“რადიო თავისუფლების” სახელით ვიქტორია ნულანდის შესახებ მორიგი ყალბი პოსტი ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

1.1k
VIEWS

15 მარტს სოციალურ ქსელში (1,2)  “რადიო თავისუფლების” რუსულენოვანი სამსახურის სქრინშოტი გავრცელდა. წარწერის მიხედვით, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ვიქტორია ნულანდმა საქართველოში დაუგეგმავი ვიზიტი გააუქმა. ფეისბუქ ანგარიშები პოსტების აღწერებში წერდნენ, რომ მას “ჩებურეკის” (ღვეზელის) გამოსაცხობად დრო არ ჰქონდა და ნულანდის ორცხობილები ჯანმრთელობისთვის საზიანოა, რითაც მინიშნებას 2013 წელს უკრაინაში საპროტესტო აქციების დროს კიევში მის ვიზიტზე აკეთებდნენ, რა დროსაც ვიქტორია ნულანდმა მაიდნის აქციის მონაწილეებს ორცხობილები დაურიგა. 

Screenshot 5 5 “რადიო თავისუფლების” სახელით ვიქტორია ნულანდის შესახებ მორიგი ყალბი პოსტი ვრცელდება

“რადიო თავისუფლების” სახელით გავრცელებული სქრინშოტი ყალბია. “მითების დეტექტორი” გამოცემის რუსულენოვან სამსახურს დაუკავშირდა, სადაც მსგავსი ინფორმაციის გაშუქების ფაქტი უარყვეს. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვიქტორია ნულანდმა საქართველოში ვიზიტი გააუქმა არც ღია წყაროებით იძებნება. 

“მითების დეტექტორი” “რადიო თავისუფლების რუსულენოვან სამსახურს დაუკავშირდა, მათი ინფორმაციით, გავრცელებულ სქრინშოტი გამოცემას არ ეკუთვნის და ის ყალბია.

სქრინშოთზე გამოყენებული ვიქტორია ნულანდის ფოტო “რადიო თავისუფლლების” ვებ-გვერდზე სრულიად განსხვავებული შინაარსის მასალაზე იყო თანდართული და ის 2022 წლის 3 დეკემბერს გამოქვეყნდა. ნულანდი აღნიშნავდა, რომ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ ბირთვული იარაღი სხვა ქვეყნების მხრიდან მკაცრი გაფრთხილებების გამო არ გამოიყენა. 

Screenshot 6 3 “რადიო თავისუფლების” სახელით ვიქტორია ნულანდის შესახებ მორიგი ყალბი პოსტი ვრცელდება

ღია წყაროებით ინფორმაცია, რომ ვიქტორია ნულანდმა საქართველოში ვიზიტი გააუქმა, არ იძებნება.

საქართველოში მიმდინარე საპროტექსტო აქციების ფონზე, რაც აგენტების შესახებ კანონის პირველი მოსმენით მიღებას უკავშირდებოდა, ვიქტორია ნულანდის სახელი პროპაგანდისტულ პლატფორმებზე მანიპულაციურად მაიდნის მოვლენების კონტექსტში ფიგურირებდა. 2013 წელს მაიდანზე შეკრებილ უკრაინელები, რომლებიც ქვეყნის დასავლურ კურსს ითხოვდნენ, ვიქტორია ნულანდმა მოინახულა და მათ ორცხობილები შესთავაზა. ნულანდი მაშინ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის თანამდებობას იკავებდა. 

Screenshot 7 4 “რადიო თავისუფლების” სახელით ვიქტორია ნულანდის შესახებ მორიგი ყალბი პოსტი ვრცელდება

ნულანდის მიერ ტკბილეულის დარიგებას კრემლის პროპაგანდისტული მედიასაშუალებები იმ გზავნილის დასამკვიდრებლად იყენებდნენ, რონ მაიდნის მოვლენები ამერიკის მოწყობილია. 

Screenshot 9 3 “რადიო თავისუფლების” სახელით ვიქტორია ნულანდის შესახებ მორიგი ყალბი პოსტი ვრცელდება

საქართველოს პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით კანონპროექტის “უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” მიღების გასაპროტესტებლად 7 და 8 მარტს თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციებსა და მათ დაშლას სხვადასხვა რუსულ პროპაგანდისტული პლატფორმებზე მაიდანის მოვლენებს ადარებდნენ და მაიდანზე გადაღებულ ნულანდის ფოტოებს ღვეზელების ნაცვლად მწვადებით აქვეყნებდნენ.  

Screenshot 10 2 “რადიო თავისუფლების” სახელით ვიქტორია ნულანდის შესახებ მორიგი ყალბი პოსტი ვრცელდება

“რადიო თავისუფლების” სახელით ვიქტორია ნულანდის შესახებ გაყალბებული სქრინშოთი “მითების დეტექტორმა” წარსულშიც გადაამოწმა, ვრცლად იხილეთ:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist