ვინ და როგორ აყალბებს ვიდეოებს ცნობილი მედიების სახელით?

კითხვის დრო: 6 წუთი

კითხვის დრო: 6 წუთი

1.7k
VIEWS

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ სხვადასხვა ცნობილი მედიის სახელით პერიოდულად ვრცელდება გაყალბებული ვიდოები, რომლებიც, ძირითადად, უკრაინასა და დასავლეთში განვითარებულ მოვლენებს ეხება, ხოლო მიზნად უკრაინის მოქალაქეების და დასავლეთის დისკრედიტაციას ისახავს. “მითების დეტექტორმა” და სხვა ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაციებმა 4 ერთნაირი მახასიათებლების მქონე ვიდეო გამოავლინეს; ყველა მათგანს ერთი მთავარი საერთო ნიშანი აქვს – ავტორებმა დეზინფორმაციისა და ვიდეოფაბრიკაციის გასავრცელებლად საზოგადოებისთვის სანდო ინგლისურენოვანი მედიების ლოგოები გამოიყენეს და ვიდეოები მათ სიუჟეტებს მიამსგავსეს. ვიდეოფაბრიკაციები USA Today-ს, The Times of Israel-ის და ორ შემთხვევაში Euronews-ის სახელით გავრცელდა. ყალბი ინფორმაციის ზუსტი პირველწყარო ზოგჯერ დაუდგენელია, თუმცა ვიდეოების გავრცელება ძირითადად რუსული მედიით და ტელეგრამ არხებით ხდებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ ყალბი მტკიცებების ავტორები ცდილობენ, მასალა ვიზუალურად უცხოური მედიების ვიდეოების იდენტური იყოს, არსებობს რამდენიმე გზა, რაც ვიდეოფაბრიკაციების ამოცნობაში გვეხმარება. ვიდეოებს რამდენიმე მსგავსება აქვთ – მაგალითად, ყველა მათგანში გამოყენებულია მუსიკა და არ ისმის ავტორის ხმა, მიუხედავად იმისა, რომ მედიები, რომელთა ლოგოებითაც ვიდეოფაბრიკაციების ავტორები სარგებლობენ, ამ ტექნიკას არ იყენებენ და ტიტრებს პარალელურად ახმოვანებენ კიდეც. გარდა ამისა, ვიდეოფაბრიკაციების უმრავლესობა ზოგადი კადრებით არის აწყობილი და მასში ვერ ვისმენთ თვითმხილველის ან უწყებების წარმომადგენლების კომენტარს, რაც კიდევ ერთი ნიშანია, რომ მასალა, შესაძლოა, გაყალბებული იყოს. ასევე, ვიდეოებში გვხვდება ზოგადი კადრები, რომლებსაც არ აქვთ კავშირი კონკრეტულ ამბავთან. ვიდეოფაბრიკაციებში, შესაძლოა, შევხვდეთ ფაქტობრივ უზუსტობებსა და გრამატიკულ შეცდომებსაც. 

გამოვლენილი ვიდეოფაბრიკაციები და მათი გავრცელების წყაროები

მედიების სახელით გაყალბებულ ვიდეოებს აქტიურად ავრცელებდნენ სოციალური ქსელების რუსულენოვანი ანგარიშები. “მითების დეტექტორის” და სხვა ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაციების მიერ გამოვლენილია შემდეგი ვიდეოფაბრიკაციის შემთხვევები:

  • 2023 წლის სექტემბერში USA Today-ს სახელით გავრცელდა ყალბი ინფორმაცია, თითქოს ვოლოდიმირ ზელენსკის დაცვის წევრმა ნიუ-იორკის ბარში იჩხუბა, რის შემდეგად დააკავეს. გაყალბებული სიუჟეტი რუსულ Gazeta.ru-ზე დაყრდნობით გაავრცელეს რუსულენოვანმა ვებ-საიტებმა. მომდევნო დღეს ვიდეო გავრცელდა ქართულენოვან ანგარიშებსა და ფეისბუქ-გვერდებზეც.
  • 2022 წლის ოქტომბერში რუსულენოვანმა პროპაგანდისტულმა მედიამ გააშუქა ყალბი ინფორმაცია, თითქოს გერმანიაში უკრაინის მხარდასაჭერად უნდა გამართულიყო რუსული ხელოვნების ნიმუშების აუქციონი, რომლის შემდეგაც გაყიდული ნიმუშების დაწვა იგეგმებოდა. ამ შემთხვევაშიც, ვიდეოს, რომელიც ყალბი ინფორმაციის გასავრცელებლად გამოიყენებოდა, დასავლური მედიის, Euronews-ის ლოგო ჰქონდა დართული.
  • 2023 წლის ნოემბერში Euronews-ის სახელი და ლოგო გამოიყენეს ვიდეოფაბრიკაციაშიც, რომლის ავტორიც ამტკიცებდა, თითქოს დააკავეს უკრაინის მოქალაქე, რომელიც პარიზის მუზეუმში დაცვად მუშაობდა და სექსუალური აქტის იმიტირებისას ერთ-ერთი სკულპტურა დააზიანა. ყველაზე ადრე ვიდეო ტელეგრამის რუსულენოვან ანგარიშ Арбалет Говорит-ზე იძებნება, რომელიც ივან კონდაკოვს ეკუთვნის.  
  • უკრაინელების დისკრედიტაციისკენ მიმართული დეზინფორმაციის გამავრცელებლებს შორის იყო კრემლის პროპაგანდისტული მედიის ჟურნალისტი ვლადიმერ სოლოვიოვიც. ნოემბერში სოლოვიოვმა გაავრცელა ყალბი ვიდეო The Times of Israel-ის სახელით, რომლის მიხედვითაც ისრაელის მოქალაქეებს უკრაინელი თაღლითები უკავშირდებოდნენ და ატყუებდნენ, თითქოს ბანკიდან იყვნენ და ჰამასის თავდასხმის გამო მათი თანხის “უსაფრთხო ანგარიშზე” გადატანა უნდოდათ. ვიდეოფაბრიკაცია აქტიურად გავრცელდა რუსულ ტელეგრამ არხებზეც.  
vin da rogor aqhalbebs tsnobili mediebis sakhelith videoebs ვინ და როგორ აყალბებს ვიდეოებს ცნობილი მედიების სახელით?
Gazeta.ru-ს მიერ გავრცელებული ვიდეოფაბრიკაცია ვოლოდიმირ ზელენსკის დაცვის წევრის შესახებ
vin da rogor aqhalbebs tsnobili mediebis sakhelith videoebs1 ვინ და როგორ აყალბებს ვიდეოებს ცნობილი მედიების სახელით?
News Front-ის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია გერმანიაში დაგეგმილი აუქციონის შესახებ (მასალა ამ დროისთვის წაშლილია)
vin da rogor aqhalbebs tsnobili mediebis sakhelith videoebs2 ვინ და როგორ აყალბებს ვიდეოებს ცნობილი მედიების სახელით?
უკრაინის მოქალაქის მიერ მუზეუმში სკულპტურის დაზიანებაზე ვიდეოფაბრიკაცია ყველაზე ადრე რუსულენოვან ტელეგრამ-არხზე იძებნება
vin da rogor aqhalbebs tsnobili mediebis sakhelith videoebs3 ვინ და როგორ აყალბებს ვიდეოებს ცნობილი მედიების სახელით?
უკრაინელების მიერ ისრაელის მოქალაქეების თანხების მითვისებაზე ვიდეოფაბრიკაციას რუსი პროპაგანდისტი, ვლადიმერ სოლოვიოვი ავრცელებს

შებამისად, ვიდეოფაბრიკაციების ნაწილს, რომლებშიც ინგლისურენოვანი მედიების ლოგოა გამოყენებული, რუსულენოვან აქტორებამდე მივყავართ, ნაწილის პირველწყარო უცნობია, თუმცა მათ აქტიურად ავრცელებენ რუსული პროპაგანდისტული ანგარიშები და ვებ-საიტები. იმისთვის, რომ დავადგინოთ, ნამდვილად ეკუთვნის თუ არა ვიდეო იმ მედიას, რომლის ლოგოც მასშია გამოყენებული, მათი ოფიციალური გვერდები უნდა გადავამოწმოთ. გარდა იმისა, რომ არცერთი ზემოთ ჩამოთვლილი ვიდეო Euronews-ის, The Times of Israel-ისა და USA Today-ს ოფიციალურ გვერდებზე არ იძებნებოდა, ინფორმაციისა და მედიის სახელის მოძებნით რიგ შემთხვევებში ვხვდებოდით აღნიშნული მედიის განცხადებას, რომელშიც უარყოფენ, რომ მსგავსი შინაარსის მასალა მათ მოამზადეს. მაგალითად, ვიდეოს გავრცელება უარყვეს USA Today-მ და Euronews-მა, ხოლო უკრაინულ Gwara Media-სთან  წერილობით კომენტარში The Times of Israel-მა. 

ვიდეოებში გამოყენებული კადრები  

გარდა რუსულენოვანი წყაროებისა, ცნობილი მედიების ლოგოთი გავრცელებულ მასალებს ასევე აერთიანებს ზოგადი, სხვადასხვა ვიდეოდან ამოჭრილი კადრების გამოყენება. როდესაც ვიდეოს ვუყურებთ, ვხვდებით, რომ კადრები თემატურად შესაბამისია, მაგალითად, როდესაც პოლიციის მიერ დამნაშავის დაკავებაზეა საუბარი, გამოყენებულია პოლიციის მანქანის კადრები, თუმცა ვიდეოები ზოგადია და კონკრეტულ შემთხვევასთან კავშირი არ აქვს. მაგალითად, ვიდეოში, რომელშიც ავტორი ამტკიცებდა, რომ ზელენსკის დაცვის წევრმა ბარში იჩხუბა, მაყურებელი ხედავდა ჩხუბის კადრებს, თუმცა შეუძლებელი იყო კონკრეტული პირების იდენტიფიცირება, რადგან სახეები დაფარულია, ვიდეო კი შორი მანძილიდან არის გადაღებული. “მითების დეტექტორმა” გეოლოკაციით გადაამოწმა, თუ სად მოხდა ჩხუბი, რომლის ამსახველი კადრებიც ვიდეოშია ჩასმული. კადრებში ჩანდა Quentin Road-ი და აბრა Joe-Joe’s Bar-ის, რომელიც, როგორც შემდეგში დავადგინეთ, 2023 წლის 1 იანვრიდან სხვა ქუჩაზე გადავიდა. ასევე, ჩვენ მიერ მოპოვებული ფოტოს მიხედვით, აბრა ჩამოხსნეს და მის ადგილზე Shaurma Factory გაიხსნა. შესაბამისად, Joe-Joe’s ბარის აბრა ვერ მოხვდებოდა 2023 წლის სექტემბერში გადაღებულ ვიდეოში. აღსანიშნავია ისიც, რომ ბარი The Campbell, რომელშიც, ვიდეოფაბრიკაციის ავტორების მტკიცებით, ჩხუბი მოხდა, Quentin Road-ისგან მოშორებით მდებარეობს.  

vin da rogor aqhalbebs tsnobili mediebis sakhelith videoebs4 ვინ და როგორ აყალბებს ვიდეოებს ცნობილი მედიების სახელით?
კადრი USA Today-ს სახელით გავრცელებული ვიდეოფაბრიკაციიდან

იმ ვიდეოში, რომელშიც ამტკიცებდნენ, რომ უკრაინის მოქალაქემ მუზეუმში სკულპტურა დააზიანა, გამოყენებულია სკულპტურის ფოტოები, თუმცა არსად ჩანს, რომ ის დაზიანებულია. ხოლო იმ პირის კადრების ძებნისას, რომელიც, ვიდეოს მიხედვით, უკრაინის მოქალაქეა, გავარკვიეთ, რომ დაკავების კადრები 2021 წელს, რუსეთში იყო გადაღებული და დაკავებულს ბრალად “კანონიერი ქურდის” მკვლელობა ედებოდა.

vin da rogor aqhalbebs tsnobili mediebis sakhelith videoebs5 ვინ და როგორ აყალბებს ვიდეოებს ცნობილი მედიების სახელით?
კადრი ვიდეოფაბრიკაციიდან, რომელშიც ამტკიცებენ, თითქოს უკრაინის მოქალაქემ სკულპტურა დააზიანა

კიდევ ერთი ვიდეო, რომელიც Gwara Media-მ გადაამოწმა, და რომელშიც ამტკიცებენ, თითქოს ისრაელის მოქალაქეებს “უკრაინელი თაღლითები” უკავშირდებოდნენ და თანხას მოტყუებით არიცხინებდნენ, რამდენიმე ზოგადი კადრია გამოყენებული – ისრაელის დედაქალაქის, თელ-ავივის კადრები, ბანკომატის ვიდეო Shutterstock-იდან, ასევე, ვიდეო, რომელიც ისრაელში მდებარე ერთ-ერთი ბანკის, Mizrahi tefahot-ის მახლობლად არის გადაღებული. გარდა ამისა, ვხედავთ პოლიციელების კადრს, რომელიც, სოციალურ ქსელში ყველაზე ადრე 2017 წელს იძებნება. 

vin da rogor aqhalbebs tsnobili mediebis sakhelith videoebs6 ვინ და როგორ აყალბებს ვიდეოებს ცნობილი მედიების სახელით?
ვიდეო, რომელიც ისრაელის პოლიციას ასახავს, ყველაზე ადრე 2017 წელს იძებნება.

რაც შეეხება ვიდეოს, რომელშიც საუბარია გერმანიაში ჩატარებულ აუქციონსა და ხელოვნების ნიმუშების დაწვაზე, ამ შემთხვევაში კადრები წარსულში ჩატარებული გამოფენების ვიდეოებიდან არის აღებული

vin da rogor aqhalbebs tsnobili mediebis sakhelith videoebs7 ვინ და როგორ აყალბებს ვიდეოებს ცნობილი მედიების სახელით?
მარცხნივ – კადრი Euronews-ის სახელით გავრცელებული ვიდეოფაბრიკაციიდან. მარჯვნივ – კადრი 2012 წელს AP Archive-ს Youtube-გვერდზე გამოქვეყნებული ვიდეოდან

ვიდეოების მუსიკა

 ზემოთ განხილული ვიდეოფაბრიკაციების საერთო მახასიათებელი მასალაში გამოყენებული მუსიკაა. ყველა განხილულ ვიდეოში კადრებს ტიტრები ადევს, თუმცა არ ისმის ავტორის ხმა, რომელიც მომხდარ ფაქტზე ისაუბრებდა – ნაცვლად ამისა, ვისმენთ მხოლოდ მუსიკას. აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა თემებზე Euronews-ისა და USA Today-ს მიერ მომზადებულ მასალებში, ტიტრებთან ერთად, გვესმის ხმა, რომელიც ტექსტს ახმოვანებს (1;2).  

გარდა ამისა, მედიის მიერ გამოქვეყნებულ მსგავსი შინაარსის ვიდეოებში ხშირად არის გამოყენებული ინტერვიუები, უწყებების წარმომადგენლებისა თუ კონკრეტული პირების კომენტარი განსახილველ თემაზე. გავრცელებულ ვიდეოფაბრიკაციებში კი ვისმენთ მხოლოდ მტკიცებებს, შეფასებების და სხვა პირების კომენტარების გარეშე.

 ხარვეზები

აღსანიშნავია, რომ მსგავს ვიდეოებში ხშირად ვხვდებით უზუსტობებს – მაგალითად, აუქციონის შესახებ ვიდეოში პირველივე კადრში, ავტორების მტკიცებით, გერმანიის ქალაქ ბრემენს უნდა ვხედავდეთ, თუმცა, რეალურად, ჩასმული ვიდეო ქალაქ მიუნსტერს ასახავს. აღნიშნულ დეტალზე ფაქტების გადამოწმების სტატიაში AFP წერდა.  

vin da rogor aqhalbebs tsnobili mediebis sakhelith videoebs8 ვინ და როგორ აყალბებს ვიდეოებს ცნობილი მედიების სახელით?
მარცხნივ – კადრი ვიდეოფაბრიკაციიდან. მარჯვნივ – გერმანიის ქალაქი მიუნსტერი (წყარო: AFP)

გარდა ამისა, ვოლოდიმირ ზელენსკის დაცვის წევრის შესახებ გავრცელებულ ვიდეოფაბრიკაციაში ავტორი ამტკიცებს, რომ ჩხუბი მოხდა ბარ The Campbell-ში, რომელიც ნიუ-იორკში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შენობასთან ახლოს მდებარეობს. ვიდეოს ტიტრებში ვხვდებით ფრაზას – “UN’s New York offices” – აღსანიშნავია, რომ ინგლისურად მოსაუბრე ამ კონკრეტულ შემთხვევაში გამოიყენებდა სახელწოდებას “UN headquarters”, რომელსაც ასევე იყენებს USA Today, რომლის სახელითაც ვიდეოფაბრიკაცია გავრცელდა. აღნიშნულ ფრაზაზე ყურადღება უკრაინულმა ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაცია Stopfake-მა გაამახვილა, რომელმაც ზელენსკის დაცვასთან დაკავშირებულ ყალბ ვიდეოზე ასევე მოამზადა მასალა.

vin da rogor aqhalbebs tsnobili mediebis sakhelith videoebs9 ვინ და როგორ აყალბებს ვიდეოებს ცნობილი მედიების სახელით?
კადრი ვოლოდიმირ ზელესკის დაცვის წევრის შესახებ გავრცელებული ვიდეოფაბრიკაციიდან

მსგავს შემთხვევებში, როდესაც სოციალურ ქსელებში ყალბი ინფორმაცია ვრცელდება, ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაციები სხვადასხვა ხელსაწყოს ვიყენებთ, მაგალითად, Pimeyes-ის ფოტოს ძიების ხელსაწყო, რათა ადამიანების იდენტიფიცირება მოვახდინოთ, ასევე, საძიებო ინსტრუმენტები reverse image search-ი და InVID-ი, იმის დასადგენად, თუ კონკრეტულად რას ასახავს და როდის ვრცელდებოდა გამოსახულება. თუმცა, აღნიშნული ხელსაწყოების გამოყენების გარდა, ზემოთ ჩამოთვლილ მახასიათებლებზე დაკვირვებით ასევე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ, შესაძლოა, ვიდეოფაბრიკაციასთან გვქონდეს საქმე. 

ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, ევროკავშირი, რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist