“ამერიკის ხმის” სახელით კამალა ჰარისის ყალბი განცხადება ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

193
VIEWS

16 მარტს ფეისბუქ მომხმარებელმა ნონა შარაბიძე “ამერიკის ხმის” რუსულენოვანი სამსახურის სტატიის სქრინშოტი გაავრცელა. წარწერის მიხედვით, აშშ-ის ვიცე პრეზიდენტს კამალა ჰარისს მიაჩნია, რომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის “არაადეკვატური ქცევის” უკან შესაძლოა რუსეთის სპეცსამსახურები იდგნენ. იდენტური სქრინშოტი 2022 წლის ოქტომბერში სხვა ქართულ და რუსულენოვანმა (1,2,3,4,5,6,7) ფეისბუქ ანგარიშებმაც გაავრცელეს. 

Screenshot 1 6 “ამერიკის ხმის” სახელით კამალა ჰარისის ყალბი განცხადება ვრცელდება

სქრინშოტი, რომელიც “ამერიკის ხმის” სახელით ვრცელდება, გაყალბებულია. მსგავსი ინფორმაცია არც წყაროდ მითითებულ AFP-ის საიტზე და არც სხვა რომელიმე ღია წყაროში იძებნება. “მითების დეტექტორი” “ამერიკის ხმის” რუსულენოვან რედაქციასაც დაუკავშირდა, სადაც მსგავსი სტატიის გამოქვეყნება უარყვეს.

გავრცელებული პოსტების მიხედვით, “ამერიკის ხმის” სტატია კამალა ჰარისის განცხადებაზე 3 ოქტომბერს გამოქვეყნდა. ზოგიერთ სქრინშოტში სტატიის ტექსტის ნაწილიც ჩანს, სადაც, თითქმის იმავე ინფორმაციას ვკითხულობთ, რაც სათაურშია აღნიშნული, ტექსტის მიხედვით, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი არ გამორიცხავს, რომ ჯო ბაიდენის “არაადეკვატური ქცევის” უკან შესაძლოა უცხო ქვეყნების, მათ შორის, რუსეთის სპეცსამსახურები შეიძლება იდგნენ. სქრინშოტზე სათაურის ქვემოთ გვხვდება წარწერა “Agence France-Presse” (AFP), რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ამბის წყარო ეს სააგენტოა.

პოსტების ნაწილში სქრინშოტს დართული აქვს წარწერა “პეტროვ და ბოშიროვ, მოდი, შვებულებაში გადით”. პეტროვი და ბოშიროვი “რუსეთის სახელმწიფო სადაზვერვო სამმართველოს” თანაშრომლები არიან, რომლებიც 2018 წელს რუსეთის სადაზვერვო სამსახურის ყოფილი თანამშრომლის, სერგეი სკრიპალის მოწამვლის საქმეში ფიგურირებდნენ. აღნიშნული დეტალები გაყალბებული სქრინშოტის სათაურთან ერთად ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ის სატირული მიზნით შეიქმნა, თუმცა გავრცელდა, როგორც რეალური ინფორმაცია.

“მითების დეტექტორი” “ამერიკის ხმის” რუსულენოვან რედაქციას დაუკავშირდა, სადაც აღნიშნეს , რომ “ამერიკის ხმას” მსგავსი სტატია არ გაუვრცელებია. გარდა “ამერიკის ხმისა”, მსგავსი ინფორმაცია არც წყაროდ მითითებულ AFP-ის საიტზე იძებნება.

“არ გვაქვს მტკიცებულება, რომ “ამერიკის ხმამ” აღნიშნული მასალა გაავრცელა, მაღალი ალბათობით ის გაყალბებულია.” – აცხადებენ “ამერიკის ხმაში”.

აღნიშნული სქრინშოტი ინტერნეტსივრცეში პირველად 2022 წლის 3-4 ოქტომბერს რუსულენოვან ფორუმებზე გამოჩნდა. საიტების ნაწილი (1,2,3) ფრაზას ფოტოს გარეშე ავრცელებდა. 

რაც შეეხება სქრინშოტში გამოყენებულ კამალა ჰარისის ფოტოს, ის 2022 წლის მარტში ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის პოლონეთში ვიზიტს ასახავს. “ამერიკის ხმის” რუსულენოვანმა სამსახურმა ფოტო 2022 წლის 26 აპრილს გამოცემულ სტატიაში გამოიყენა, რომელიც ჰარისის კორონავირუსით დაინფიცირებას ეხებოდა

Screenshot 2 4 “ამერიკის ხმის” სახელით კამალა ჰარისის ყალბი განცხადება ვრცელდება

დასავლური გამოცემების სახელით გაყალბებული სქრინშოტები “მითების დეტექტორმა” წარსულშიც არაერთხელ გადაამოწმა. ვრცლად იხილეთ მასალებში: 

წყაროს შესახებ: 

ფეისბუქ ანგარიში ნონა შარაბიძე ანტი-დასავლური შინაარსის დეზინფორმაციასა და კრემლისტურ ნარატივებს რეგულარულად ავრცელებს. მის მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაცია “მითების დეტექტორის” არაერთ მასალაში მოხვდა


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist