იწინასწარმეტყველეს თუ არა სიმპსონებმა ნოტრ-დამის ხანძარი ან სირიის სამოქალაქო ომი?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

1.4k
VIEWS

2021 წლის 5 დეკემბერს ფეისბუკ-პროფილმა Vyacheslav Soldatov გამოაქვეყნა რუსულენოვანი ვიდეო, აღწერით: “მხიარული იქნება, ეს რომ ახდეს”. ვიდეოში საუბარია ცნობილ ანიმაციურ სერიალ სიმპსონებზე, კერძოდ კი ანიმაციის მიერ ნაწინასწარმეტყველებ მოვლენებზე, რომლებიც წლების შემდეგ რეალობაშიც ხდება. ვიდეოს პირველ ნაწილში აღწერილია რამდენიმე ასეთი მოვლენა, მათ შორის 1. 9/11-ის ტერაქტი; 2. სირიის სამოქალაქო ომი; 3. ნოტრ-დამის ხანძარი; 4. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შეხვედრა საუდის არაბეთის მეფესთან. ვიდეოს მეორე ნაწილი კი ეხება სიმპსონების მიერ საბჭოთა კავშირის აღდგენასთან დაკავშირებულ წინასწარმეტყველებას. 

ვიდეო 2022 წელსაც აქტიურად ვრცელდება და 22 ათასზე მეტი გაზიარება აქვს.

Screenshot 6 6 იწინასწარმეტყველეს თუ არა სიმპსონებმა ნოტრ-დამის ხანძარი ან სირიის სამოქალაქო ომი?

ვიდეოში ნაჩვენები “წინასწარმეტყველების” უმეტესობა მცდარია და არასწორ ფაქტებს შეიცავს, ხოლო ერთი მათგანი გრაფიკულადაა დამუშავებული. 

  1. სიმპსონების მიერ სირიის სამოქალაქო ომის წინასწარმეტყველებაზე პირველად 2014 წელს ეგვიპტურ სატელევიზიო გადაცემაში წამყვანმა ისაუბრა. მისი თქმით, მე-12 სეზონის მე-14 სერიაში, რომელიც 2001 წელს გამოვიდა, ნაჩვენებია სირიის ოპოზიციის დროშა, რომელიც იმ დროს არ არსებობდა. სწორედ აქედან წარმოიშვა იდეა, რომ ანიმაციის შემქმნელებმა წინასწარ იცოდნენ ამ მოვლენების შესახებ და არაბულ გაზაფხულს აშშ-ის მიერ წინასწარ დაგეგმილ მოვლენადაც მოიხსენიებენ. სინამდვილეში, ეს დროშა მეოცე საუკუნის სხვადასხვა პერიოდში სირიის სახელმწიფო დროშა იყო და შესაბამისად არაა გასაკვირი მისი გამოყენება ანიმაციაში. ასევე აღსანიშნია, რომ ეს მომენტი აღნიშნულ სერიაში რამდენიმე წამით არის ნაჩვენები, შოუს პერსონაჟების მიერ შემდგარი მუსიკალური ჯგუფის კლიპში.
Screenshot 7 7 იწინასწარმეტყველეს თუ არა სიმპსონებმა ნოტრ-დამის ხანძარი ან სირიის სამოქალაქო ომი?
კადრი სიმპსონების მეთორმეტე სეზონის მეოთხთხმეტე სერიიდან.
Screenshot 8 7 იწინასწარმეტყველეს თუ არა სიმპსონებმა ნოტრ-დამის ხანძარი ან სირიის სამოქალაქო ომი?
 სირიის სახელმწიფო დროშა, რომელიც გამოიყენებოდა 1930-58 და 1961-63 წლებში.

2. გრაფიკულადაა დამუშავებული ნოტრ-დამის ფოტო. მე-19 სეზონის მე-7 სერიაში მართლაც ჩანს შენობა წარწერით “Notre Dame of Springfield”, თუმცა, მას ცეცხლი არ უკიდია და არც მისტერ ბარნსი დგას შენობის წინ. ამის შესახებ ამერიკული ფაქტების გადამოწმების ორგანიზაცია Snopes-იც წერდა.

Screenshot 9 7 იწინასწარმეტყველეს თუ არა სიმპსონებმა ნოტრ-დამის ხანძარი ან სირიის სამოქალაქო ომი? Screenshot 10 8 იწინასწარმეტყველეს თუ არა სიმპსონებმა ნოტრ-დამის ხანძარი ან სირიის სამოქალაქო ომი?
დამუშავებული კადრი ავთენტური კადრი

3. 2017 წლის მაისში პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შეხვდა საუდის არაბეთის მეფეს და ეგვიპტის პრეზიდენტს, სადაც სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს. ერთ-ერთი ასეთი ფოტო, სადაც სამივე ლიდერი ეხება სიმბოლური მნიშვნელობის მქონე ორბს, მთავარი განხილვის საგანი გახდა. სოციალური ქსელების მომხმარებლებმა გაავრცელეს ფოტო სიმპსონებიდან, რომელიც აღნიშნული ფოტო თითქმის იდენტური იყო. როგორც პოსტის ავტორები ირწმუნებოდნენ, ანიმაციაში ეს მომენტი 2002 წელს იქნა გამოყენებული. აღნიშნული ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაცია Snopes-მა გადაამოწმა და აღმოჩნდა, რომ ანიმაციური ფოტო სიმპსონების ფეისბუკ გვერდზე გამოქვეყნებულ  ვიდეოში არა 2002 წელს, არამედ 2017 წლის მაისში, რეალური მოვლენის შემდეგ იყო გამოყენებული.
Screenshot 11 7 იწინასწარმეტყველეს თუ არა სიმპსონებმა ნოტრ-დამის ხანძარი ან სირიის სამოქალაქო ომი?

4. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წინასწარმეტყველება, რომელსაც სიმპსონებს აწერენ ეხება 9/11-ის ტერაქტს. მეცხრე სეზონის პირველ სერიაში, რომელიც 1997 წელს იხილა მაყურებელმა, გვხვდება საინტერესო კადრი, რომელიც მართლაც ვიზუალურად გავს 9/11-ს.
Screenshot 12 7 იწინასწარმეტყველეს თუ არა სიმპსონებმა ნოტრ-დამის ხანძარი ან სირიის სამოქალაქო ომი?

ვიზუალური მსგავსების მიუხედავად, ამ კადრს კავშირი არ აქვს მოვლენის წინასწარმეტყველებასთან. ფოტოზე გამოსახულია ავტობუსის კომპანიის განცხადება, რომლის მიხედვითაც სამგზავრო ტარიფი სპრინგფილდიდან ნიუ-იორკამდე არის 9 დოლარი. გარეკანზე ასევე ვხედავთ ქალაქის სილუეტს, სადაც მოჩანს ცნობილი “ტყუპები”, რომლებიც ტერორისტული თავდასხმის მთავარი სამიზნეები გახდნენ.  ნიუ-იორკ პოსტთან საუბრისას თავად სიმპსონების ერთ-ერთმა შემქმნელმა ალ ჯინმა განაცხადა, რომ ეს უბრალოდ საოცარი დამთხვევა იყო, რაც არც არის გასაკვირი, შოუს ხანგრძლოვობიდან და ეპიზოდების რაოდენობიდან გამომდინარე.


მითების დეტექტორის ლაბორატორია


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist