ვიდეოს თანახმად, აუქციონს აუქციონების სახლი, Bolland & Marotz-ი ატარებს. აუქციონის ფარგლებში დამსწრეებს შეეძლებათ შეიძინონ დოსტოევსკის წერილები, ჩაიკოვსკის ხელნაწერი ნოტები, ვრუბელის ესკიზების სერია და სხვა ექსპონატები, შემდეგ კი კულტურული მნიშვნელობის ექსპონატებს აუქციონის სახლი დაწვავს. სიუჟეტის მიხედვით, Bolland & Martoz-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ უკრაინასთან ომში რუსეთმა საკუთარი თავის დისკრედიტაცია მოახდინა და რუსული კულტურის გაქრობა ამის ლოგიკური შედეგია. ვიდეოზე ჩანს ევრონიუსის ლოგო, ინგლისურენოვანი ტიტრების სტილი კი ასევე ევრონიუსის ვიდეოების სტილს იმეორებს.

dede “ევრონიუსის” სახელით რუსული ხელოვნების ნიმუშების აუქციონზე გაყალბებული სიუჟეტი ვრცელდება

ევრონიუსის სახელით გავრცელებული ვიდეო გაყალბებულია. ევრონიუსის თანახმად, ვიდეო პროგრამულად არის დამუშავებული და მედიასაშუალებას მსგავსი სიუჟეტი არ მოუმზადებია, გარდა ამისა აუქციონის სახლმა, Bolland & Marotz-მა მსგავსი შინაარსის აუქციონის ორგანიზება უარყო.

ფეისბუქის გარდა ვიდეო ტელეგრამზე და ტვიტერზეც აქტიურად გავრცელდა. ვიდეოს გავრცელების შემდეგ “ევრონიუსმა” ოფიციალური განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ ევრონიუსს მსგავსი შინაარსის სიუჟეტი არ შეუქმნია, ხოლო მედიასაშუალების ლოგო და ფორმატი მისი ნებართვის გარეშე იყო გამოყენებული.

გარდა ამისა აუქციონის სახლმა  Bolland & Marotz-მაც დაადასტურა, რომ გავრცელებული იფორმაცია ყალბია და მსგავსი აუქციონის ჩატარება არასოდეს იგეგმებოდა.

Bolland & Marotz: “ვიდეო გაყალბებულია. მსგავსი აუქციონი არ ტარდება და არასოდეს ჩატარდება. ვემიჯნებით მსგავს ბოროტ ქმედებას და აღშოფთებული და გაოგნებული ვართ, რომ ჩვენს სახელს ასე ბოროტად იყენებენ.” 

განცხადების თანახმად, გავრცელებული ყალბი ვიდეო შეურაცხმყოფელია ყველასთვის ვინც დაკავშირებულია რუსულ და ასევე მართლმადიდებლურ კულტურასა და ხელოვნებასთან და ასევე აუქციონის სახლის ხელოვნების დაფასებისა და დაცვის ფილოსოფიას ეწინააღმდეგება.


“სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზერომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.”  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
ქვეყანა/ორგანიზაცია: გერმანია, რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist