გვხვდება თუ არა საქართველოს დროშა “სიმპსონებში”?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

სიმპსონებში
78
VIEWS

4 აპრილს ფეისბუკ ანგარიშმა ႬႤ ႬႠ ႬႠ  ამერიკული ანიმაციური სატელევიზიო სერიალის “სიმპსონების”  (The Simpsons) ფრაგმენტი  გამოაქვეყნა. სოციალურ ქსელში გავრცელებული პოსტის თანახმად, “სიმპსონებში” საქართველოს დროშა ჩანს, რაც 2024 წლის ევროპის ჩემპიონატს აღწერს. ასევე აღნიშნულია ისიც, რომ სწორედ “სიმპსონებს გავუხარებივართ”, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელოვნურ მატრიცაში ვიმყოფებით და ყველაფერი წინასწარ არის დაგეგმილი.

სიმპსონებში

დროშა, რომელიც “სიმპსონების” ერთ-ერთ ფრაგმენტში ჩანს, შორიდან მართლაც ჰგავს საქართველოს დროშას, თუმცა ის ინგლისის ერთ-ერთი ფანკლუბის დროშას წარმოადგენს. შესაბამისად,  მტკიცება, თითქოს “სიმპსონებმა” ევროპის ჩემპიონატის შედეგები იწინასწარმეტყველეს, სიმართლეს არ შეესაბამება. ანიმაციური ეპიზოდის ამ ნაწილში ჰომერი თავის შვილს აჩვენებს დოკუმენტურ ფილმს, რომელიც 1985 წელს ინგლისის კლუბებს შორის გამართულ მატჩსა და გულშემატკივართა დაპირისპირებას შეეხება. 

ფრაგმენტი, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება, ამერიკული ანიმაციური სატელევიზიო სერიალის The Simpsons-ის მეთვრამეტე სეზონის მეჩვიდმეტე ეპიზოდის  Marge Gamer-ის ნაწილია. ამ ეპიზოდში ჰომერი თავისი შვილის,  ლიზას ფეხბურთის თამაშზე მსაჯის ფორმას ირგებს და შვილს ყველა შეცდომასა და ტყუილს პატიობს, რაც მაყურებლებისა და ლიზას მოწინააღმდეგე გუნდის წევრთა მშობლების აღშფოთებას იწვევს. ეს მდგომარეობა გრძელდება მანამ, სანამ სტადიონზე ბრაზილიელი ფეხბურთელი რონალდო გამოჩნდება და ამბობს, რომ  ლიზა “ფლოპერია”. ჰომერი გონს მოეგება, ლიზას ჯერ ყვითელ, შემდეგ კი წითელ ბარათს აძლევს და თამაშიდან აძევებს. ამის გამო გაბრაზებული ლიზა ჰომერს ფეხბურთელის კარიერის დანგრევაში სდებს ბრალს. ლიზას შემოსარიგებლად ჰომერი შვილს აჩვენებს BBC-ის დოკუმენტურ ფილმს „ფლოპერების“ შესახებ, იმ იმედით, რომ ლიზა აპატიებს მას და შეურიგდება. დოკუმენტური ფილმი შემდეგი სიტყვებით იწყება: “ბრაიტონი, ინგლისი, 1985 წელი. მანჩესტერ იუნაიტედი სასექსტონ-ჰემპტონშირს ეთამაშება, რა დროსაც ტრიბუნაზე სასიკვდილო ბუნტი იფეთქებს… ოცდაორი წლის შემდეგ, ეს ბუნტი ჯერ კიდევ გრძელდება.” ამ ნაწილში  ნაჩვენებია თუ როგორ აბრალებენ გულშემატკივრები მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელებს სიმულირებას, შემდეგ კი იწყება ხელჩართული ჩხუბი როგორც გულშემატკივრებს, ისე ფეხბურთელებს შორის. ამავე დოკუმენტურ ფილმში აღნიშნულია ისიც, რომ გასულ წელს ბრაზილიაში, მინდორზე ჩხუბი იმდენად ძალადობრივი გახდა, ადგილობრივების თქმით, ღვთისმშობლის ქანდაკება გაცოცხლდა და ყველა სცემა.

სიმპსონებში
კადრები “სიმპსონების” მე-18 სეზონის მე-17 სერიიდან

საფეხბურთო კლუბების მხარდამჭერთა კლუბების დროშები, ჩვეულებრივ, მატჩების დროს,  ტრიბუნებზე ჩანს, სადაც მხარდამჭერები მათ გუნდისადმი ერთგულების გამოსავლენად და თანამოქალაქეებს შორის ერთიანობისა და ენთუზიაზმის შესაქმნელად იყენებენ. ოფიციალური საფეხბურთო კლუბის დროშებისგან განსხვავებით, საფეხბურთო კლუბების მხარდამჭერთა დროშები, როგორც წესი, იქმნება გულშემატკივართა ჯგუფების მიერ და ეს დროშები შეიძლება შეიცავდეს საყვარელ კლუბთან დაკავშირებულ ელემენტებს, როგორიცაა გუნდის ფერი, ლოგო, ისინი ასევე შეიძლება შეიცავდეს დამატებით  სლოგანებს ან დევიზებს, რომლებიც ასევე შექმნილია თავად გულშემატკივრების მიერ. შესაბამისად, “სიმპსონების” ამ ფრაგმენტში არა საქართველოს დროშა, არამედ ინგლისის საფეხბურთო კლუბების მხარდამჭერთა დროშები არის წარმოდგენილი.  ბუნებრივია, რომ ანიმაციაში დროშები ან სხვა კულტურული სიმბოლოები გამარტივებული ან სტილიზებული სახით არის წარმოდგენილი, ამიტომ “სიმპსონებში” წარმოდგენილ დროშაზე, თეთრ ფონზე ერთი წითელი ჯვრის გარდა სხვა სიმბოლოების ზუსტად გარჩევა შეუძლებელია. 2006 წელს მსოფლიო ჩემპიონატის დროს ინტერნეტში ფართოდ გავრცელდა ინგლისის საფეხბურთო კლუბების მხარდამჭერთა ფოტოები მათ დროშებთან ერთად, სადაც ვხედავთ ინგლისის დროშაზე (წითელი ჯვარი თეთრ ფონზე) დატანილ სხვადასხვა სლოგანსა და სიმბოლოს.

saqarthvelos drosha simpsonebshi2 გვხვდება თუ არა საქართველოს დროშა “სიმპსონებში”?
ფოტო: alamy.com

“სიმპსონები” “The Simpsons” არის ამერიკული ანიმაციური სერიალი, რომლის პრემიერა პირველად 1989 წლის 17 დეკემბერს, Fox Broadcasting Company-ზე შედგა. ანიმაცია სატირულად ასახავს საშუალო კლასის ამერიკელ ოჯახს, რომელიც გამოგონილ ქალაქ სპრინგფილდში ცხოვრობს. სიმპსონებთან დაკავშირებული სხვა ე.წ. წინასწარმეტყველებების შესახებ იხილეთ “მითების დეტექტორის” მიერ წარსულში მომზადებული მასალები:

არქივი


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist