“დოიჩე ველეს” სახელით ჯოზეფ ბორელის გაყალბებული ციტატა ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

1.8k
VIEWS

19 ივლისს რუსულენოვანმა ფეისბუკ-ანგარიშმა Надя Ким, ასევე ანონიმურმა ფეისბუკ პროფილმა Alex Nikols გაავრცელეს გერმანიის საერთაშორისო მაუწყებლის – “დოიჩე ველეს” რუსულენოვანი სამსახურის ვებგვერდის ერთ-ერთი სტატიის სქრინშოტი. სტატიის სქრინშოტს ევროკავშირის უმაღლესი კომისრის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელის ფოტო ერთვის, სათაურში კი ვკითხულობთ – ბორელი: უკრაინის კონტრშეტევის წარუმატებლობაში მთლიანად რუსეთია დამნაშავე და სერიოზული პასუხისმგებლობა უნდა აიღოს.

Screenshot 2023 07 20 164608 "დოიჩე ველეს" სახელით ჯოზეფ ბორელის გაყალბებული ციტატა ვრცელდება

“დოიჩე ველეს” სახელით გამოქვეყნებული სტატიის სქრინშოტი გაყალბებულია. DW-ს ვებგვერდზე ქსენია პოლსკაიას ავტორობით სტატია ჯოზეფ ბორელზე იძებნება, თუმცა მას განსხვავებული შინაარსი აქვს.

  • “დოიჩე ველეს” ავთენტიკურ სტატიაში ბორელის კომენტარი უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტს შეეხება

“დოიჩე ველეს” რუსულენოვანი სამსახურის ვებგვერდზე სტატია ჯოზეფ ბორელზე 17 ივლისს გამოქვეყნდა. სტატიის სათაურში ვკითხულობთ –  ბორელი: რუსეთი შიმშილს იარაღად იყენებს. სტატიის ავტორი ქსენია პოლსკაიაა და სტატიის გაყალბებულ ვერსიაშიც სწორედ მისი გვარია მითითებული. ვებგვერდზე ჟურნალისტის ავტორობით არაერთი სხვა სტატია იძებნება, თუმცა არცერთ მათგანში გავრცელებული ციტატა, რომელსაც ბორელს მიაწერენ, არ არის მოცემული. გარდა ამისა, სხვა სტატიებს(1,2), რომლებიც ქსენია პოლსკაიას სახელით ჯოზეფ ბორელზეა გამოქვეყნებული, გაყალბებულ ვერსიაში გამოქვეყნებული ფოტო არ ერთვის. 

ავთენტიკურ სტატიაში ჯოზეფ ბორელის კომენტარი შეეხება მოსკოვის გადაწყვეტილებას არ განაახლოს “მარცვლეულის შეთანხმება”. მან ამის შესახებ 17 ივლისს, ევროკავშირის, ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის ქვეყნების სამიტზე, ბრიუსელში ისაუბრა. ბორელმა აღნიშნა, რომ რუსეთის ეს ნაბიჯი სრულიად გაუმართლებელია და ის შიმშილს იარაღად იყენებს. ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა პირობა დადო, რომ ევროკავშირი ყველაფერს გააკეთებს უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტისთვის.

Screenshot 2023 07 20 164617 "დოიჩე ველეს" სახელით ჯოზეფ ბორელის გაყალბებული ციტატა ვრცელდება
ავთენტიკური სტატია “დოიჩე ველეს” რუსულენოვანი სამსახურის ვებგვერდიდან
Screenshot 2023 07 20 164624 "დოიჩე ველეს" სახელით ჯოზეფ ბორელის გაყალბებული ციტატა ვრცელდება
გაყალბებული სტატია

ჯოზეფ ბორელს მსგავსი შინაარსის ციტატა არც სხვა მედიაში უთქვამს და არც ღია წყაროებში იძებნება. 

სხვადასხვა დასავლური მედიის სახელით გაყალბებული სტატიების/პოსტების სქრინშოტები “მითების დეტექტორმა” წარსულშიც არაერთხელ გამოავლინა. ვრცლად იხილეთ მასალებში: 

წყაროს შესახებ:

ფეისბუკ-ანგარიში Надя Ким პრორუსული და ანტიდასავლური შინაარსის პოსტებს ხშირად აქვეყნებს. მას დეზინფორმაცია წარსულშიც გამოუქვეყნებია. 

Screenshot 2023 07 20 164629 "დოიჩე ველეს" სახელით ჯოზეფ ბორელის გაყალბებული ციტატა ვრცელდება


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: გაყალბებული ციტატა
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist