ვოლოდიმირ ზელენსკის დაცვის წევრზე USA TODAY-ს სახელით ვიდეოფაბრიკაცია ვრცელდება

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

2.8k
VIEWS

განახლება 12.10.2023: მასალას დაემატა ნიუ-იორკში გადაღებული ფოტოები, რომლითაც დასტურდება, რომ ბარი, რომელიც კადრებში ჩანს, 2023 წლის იანვარში დაიხურა, შესაბამისად, სექტემბერში გადაღებულ ვიდეოში მისი ბანერი ვერ მოხვდებოდა.

25 სექტემბერს საინფორმაციო სააგენტო Pia.ge-მ და ანონიმურმა ფეისბუქ-ანგარიშმა ფიცხე ლა გამოაქვეყნეს ვიდეო, რომლის მიხედვითაც უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის დაცვის წევრმა ნიუ-იორკის ბარში მოქალაქეებს მოუწოდა, “დიდება უკრაინას” დაეყვირათ, უარის მიღების შემდეგ კი იჩხუბა. პოსტის მიხედვით, პრეზიდენტის დაცვის ნასვამმა წევრმა დაპირისპირებისას მძიმე დაზიანებები მიიღო. Pia.ge აქვეყნებს ვიდეოს, რომელზეც ამერიკული მედია USA TODAY-ს ლოგოა დატანილი.

24-25 სექტემბერს იგივე ინფორმაცია რუსულმა საინფორმაციო სააგენტოებმა gazeta.ru-ზე დაყრდნობით გაავრცელეს, რომელიც, თავის მხრივ, წყაროდ USA TODAY-ს ასახელებდა (1;2;3;4). ვიდეო გავრცელდა რუსულენოვან ფეისბუქ-ანგარიშებზეც (1;2;3). 

Screenshot 2023 09 26 153500 ვოლოდიმირ ზელენსკის დაცვის წევრზე USA TODAY-ს სახელით ვიდეოფაბრიკაცია ვრცელდება Screenshot 2023 09 26 153505 ვოლოდიმირ ზელენსკის დაცვის წევრზე USA TODAY-ს სახელით ვიდეოფაბრიკაცია ვრცელდება

USA TODAY-ს სახელით ვიდეოფაბრიკაცია ვრცელდება. ამერიკულმა მედიამ გამოაქვეყნა განცხადება, რომლის მიხედვით მათ მსგავსი ინფორმაცია და ვიდეო არ გაუვრცელებიათ და მასალის ავტორებმა მათი ლოგო გამოიყენეს. ასევე, არ დასტურდება ინფორმაცია, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის დაცვამ ნიუ-იორკის ბარში იჩხუბა. კადრებში ჩანს იმ ბარის აბრა, რომელიც The Campbell-ისგან მოშორებით მდებარეობს და 2023 წლის იანვარში დაიხურა, შესაბამისად, სექტემბერში გადაღებულ კადრებში ვერ მოხვდებოდა.

25 სექტემბერს USA TODAY-მ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის დაცვის წევრის ჩხუბთან დაკავშირებით მასალა არ გაუვრცელებიათ და ვიდეოფაბრიკაციაში მათი ლოგო გამოიყენეს. ინგლისურენოვან ფეისბუქ-გვერდ ChatterBox-ზე გავრცელებული ვიდეო მათ მიერ ყალბ ინფორმაციად არის მონიშნული.  

გარდა ამისა, USA TODAY დაუკავშირდა ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებს – მათი განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკის დაცვის წევრის ჩხუბის საკითხზე შეტყობინება არ მიუღიათ.  

განახლება: “მითების დეტექტორს” იმ ადგილის ადგილმდებარეობის დადგენაში, სადაც ვიდეოფაბრიკაციაში გამოყენებული დაპირისპირების კადრებია გადაღებული, გამოცემა Science Feedback-ის მკვლევარი Flora Teoh დაეხმარა. კადრებში ჩანს მაღაზიისა და ბარის აბრები – Soho Boutique და Joe-Joe’s Bar. მაღაზია და ბარი ბრუკლინში, Quentin Road-ზე მდებარეობს, მათ მოპირდაპირედ კი არის ტანსაცმლის კიდევ ერთი მაღაზია, წარწერით “Gift Depot”, რომელიც ვიდეოში გამოყენებულ კიდევ ერთ კადრში ჩანს. შესაბამისად, დაპირისპირების ვიდეო ერთ ქუჩაზეა გადაღებული.  

Screenshot 2023 10 12 163609 ვოლოდიმირ ზელენსკის დაცვის წევრზე USA TODAY-ს სახელით ვიდეოფაბრიკაცია ვრცელდება
სქრინშოტი გავრცელებული ვიდეოდან

 

Screenshot 2023 10 12 163617 ვოლოდიმირ ზელენსკის დაცვის წევრზე USA TODAY-ს სახელით ვიდეოფაბრიკაცია ვრცელდება
Joe-Joe’s Bar-ი და SOHO Boutique ბრუკლინში. ფოტო: Google Maps 2022 წლის მაისი

 

Screenshot 2023 10 12 163626 ვოლოდიმირ ზელენსკის დაცვის წევრზე USA TODAY-ს სახელით ვიდეოფაბრიკაცია ვრცელდება
სქრინშოტი გავრცელებული ვიდეოდან

 

Screenshot 2023 10 12 163634 ვოლოდიმირ ზელენსკის დაცვის წევრზე USA TODAY-ს სახელით ვიდეოფაბრიკაცია ვრცელდება
წარწერა GIFT DEPOT ბრუკლინში მდებარე მაღაზიაზე. ფოტო: Google Maps 2022 წლის მაისი


როგორც Joe-Joe’s Green Bar-ის
ინსტაგრამ-პოსტით ვიგებთ, ბარი 2023 წლის იანვარში Quentin Road-ზე დაიხურა და სხვა ლოკაციაზე გაიხსნა.  

Screenshot 2023 10 12 163642 ვოლოდიმირ ზელენსკის დაცვის წევრზე USA TODAY-ს სახელით ვიდეოფაბრიკაცია ვრცელდება

“მითების დეტექტორმა” მოიპოვა ბრუკლინში, Quentin Road-ზე, იმ ადგილას გადაღებული ფოტო, სადაც 2023 წლის 1 იანვრამდე Joe-Joe’s Green Bar-ი მდებარეობდა. როგორც ფოტოზე ჩანს, აბრა ჩამოხსნილია და მის ადგილას Shaurma Factory არის გახსნილი. შესაბამისად, შეუძლებელია, ბარის აბრა 2023 წლის სექტემბერში გადაღებულ ვიდეოში მოხვედრილიყო. 

Screenshot 2023 10 12 163650 ვოლოდიმირ ზელენსკის დაცვის წევრზე USA TODAY-ს სახელით ვიდეოფაბრიკაცია ვრცელდება
ახლადგახსნილი Shaurma Factory SOHO Boutique-ს გვერდით. 2023 წლის 11 სექტემბრის ფოტო


აღსანიშნავია ისიც, რომ ადგილი, სადაც  ბარი იყო და SOHO Boutique მდებარეობს, მოშორებით არის The Campbell-ისგან, იმ ბარისგან, რომელშიც, ვიდეოფაბრიკაციის ავტორების მტკიცებით, ზელენსკის დაცვის წევრსა და ადგილობრივებს შორის დაპირისპირება დაიწყო.  

Screenshot 2023 10 12 163658 ვოლოდიმირ ზელენსკის დაცვის წევრზე USA TODAY-ს სახელით ვიდეოფაბრიკაცია ვრცელდება
ადგილები, სადაც SOHO Boutique და The Campbell მდებარეობს. ფოტო: Google Maps


უკრაინის პრეზიდენტი ნიუ-იორკში მეუღლესთან, ოლენა ზელენსკასთან ერთად 19 სექტემბერს
ჩავიდა. ზელენსკი გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიას დაესწრო, ასევე, შეხვდა პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, კონგრესის წევრებსა და სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს.  

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც დასავლური მედიის სახელით ყალბი სიუჟეტი ვრცელდება. წარსულში “მითების დეტექტორმა” გადაამოწმა ვიდეოში არსებული ინფორმაცია, რომელიც Euronews-ის ლოგოთი ვრცელდებოდა. ვრცლად იხილეთ:

Pia-ს პოსტის არქივის ბმული


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist