“ლიბერალიზმის ანატომიის” მანიპულაციური სიუჟეტი ვიდეო თამაშებთან დაკავშირებით

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

ლიბერალიზმის ანატომიის
76
VIEWS

2 აპრილს პროსახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მქონე POSTV-მ გამოაქვეყნა სიუჟეტი გიორგი ახვლედიანის საავტორო გადაცემიდან “ლიბერალიზმის ანატომია”. იგივე სიუჟეტი გადაცემის ფეისბუქ-გვერდზე 3 აპრილს გავრცელდა. გადაცემაში განიხილავენ, თუ როგორ იყენებს “ლგბტ ლობი კომპიუტერულ თამაშებს პროპაგანდისთვის” და ამტკიცებენ, რომ ბავშვები, რომლებიც ვიდეო თამაშებს თამაშობენ, ხშირად აღმოაჩენენ ხოლმე, რომ მათი საყვარელი პერსონაჟები ლესბოსელები ან გეები არიან.  

“თამაშის მთელი არსიც ხომ ის არის,  რომ ამ დროს ბავშვი საკუთარ თავს ამ გმირებთან აიგივებს. მათში უკვე პოპულარული თამაშების ახალ ეპიზოდებში ისინი მოულოდნელად იგებენ, რომ მათი საყვარელი პერსონაჟი თურმე გეი ან ლესბოსელი ყოფილა. აი, დავაკვირდეთ – The Last of Us ჯერ იყო ფილმი, რომელმაც დიდი პოპულარობა მოიპოვა, შემდეგ მის ბაზაზე შეიქმნა თამაში, რომელიც ასევე პოპულარული გახდა ახალგაზრდებში. პოპულარობას მოჰყვა შემდეგი ნაწილიც, რომელშიც უკვე ასევე პოპულარული პერსონაჟები საკუთარ არატრადიციულ გენდერულ იდენტობას ავლენენ და ბავშვები შუა თამაშის დროს იგებენ, რომ მათი საყვარელი პერსონაჟი თურმე ლესბოსელია”.  

“Tell Me Why არის პოპულარული სათავგადასავლო თამაში, რომელიც 2020 წელს გამოვიდა […] ერთ-ერთ ეპიზოდში კი მოზარდების საყვარელი გმირები, ირკვევა, რომ გეები არიან”.

“Mass Effect არის თამაშების ტრილოგია. პირველ და მეორე ნაწილში გეი რომანი თამაშის განვითარებაში არ გვხვდება, მისი მთავარი გმირი, კომანდორი შეპარდი კი ბავშვებისთის ნამდვილად სიმამაცის სიმბოლოა. მაგრამ უკვე თამაშის მესამე ნაწილში, რომელსაც ალბათ ბევრი ბავშვი ელოდებოდა, იგებენ, რომ მათ საყვარელ გმირს, კომანდორ შეპარდს, შესაძლოა, კაცებიც იზიდავდეს და სულაც არაა პრობლემა, პირიქით, საკმაოდ ნორმალურია”.  

“ასეთივე სცენარს ვხვდებით თამაშში სახელად “ვარსკვლავური ომები: ძველი რესპუბლიკა”. თავდაპირველ ვერსიებში ტრადიციული გენდერული ნორმები დაცულია, თუმცა, როგრც წესი, დროთა განმავლობაში განახლების შემდეგ მოთამაშეები ხვდებიან, რომ მათთვის უკვე კარგად ნაცნობ მამაკაც გმირებს თურმე ერთმანეთი უყვართ”. – ამბობს სიუჟეტის ავტორი. 

ლიბერალიზმის ანატომიის

ვიდეო თამაშებზე ლიბერალიზმის ანატომიის სიუჟეტი მანიპულაციური შინაარსისაა. რეალურად, თამაშების უმრავლესობა, რომლებიც მასშია განხილული, 17 წელს ზემოთ მყოფი პირებისთვის არის განკუთვნილი და ამის აღმნიშვნელი სიმბოლო დისკებზეა დატანილი, ასევე, აღნიშნულია გაყიდვების საიტებსა და კომპანიების ოფიციალურ გვერდებზე.  

ერთ-ერთი თამაში, რომელზეც გადაცემაში საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ ბავშვები საყვარელი პერსონაჟის ორიენტაციის შესახებ თამაშის შუაში იგებენ, The Last of Us არის. პერსონაჟების – დინასა და ელის კოცნის კადრი, რომელიც სიუჟეტშია გამოყენებული, The Last of Us II-დან არის აღებული. იგივე კადრები კომპანია PlayStation-ის მიერ გამოქვეყნებულ თამაშის ანონსშიც გვხვდება – ვიდეოს დაწყებამდე მაყურებელი ხედავს აღნიშვნას, რომლის მიხედვითაც მასალა, შესაძლოა, შეიცავდეს კადრებს, რომლებიც არ არის შესაფერისი ბავშვებისთვის და ინფორმაციის დაზუსტებას ვებსაიტ esrb.org-ზე გვირჩევენ.  

ლიბერალიზმის ანატომიის

ESRB (Entertainment Software Rating Board) არის ორგანიზაცია, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკაში ასაკისა და შინაარსის მიხედვით ვიდეო თამაშებს აღნიშვნებს ანიჭებს. მათი ვებ-საიტის მიხედვით, The Last of Us II-ის ძველსა და ახალ ვერსიას M კატეგორია აქვს მინიჭებული, რაც 17+ ასაკით არის განსაზღვრული. განმარტების მიხედვით, ფილმს აღნიშნული კატეგორია მიენიჭა, რადგან მასში არის სისხლიანი, სექსუალური შინაარსის, ინტენსიური ძალადობის, ნარკოტიკების მოხმარებისა და სიშიშვლის სცენები.  

ლიბერალიზმის ანატომიის

გარდა ESRB-სა, ვიდეო თამაშებზე ასაკობრივ შეზღუდვას სხვა ორგანიზაციებიც ადგენენ. თუ ESRB-ს აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში იყენებენ, ევროპის უმრავლეს ქვეყნებში PEGI-ს, Pan European Game Information-ის სისტემა გამოიყენება. PEGI-ს ვებ-საიტის მიხედვით, The Last of Us II შეფასებულია, როგორც ვიდეო თამაში, რომელიც მხოლოდ ზრდასრულებმა უნდა ითამაშონ. განმარტებაში აღნიშნულია, რომ თამაში შეიცავს ძალადობის, წამების სცენებს, ნარკოტიკების მოხმარებას, სიშიშვლის, სქესობრივი აქტის კადრებს და ა.შ. 

ლიბერალიზმის ანატომიის

რაც შეეხება ვიდეო თამაშს Tell me Why, მითითება, რომ ის 17+ ადამიანებისთვის არის განკუთვნილი და ESRB-ს მიერ M კატეგორიად შეფასდა, მის შესახებ გამოქვეყნებული ოფიციალური ვიდეოს დასაწყისშიც არის დატანილი. განმარტების მიხედვით, თამაშს აღნიშნული კატეგორია ძალადობის, ნარკოტიკების მოხმარების კადრების, ასევე, სისხლიანი სცენებისა და გინების შემცველი ტექსტის გამო მიენიჭა. 

ლიბერალიზმის ანატომიის

რაც შეეხება PEGI-ს სისტემას, მათი შეფასებით, თამაში Tell me Why 16 წლის ასაკს ზემოთ მყოფმა პირებმა უნდა ითამაშონ. გარდა ბილწსიტყვაობისა, განმარტებაში მითითებულია, რომ როდესაც პერსონაჟები თავიანთ წარსულს იკვლევენ, ხშირია მინიშნებები გენდერზე, მათ შორის, ბავშვობის პერიოდის გახსენების კონტექსტში. თამაში მოიცავს დისკუსიებს ტაილერის გენდერულ ტრანზიციასთან დაკავშირებით. აღნიშნულ დიალოგები გადამწყვეტ როლს თამაშობს მოვლენებში, რომელსაც მათი ოჯახის წევრის სიკვდილი მოჰყვება. 

ლიბერალიზმის ანატომიის

წინა შემთხვევების მსგავსად, 17 წელს ქვემოთ მყოფი პირებისთვის არც ვიდეო თამაში Mass Effect 3-ია შექმნილი. M სიმბოლო დატანილია როგორც ოფიციალურ Youtube-გვერდზე გამოქვეყნებული ვიდეოს დასაწყისში, ასევე, ESRB-ს ვებ-საიტზეც. PEGI-ს განმარტების მიხედვით, თამაში 18 წელს ზემოთ მყოფი ადამიანებისთვისაა შექმნილი. ძირითადი მიზეზები, რის გამოც თამაში არასრულწლოვნებისთვის რეკომენდებული არ არის, სექსის, ძალადობისა და სისხლიანი სცენები, ბილწსიტყვაობა და სიშიშვლეა.  

ლიბერალიზმის ანატომიის

ვიდეო თამაშ “Star Wars: The Old Republic” ESRB-ს სისტემით T კატეგორია (13 წელი და ზემოთ) აქვს მინიჭებული. მიზეზებად სისხლიანი და სექსუალური ხასიათის სცენები, ძალადობა და თამაშის გმირების ლექსიკაა დასახელებული. რაც შეეხება PEGI-ს, ვებ-საიტის მიხედვით, თამაში 16 წლისა და ამ ასაკს ზემოთ მყოფმა პირებმა უნდა ითმაშონ. მიზეზებში ძალადობაა მითითებული.

ლიბერალიზმის ანატომიის

“მითების დეტექტორს” გადაცემა “ლიბერალიზმის ანატომიაში” გავრცელებული ყალბი ინფორმაცია წარსულშიც გადაუმოწმებია. ვრცლად წაიკითხეთ მასალებში: 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: იდენტობა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist